“ბაჩო აპირებდა უკან გაბრუნებას რამდენიმე კვირის წინ ისევ პოლონეთში. ჩვენ იქ ემიგრაციაში ვიყავით წასული, როგორც ყველა ემიგრანტი. ლუკმა-პურის საშოვნელად ვიყავით, ბანკში გვაქვს ყველაფერი, ძალიან დიდი დავალიანება გვაქვს და აქ, მოგეხსენებათ, ჩვენ არავინ გვამუშავებს და სამსახურს ვერ ვიშოვით და საზღვარზე არ გაუშვეს, გამოაბრუნეს საზღვრიდან დაახლოებით 3 კვირის წინ. ვიცოდით, სულელი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე. არაფერი არ უთხრეს მიზეზი. ძალიან კარგად იცოდნენ ჩვენი გადაადგილება და ჩვენთანაც ვინ მოდიოდა. დიდი ხანია ლუპის ქვეშ ვართ. ის, რაც გუშინ ბრიფინგზე მოისმინა საქართველომ, ეს იყო სრული ბოდვა”
[…]
დარეკეს 4 საათი იქნებოდა ჩემს ნომერზე. ის გამომძიებელი იყო, ვინც მანამდე დამიბარა სუს-დან და დამკითხა და მითხრა, რომ მოწმის სახით მიბარებდა, იბარებდა ბაჩოსაც და ზვიად გაგუასაც, ჩვენს ახლობელს. მე ვუპასუხე, რომ მაგისტრი მოსამართლესთან მოვიდოდით. იმიტომ, რომ ის მასკარადი რაც მოაწყვეს წინაზე სასწრაფოსთან დაკავშირებით და ცუდად გახდომასთან და 1 ხმის ნიმუშის გამო მთელი დღე რომ ჰყავდათ. აქედან გამომდინარე ვუთხარი და კი ბატონოო დავაფიქსირებ ოქმით და დაგიკავშირდებითო. ნახევარ საათში 30 ავტომატიანი ნიღბიანი და სამართალდამცველები შემოცვივდნენ, იდგნენ შემოსატეხი რაღაცებით. ტელეფონი გავხსენი, რომ ლაივი ჩამერთო, ეგრევე მომიშვირეს ავტომატები, რომ დააგდე ტელეფონიო, ნივთმტკიცებაა შენი ტელეფონიო, ამოღებულიაო, მომადგა გამომძიებელი ქალი და მითხრა თქვენც დაპატიმრებული ხართო. მერე წაუყვანიათ ბაჩო და ზვიად გაგუა. ზვიად გაგუას სუს-ში უთხრეს, რომ მიეცი ბაჩოს წინააღმდეგ ჩვენება, დავადასტურე, რომ ჰქონდა კონტაქტი, იყო ორგანიზატორი და ანის გამოვუშვებთო, თუ არადა ორივე დაჭერილია და ხედავთო და ბავშვები დარჩებიან დედ-მამის გარეშე. გამოუშვეს, მოიყვანეს სახლში და ცოტა ხანში ისევ წაიყვანეს და იგივე უთხრეს, რამე ხომ არ მოიფიქრე, დასამატებელი ხომ არ გაქვს რამეო” | ამბობს ანი ნადარეიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე TV პირველთან.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია გუშინ, 25 დეკემბერს, დააკავეს. სუს-ის მტკიცებით, 4 ოქტომბრის მოვლენებს სწორედ ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა. 10 ოქტომბერს ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტში, ხოლო მისი ცოლი, ანი ნადარეიშვილი სუს-ში დაიბარეს – ორივე საქმე 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდებოდა. ბაჩო ახალაიასგან ხმის ნიმუშიც აიღეს, გამოძიება არკვევდა პროსახელისუფლებო მედია საშუალებებით გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობას, რომელშიც, თითქოს, ბაჩო ახალაია პაატა ბურჭულაძეს, 4 ოქტომბრის აქციის გეგმებზე ესაუბრება. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მედიასთან ჩანაწერის ავთენტურობა უარყო








