,,ჩვენ ვიცით უფრო მეტი, ჩვენ ვგრძნობთ ამ ყველაფერს, ჩვენ გვჯერა და გვეიმედება, რომ ევროპის ქვეყნები დაიბრუნებენ თავიანთ ღირსებას, რომ ასეთ დღეში ევროპა არ უნდა ჩავარდეს, რა კრიზისიც დღეს არის ევროპაში.
დაკვეთა არის, რომ ამ გზავნილებს, რომელსაც ევრობიუროკრატია აცხადებს საქართველოს წინააღმდეგ, რომ თითქოს დემოკრატიული უკუსვლაა და აქ ირღვევა ვიღაცის უფლებები, პოლიტიკურ პარტიებს ებრძვიან და ამ ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ ჯერ კიდევ, ამ მილევად, თითქოს რადიკალურ ფრთას, რომელსაც არ ვიცი რითი შეიძლება კვებო, ეს ერთ-ერთი საშუალება იყო, გადააწოდეს გადაცემა, ფეხბურთელი რომ ვარ, რომ იქნებ როგორმე რამე ქნან, მაგრამ არც გოლის გატანა შეუძლიათ, არც სირბილი შეუძლიათ, არაფერი არ შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან.
ერთადერთი, კიდევ აღვნიშნავ, როგორც ქართველი, გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ. ჩვენ არ გვყავს ის ადამიანები ციხეში გამოკეტილი, ამ ადამიანებს ჰყავთ გამოკეტილი ციხეში.
ერთმა არ გაბედოს და არ გაიაზროს, რა შეცდომაში იყო შესული, იმდენად ჰყავთ იზოლირებული, რომ ერთმა მათგანმა რომ გაბედოს და გაიაზროს, შეხედეთ, რას იძახის ჯონსონი, რა დღეში ჰყავთ უკრიანა, რას იძახის ტრამპი, ევრობიუროკრატია, ეს ყველაფერი რომ გიაზრონ იმ ახალგაზრდებმა. ეს ხომ იმისთვის არის საჭირო, რომ რაზეც მე ვისაუბრე, სულ ყველაფერი პირიქით იყო მათ მიერ აღქმული.
ეს ხომ შეიცვალა და როგორ შეიძლება, 20 წლის ბიჭი რომ ხარ და 25 წლის ბიჭი, იგივე აზრზე დარჩე, რის გამოც შენ თითქოს პატრიოტი გახდი, რის გამოც რაღაც ღირებულებები გინდოდა შეგექმნა და ამისთვის დაგეცვა შენი პოზიციები, ეს ყველაფერი გაფერმკლდალდა, გადაიხაზა და აღარაფერი აღარ არსებობს და ვიღას ეწინააღმდეგები? გაბრაზებული ხარ, რომ პოლიციის მიმართ ძალადობა და აგრესიულობა გამოიჩინე, ამაზე გიპასუხეს და ამის გამო უნდა იყო მოტივირებული, რომ დაანგრიო ქვეყანა და გადააყენო ხელისუფლება?! ეს არაა ბრძოლა, ამიტომ მეცოდებიან ეს ადამიანები.”








