ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ბაჩო ახალაიას მეუღლით აშანტაჟებენ – თუ აღიარებით ჩვენებას მისცემს, ანი ნადარეიშვილს არ დაიჭერენ. ბაჩო ახალაია საერთოდ უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე და ესე იგი არ გამორიცხავს ცოლის მონაწილეობასო, ეს ამას ნიშნავსო.
ყველას გეკითხებით – ასეთი სიბინძურე როდესმე გსმენიათ რომელიმე დროში რომელიმე ქვეყანაში?!
და ვინც ამას ამართლებს ან თუნდაც ჩუმადაა, ის თავს ადამიანს უწოდებს?!
ფურთხის ღირსი ხართ,ვინც არ უნდა იყოთ, ვინც ამაზე ხალისობთ, ჭორაობთ ან უბრალოდ ჩუმად ხართ!
ან თქვენ ან ჩვენ!”- წერს სარიშვილი.








