ამ პროტესტის გაჩერება არ შეიძლება, ეს პროტესტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ახლა აქ ხდება. ეს არის ცოცხალი პოლიტიკური პროცესი, ერთადერთი საჯარო დემონსტრირება იმისა, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას, რომლის დამყარებასაც ცდილობენ. ამიტომ აქ დგომა, ჩემი აზრით, ნებისმიერი მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი, რომელსაც უბრალოდ ამ ქვეყანაში მომავლის გაგრძელება უნდა. შვილებზე აღარც არის ლაპარაკი, შენ თვითონ თუ გინდა ამ ქვეყანაში იცხოვრო, უნდა გამოხვიდე და აქ იდგე, როცა მოახერხებ მაშინ მაინც.








