გურიის მოამბე

უკრაინამ კასპიის ზღვაში ორი რუსული გემი ჩაძირა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა და რუსულმა ანტიპუტინისტურმა მოძრაობა Черная искра-მ კასპიის ზღვაში ორი რუსული გემი ჩაძირეს.

სპეციალური ოპერაციების ძალების განცხადების მიხედვით, ოპერაციის შედეგად ყალმუხეთის რესპუბლიკის სანაპიროსთან ახლოს რუსეთის ორი ხომალდი დაზიანდა, რომლებსაც იარაღი და სამხედრო ტექნიკა გადაქონდა.

მათივე ცნობით, დაზიანებული ხომალდები სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა და ისინი ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო ტვირთების გადაზიდვაში მონაწილეობის გამო აშშ-ს სანქციების ქვეშ იმყოფებოდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights