WALL STREET JOURNAL-ის ინფორმაციით, ევროპა ტრამპის ადმინისტრაციის საიდუმლო გეგმას ეწინააღმდეგება, რომელიც გულისხმობს რუსეთის ეკონომიკურ „დაბრუნებას“ , უკრაინის კაპიტულაციას და ჯარების გაყვანას ყველაზე გამაგრებული რაიონებიდან და უკრაინის რეკონსტრუქციას გაყინული აქტივებით, რომლებსაც ამერიკული კომპანიები გამოიყენებენ უკრაინის ტერიტორიაზე ინვესტიციებისთვის—-

ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპას გადასცა ერთგვერდიანი გეგმა უკრაინის აღდგენისთვის დაახლოებით $200 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით, ამასთან ერთად, ასახულია რუსეთის ეკონომიკის გლობალურ ბაზარზე რეინტეგრაციის გზა აშშ-ის მსხვილი ინვესტიციებით.


ამ წინადადებამ სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია ევროპელ მოკავშირეებში, რომლებიც გეგმის ნაწილს არარეალურად ან „იალტის კონფერენციის სტილის“ ძალაუფლების დანაწილების მსგავსად მიიჩნევენ.

ამ გეგმის თანახმად ვაშინგტონის გრძელვადიანი მიზანია რუსეთის რეინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, აშშ-ის კომპანიების ინვესტიციებით რუსეთის ენერგეტიკაში, იშვიათ მიწის მეტალებსა და არქტიკულ ნავთობში.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს დახმარებას ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში რუსული ენერგომატარებლების ნაკადების აღდგენაში, რაც ეწინააღმდეგება ევროპის პოლიტიკას რუსულ გაზზე უარის თქმის შესახებ…. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი პუტინს ეხმარება იმისათვის, რათა ევროპა აიძულოს “ჩრდილოეთი ნაკადი-1-2”-ის გაზსადენის მსგავსი პროექტები აღადგინონ და ისევ მოსკოვის ენერგომატარებლებზე სრულად დამოკიდებული გახდეს მთელი კონტინენტი”.

გეგმაში აღნიშნულია, რომ ამერიკულმა ფინანსურმა ფირმებმა და კომპანიებმა უნდა მოიპოვონ წვდომა დაახლოებით $200 მილიარდი დოლარის გაყინულ რუსულ აქტივებზე, რათა ეს თანხები უკრაინაში ფართომასშტაბიანი პროექტებისთვის გამოიყენონ, მათ შორის მასიური ახალი მონაცემთა ცენტრის მშენებლობისთვის, რომელიც უნდა იკვებებოდეს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, რომელსაც ამჟამად რუსული ჯარები აკონტროლებენ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: