გურიის მოამბე

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოში მეორედ დაიბარეს

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოში მეორედ დაიბარეს. ამის შესახებ სასულიერო პირი გამოქვეყნებულ ქადაგებაში საუბრობს.

როგორ მამა დოროთე განმარტავს, მას ეპისკოპოსების და კომისიის წევრების შეურაცხყობას სდებენ ბრალად.

ჩვენი ხელისუფლებისგან არის ჩემი განეიტრალების ბრძანება გაცემული, რასაც საპატრიარქოს ჯგუფი აპირებს, – წერს სასულიერო პირი. 

არ ისვენებს ბოროტი. ჩვენი ხელისუფლებისგან არის ჩემი განეიტრალების ბრძანება გაცემული, რასაც საპატრიარქოს ჯგუფი აპირებს. ისევ დაბარებული ვარ სამშაბათს, 14:00 საათზე მათ მიერ. ბრალდება არის ასეთი, რომ თითქოს მე ეპისკოპოსებს, კომისიის წევრებს მივაყენე შეურაცხყოფა და ცილი დავწამე. ამიტომ, იმავე კომისიაში ვარ დაბარებული, რომელ კომისიასაც, მათი თქმით, მე ცილი დავწამე და შეურაცხყოფა მივაყენე. ასეთი რამ არცერთ კანონში არ წერია, რომ ადამიანი დაიბარო იმ კომისიაზე, რომლის მიმართ პრეტენზია აქვს. თუ მე ცილი დავწამე ამ კომისიას, ამ კომისიამ რატომ უნდა დამიბაროს. პირიქით, ამ კომისიის წევრები ჩემთან ერთად უნდა დაიბაროს სინოდმა ან სინოდალურმა კომისიამ, მაგრამ როგორც წინაზეც გითხარით, პატრიარქის მოსაყდრე შიომ, [ანდრია] ჯაღმაიძემ, [მიქაელ] ბოტკოველმა საქართველოში გააუქმეს სინოდი და სამართალი არ არსებობს. ეს უსამართლობა არის რჯულის კანონითაც, – განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights