გურიის მოამბე

დეკანოზი-ვინც უკრაინას არ უჭერს მხარს, მას სერიოზული პრობლემა აქვს სინდისთან

დღეს ვინც ცალსახად უკრაინას არ უჭერს მხარს, მას სერიოზული პრობლემა აქვს სინდისთან, სამართლიანობასთან და ზოგადად ადამიანობასთან. ასეთები შეუძლებელია ქრისტიანები იყვნენ. რადგან ქრისტიანი არ შეიძლება მოძალადის მხარეს იდგეს. ასეთები ამავდროულად შინაგანად ფარული ლაჩრები არიან და მოძალადის მხარეს დგომას ირჩევენ საკუთარი სიმხდალის დასაფარად. ასე მოსთქვამენ ეს მართლა უსამართლოები: “გაუგეთ პუტინსაც, ღიზიანდება კაცი, რა ქნას, ისიც თავისი ქვეყნისთვის ცდილობს, არ უნდა თავის საზღვართან ქვეყანა, რომელსაც ძლიერი ჯარი და შეიარაღება ექნებაო”. რა არის ეს, თუ არა უსამართლობის და ლაჩრობის უსირცხვილო დეკლარაცია?! ახლა უკრაინის და საქართველოს პატრიოტებს ჰკითხეთ ერთი: ჩვენ გვინდა ჩვენს საზღვართან კბილებამდე შეიარაღებული, ბოროტი, უსამართლო, გაუმაძღარი და თან ყველანაირად ჩამორჩენილი ქვეყანა? ჩვენც ვღიზიანდებით და ვერ ვიტანთ ამათ ღორობას. რა ვქნათ, დავესხათ თავს? ამაზე გვეტყვიან პუტინის ფანები: თქვენ ვერ დაესხმებით თავს, რადგან სუსტები ხართო? აი, ამიტომ ვერ იქნებით პუტინის მომხრეები ქრისტიანები, რადგან ძალა გწამთ და არა სიმართლე და იგივე უსამართლობას ჩაიდენთ თავადაც ყველგან თუ ამისთვის როგორმე ძალაუფლება ჩაგივარდათ ხელში. ამ ქვეყნად თუ არა, იმქვეყნად ასეთებს არ აგცდებათ მარადიული სასჯელი.

დეკანოზი თამაზ ლომიძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights