გურიის მოამბე

მედია: აშშ-ში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის ქმარი სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს იურიდიულ დახმარებას უწევს

შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშილის ქმარი, სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს იურიდიულ დახმარებას უწევს. ამის შესახებ OC Media ავრცელებს.

მედიის ცნობით, კორპორტაიული დოკუმენტებისა და არქივის ჩანაწერების მიხედვით, დავით კუხალაშვილი მოსკოვში იურიდიული ფირმის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორია. აღნიშნული ფირმა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დასანქცირებულ ბიზნესებს კონსულტაციას უწევს. 

OC Media წერს, რომ მას შემდეგ, რაც დასავლეთის მთავრობებმა მოსკოვს ყირიმის ანექსიის და მოგვიანებით უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მკაცრი შეზღუდვები დააწესეს, რუსულმა იურიდიულმა ფირმებმა ადაპტირება მოახდინეს – რამდენიმე მათგანი ახლა სპეციალიზირებულია კომპანიებისთვის გაყინული აქტივების აღდგენაში, ევროპისა და აშშ-ის სანქციების რეჟიმებში ნავიგაციასა და ოპერაციების რესტრუქტურიზაციაში, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი შეზღუდვები.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი ასეთი ფირმა DTK Partners-ია, მოსკოვში დაფუძნებული იურიდიული ფირმა, რომელიც 2014 წელს დაარსდა და რუსეთ-საქართველოს მოქალაქე დავით კუხალაშვილის ეკუთვნის. 

OC Media აღნიშნავს, რომ კუხალაშვილის რუსული ბიზნეს საქმიანობის შესახებ თავდაპირველი ბრალდებები თბილისელმა მკვლევარმა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ გაავრცელა. OC Media-ს შემდგომი მიმოხილვა კი ადასტურებს და აფართოებს ამ დასკვნებს.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, თავად ბიზნესი უკანონო არ არის. სინამდვილეში, DTK Partners-ის მსგავსი ფირმები შეიძლება ჩაითვალოს კლიენტებისთვის სანქციების დაცვაში დახმარების გაწევის საშუალებად, რადგან ისინი გაყინული აქტივებისა და საზღვრისპირა ტრანზაქციების წესებს აცნობენ. თუმცა, DTK Partners-მა ასევე წარმოადგინა რუსეთის სახელმწიფო ინტერესები რამდენიმე მნიშვნელოვან საქმეში. კუხალაშვილი ხშირად მოიხსენიება რუსეთის სახელმწიფო მედიაში, როგორც საავიაციო ინციდენტების ექსპერტი და არაერთხელ უმუშავია რუსეთის სამთავრობო უწყებებთან ან სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ინსტიტუტებთან დაკავშირებულ საქმეებში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights