გურიის მოამბე

,,ოცნებამ” განათლების რეფორმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

,,ოცნებამ” განათლების რეფორმა მესამე მოსმენით, 80 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაამტკიცა | კანონპროექტი ძირითადად საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეეხება, ანუ ათიათასობით ბავშვსა და მათ მშობლებს. ზოგადი განათლების საფეხურზე დაგეგმილი რეფორმის მიხედვით:

• სასწავლო პროცესში აიკრძალება მობილური ტელეფონების გამოყენება
• პირველიდან მეექვსე კლასამდე ყველა საჯარო სკოლაში სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება
• 2026 წლიდან სკოლაში შესვლა მხოლოდ 6 წლის ბავშვებს შეეძლებათ
• პირველკლასელთა რეგისტრაციის დროს შემოიღებენ წესს – საცხოვრებელთან ახლოს რეგისტრაცია
• მე-12 კლასი სავალდებულო აღარ იქნება – კლასები შეიქმნება მოთხოვნის შემთხვევაში
• მე-11 კლასის „პროფილურად“ გადაკეთება – მოსწავლე ისწავლის იმ საგნებს, რომლებსაც გამოცდაზე ჩააბარებს
• სახელმძღვანელოებს სამინისტრო დაწერს – სტანდარტი იქნება: „ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში, ერთსა და იმავე დისციპლინაში

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights