გურიის მოამბე

კორეული სცენარი-უკრაინის შესახებ აშშ-ის მიერ ახლადშედგენილი კაპიტულაციის აქტი

უკრაინა კორეული სცენარით გაიყოფა, ომის ახლანდელი პირობების გათვალისწინებით”- WASHINGTON POST-მა ამ ეტაპისთვის უკრაინის შესახებ აშშ-ის მიერ ახლადშედგენილი კაპიტულაციის აქტის, რომელიც ე.წ სამშვიდობო გეგმის სახელით იწოდება, დეტალები გამოაქვეყნა—
• ცეცხლის შეწყვეტის მთელი ხაზის გასწვრივ (დონეცკის ოლქიდან ხერსონამდე) შემოთავაზებულია დემილიტარიზებული ზონის შექმნა, კორეულის მსგავსად. მის უკან იქნება უფრო ღრმა ზონა, სადაც მძიმე შეიარაღების შეყვანა აიკრძალება. ამ გზით ამერიკელები ცდილობენ დაარწმუნონ ზელენსკი, რომ გაიყვანოს ჯარები დონბასიდან: დღემდე, როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ კორეა აცხადებს თავის კანონიერ უფლებას მთელ ნახევარკუნძულზე.
• „ტერიტორიების გაცვლა“ — შეთანხმების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ უკრაინა და აშშ კვლავ დაობენ იმაზე, თუ როგორ გაივლება საზღვრები.
• ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური არ დარჩება რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის ქვეშ. განიხილება, რომ აშშ-მ შესაძლოა საკუთარ თავზე აიღოს ობიექტის მართვა.
• უკრაინა შესაძლოა ევროკავშირს 2027 წელს შეუერთდეს. ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ შეძლებს უნგრეთის წინააღმდეგობის დაძლევას.
• შტატები გასცემენ უსაფრთხოების გარანტიებს, ნატოს „მე-5 მუხლის“ ანალოგიურზე- მხოლოდ ჩანაწერის დონეზე დაფიქსირებით ( არაფერია თქმული საკანონმდებლო დონეზე ვალდებულების აღებასა და კონგრესის მიერ მხარდაჭერაზე) .ევროპული ქვეყნები უსაფრთხოების ცალკე გარანტიებს მოაწერენ ხელს.
• უკრაინის სუვერენიტეტი დაცული იქნება რუსეთის ნებისმიერი ვეტოსგან.
• არმიის შეზღუდვების გაზრდა 600-დან 800 ათასამდე, მაგრამ უკრაინა უარს ამბობს ნებისმიერ ფორმალურ საკონსტიტუციო შეზღუდვაზე, როგორც ამას რუსეთი ითხოვს.
• ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის აღსადგენად 100 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთავაზობს გაყინული რუსული აქტივებიდან.
• მიმდინარეობს მოლაპარაკებები BlackRock-თან უკრაინის განვითარების ფონდის შესაქმნელად, რომელიც აღდგენისთვის 400 მილიარდ დოლარს მოიზიდავს.
• ტრამპს მსგავსი ინვესტიციები რუსეთისთვისაც სურს.
❗❗❗ პ.ს რა თქმა უნდა, ამ კაპიტუალტურ აქტს უკრაინა და ევროპა ვერ დათანმხდება…. მთლიანად დოკუმენტი კიევს მომხიბვლელ პუნტქებს სთავაზობს , თუმცა კაპიტულაციის კონკრეტული აქტი ჩადებულია პირველ პუნქტში, სადაც პუტინის მოთხოვნით ტრამპი აიძულებს ზელენსკის, დათანხმდეს ჯარების გაყვანას დონბასიდან- ასევე მძიმე შეიარაღების გატანას და ამას იმგვარად ფუთავენ, თითქოს რუსეთი “მხოლოდ პატიოსანი სიტყვიერი” შეთანხმების საფუძველზე არ დაარღვევს შეთანხმებას და არ დაიწყებს უკრაინის სიღრმეში ხელახალ ოკუპაციას….
🇬🇪 ქართველებს პირველი პუნქტის საფუძველზე ალბათ კარგად გვახსოვს 1993 წლის 27 ივლისით დათარიღებული “სოჭის შეთანხმება”, რაც გულისხმობდა ქართული და აფხაზური მხარის მიერ სოხუმიდან და კონფლიქტის ზონიდან შეიარაღების- საარტილერიო და სატანკო დანაყოფების სრულად გაყვანას…. თუმცა, აფხაზურმა მხარემ, რუსეთის დახმარებით, დაარღვია შეთანხმება და მათ ეს პაუზა გამოიყენეს ძალების გადაჯგუფებისა და გაძლიერებისთვის, ხოლო ქართული შეიარაღების გაყვანის დასრულებიდან მალევე, 1993 წლის სექტემბერში, დაიწყეს ფართომასშტაბიანი შეტევა სოხუმზე.
🔺 სწორედ იდენტურ კაპიტულანტურ აქტს სთავაზობს ამერიკა უკრაინას ახალი შეთანხმების ფარგლებში, სადაც ყველა დანარჩენი პუნქტი “ ლამაზად” გამოიყურება, თუმცა “კაპიტულაციის ბომბი” პირველ პუნქტშია ჩადებული.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights