გურიის მოამბე

,,სწავლა გინდოდეს და გურიაში, ჩოხატაურში, ლანჩხუთში და ოზურგეთში, ასმა ბავშვმა აიღო ოქროს მედალი სახელმწიფო სკოლებში”- ჩიგოგიძე

“მთავარია სწავლა გინდოდეს და გურიაში, ჩოხატაურში, ლანჩხუთში და ოზურგეთში, ასმა ბავშვმა აიღო ოქროს მედალი, სახელმწიფო სკოლებში… ვისაც უნდა ასწავლის კერძოში, ვისაც უნდა სახელმწიფოში და თუ სწავლა უნდა ბავშვს, ყველგან ისწავლის [ფორმულა] | ოცნების წევრი ჩიგოგიძე განათლების რეფორმაზე და მაღალჩინოსნების შვილების კერძო სკოლებში სწავლაზე.

”ქართული ოცნების“ მთავრობამ წარადგინა ზოგადი განათლების რეფორმა, რომელიც ძირითადად საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეეხება, ანუ ათიათასობით ბავშვსა და მათ მშობლებს.

ზოგადი განათლების საფეხურზე დაგეგმილი რეფორმის მიხედვით:

• სასწავლო პროცესში აიკრძალება მობილური ტელეფონების გამოყენება;
• პირველიდან მეექვსე კლასამდე ყველა საჯარო სკოლაში სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება;
• 2026 წლიდან სკოლაში შესვლა მხოლოდ 6 წლის ბავშვებს შეეძლებათ;
• პირველკლასელთა რეგისტრაციის დროს შემოიღებენ წესს – საცხოვრებელთან ახლოს რეგისტრაცია;
• მე-12 კლასი სავალდებულო აღარ იქნება – კლასები შეიქმნება მოთხოვნის შემთხვევაში;
• მე-11 კლასის „პროფილურად“ გადაკეთება – მოსწავლე ისწავლის იმ საგნებს, რომლებსაც გამოცდაზე ჩააბარებს;
• სახელმძღვანელოებს სამინისტრო დაწერს – სტანდარტი იქნება: „ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში, ერთსა და იმავე დისციპლინაში“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights