”წავართვით აფხაზეთი, სამაჩაბლო, დავუხოცეთ ხალხი და დავუბომბეთ ქვეყანა! ამის მთქმელი რუსი გეგულებათ?”

ყოფილი მინისტრი და ახლა ამერიკში მცხოვრები ემიგრანტი, კობა სუბელიანი რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
”რატომ ვაღიზიანებთ, რატომ ვულახავთ თავმოყვარეობას, მუდმივად რატომ ვამცირებთ, მათზე ახლოს ვინ არის ჩვენთან, ვინ გინდა მათზე უკეთესი მეზობელი თან ერთმორწმუნე?! რატომ ვხდით იძულებულს რომ არ ვუყვარდეთ?! თან გვყვებოდნენ და გვყვებიან დღესაც, მიუხედავად იმისა რომ წავართვით აფხაზეთი, სამაჩაბლო, დავუხოცეთ ხალხი და დავუბომბეთ ქვეყანა!!!
აი ამ სიტყვების პუტინისთვის მთქმელი უბრალო მოქალაქე რუსი გეგულებათ?
სამაგიეროდ რამდენი რუსეთუმე ქოცი იცით ირგვლივ, რომელსაც პირზე აკერია რომ რუსეთს ვაღიზიანებთ.
ხო და ამაშია საქმე.” – წერს სუბელიანი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share