გურიის მოამბე

მოკავშირე სახელმწიფოთა თავდაცვის მინისტრების მიერ დაანონსდა ფინანსური, თუ სამხედრო პაკეტები

გუშინ უკრაინის სამხედრო დახმარების “რამშტაინის საკონტაქტო ჯგუფის” ვიდეოკონფერენცია გაიმართა, სადაც 2026 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებისთვის სხვადასხვა ფინანსური, თუ სამხედრო პაკეტები დაანონსდა მოკავშირე სახელმწიფოთა თავდაცვის მინისტრების მიერ—-👇
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, 15-მა ქვეყანამ აიღო ვალდებულება, უკრაინას ფინანსური სახსრებითა და შეიარაღებით დახმარებაზე—
🇩🇪 გერმანია: 2026 წელს სამხედრო მხარდაჭერისთვის €11.5 მილიარდ ევროს გამოყოფს.
🇬🇧 დიდი ბრიტანეთი: €600 მილიონი ფუნტი გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს; თანხა მობილიზებული იქნება რუსეთის გაყინული აქტივებიდან, საკუთარი ბიუჯეტიდან და პარტნიორების ფონდებიდან.
🇨🇦 კანადა: დრონებისთვის დამატებით $30 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს.
🇳🇱 ნიდერლანდები: უპილოტო საფრენი აპარატებისთვის €700 მილიონი ევროს გამოყოფის პირობა დადო.
🇲🇪 მონტენეგრო, 🇩🇰 დანია და 🇳🇿 ახალი ზელანდია: დააფინანსებენ PURL-ის ინიციატივას, რომელიც NATO-ს მოკავშირეებს საშუალებას აძლევს, უკრაინისთვის აშშ-სგან შეიარაღება შეისყიდონ.
🇪🇪 ესტონეთი: „IT კოალიციაში“ €9 მილიონი ევროს ოდენობის შენატანს განახორციელებს.
🇱🇹 ლიეტუვა: 2026 წელს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის 200 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს, ხოლო 🇱🇻 ლატვია გააგრძელებს დახმარებას მშპ-ს სულ მცირე 0.25%-ის ოდენობით, რაც დაახლოებით €110 მილიონი ევროა.
🇱🇺 ლუქსემბურგი: უკრაინის დასახმარებლად გამოყოფს €100 მილიონ ევროს, ასევე 15 მილიონ დოლარს PURL-ის ფარგლებში.
🇳🇴 ნორვეგიამ ჯამური სამხედრო დახმარების სახით დაახლოებით $7 მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობა დადო.
🇵🇹 პორტუგალია: €10 მილიონი ევრო უპილოტო საფრენი აპარატებისთვის.
🇵🇱 პოლონეთი უკრაინას 155 მმ-იან ჭურვებს მიაწვდის.
🇨🇿 ჩეხეთი 760 ათასი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას დააფინანსებს.
alfa sixSire
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights