”თუ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურება გზის დაგება ქოცურად , ჩოხატაურის რაიონის ახალი , ექვს კილომეტრიანი გზა უნდა ნახოთ, რომელიც უხარისხო სამუშაოების გამო უკვე აყრილია” – ამის შესახებ პოსტს ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
”თუ გაუნტერესებთ, როგორ გამოიყურება გზის შენება და საერთოდ შენება ქოცურად, ჩოხატაურის ახლად დაგებული გზა არის ნათელი მაგალითი.
გადაყრილი მილიონები და ოთხი თვის დაგებული გზა ჩოხატაურში ასე გამოიყურება ახლა.
დაახლოებით ორ კილომეტრიანი გზა უხარისხო სამუშაოების გამო ახლა თითქმის აყრილია.
ასე გამოიყურება ხალხის ფული, რომელიც წყალშია გადაყრილი და მომავალში ალბათ ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად კიდევ თავიდან გამოაცხადებენ ტენდერს და და კვლავ მილიონები უნდა დაიხარჯოს.
აი, ასე იფლანგება ხალხის ფული ივანიშვილის ჯიბის ხელისუფლების მიერ. ” – წერს ნიკოლაშვილი.