,,მთის ამბების” რედაქტორის, გელა მთივლიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო პერიოდის სკანდალებს შორის ყველაზე მძიმე ქიმიური ნივთიერებით ადამიანების მოწამვლის საქმეა.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” ყველაზე მეტად ამ საკითხთან დაკავშირებით “უჭირს და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ადამიანების ყურადღება გადაიტანონ”.
,,ამ ქვეყანაში ბოლო პერიოდის სკანდალებს შორის ყველაზე მძიმე, ყველაზე მასშტაბური იყო ქიმიური ნივთიერებით ადამიანების მოწამვლა, მათ შორის მეც ერთ-ერთი, რომლის შემდეგაც მუდმივად მაქვს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები და დრემდე ვებრძვი ამ პრობლემებს. ასეთი, სამწუხაროდ, ვართ ბევრი, სულ მცირე ასობით ათასი ადამიანი, თუ არა ათასობით, ვინც ჯერ კიდევ დიაგნოზი არ იცის და არ გამოუკვლევია, ეს კიდე ცალკე ამბავია.
მე მგონია, რომ ყოველდღიურად, მე არ მჯერა “ქართული ოცნების” პროკურატურის, ნულოვანი ნდობა მაქვს ყველა საგამოძიებო ორგანოს და ივანშვილის ნებისმიერი ორგანოს მიმართ. ჩვენ ისეთი სისხლის სამათლის საქმეები გვაქვს ნანახი, ისე აქვთ შეკერილი პოლიტპატიმრების საქმეები, მზია ამაღლობელის და ყველას სხვა საქმე, რომლებსაც სასამართლო პროცესებზე ვესწრებოდით, ვუსმენდით, ვხედავდით, ვკითხულობდით, ვეცნობოდით, რომ შეუძლებელია პროკურატურის მიმართ გქონდეს თუნდაც დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშრებით, თუნდაც იმ სიტყვების და რიცხვების მოხმობით რაიმე ნდობა. მე პირადად ეს არ მაქვს.
მე მგონია, რომ ყველაზე მძიმე საქმე და ბრალდება, რაც “ქართული ოცნების” მიმართ ახლა არსებობს, ასეთ მასშტაბურ სისტემურ კორუფციასთან მიმართებითაც კი, არის ადამიანებს როგორ გვწამლავდნენ ქიმიური ნივთიერებით, როგორ გაგვიმეტეს სასიკვდილოდ და მრავალწლიანი ტანჯვისთვის, ჯანმრთელობის ასეთი დაზიანებით.
ამიტომ, მგონია, რომ ყველაზე მეტად იქ უჭირთ და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ადამიანების ყურადღება გადაიტანონ, მათ შორის, მაღაზიებში განსაკუთრებით ძვირად რომ ვყიდულობთ და ამაზე პრემიერის და შემდგომ სხვადასხვა უწყების, სუს-ის, კონკურენციის სააგენტოს და სხვათა რეაქციები,” – თქვა გელა მთივლიშვილმა.








