„ეს არის ცალსახად ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომლისგანაც მართლა უკვე ყველაფერია მოსალოდნელი,“ – ამ განცხადებას რეჟისორი გიორგი სავანელი აკეთებს.
სავანელი გამჭვირვალობის კანონის ხელახლა ინიცირებას ეხმაურება და ამბობს, რომ „ოცნების“ ხელისუფლების მიზანი ოპოზიციის დისკრედიტაციაა.
”მთავარი უბედურება ესაა, რომ ოპოზიციას ეს იარლიყი მიაკრან, რაც ანტიევროპულია. მჯერა, რომ საზოგადოებას აღმოაჩნდება ეს ძალა, როგორც შარშან და ამ კანონს არ გავატანინებთ. ცდილობენ ოპოზიციის იმიჯს დაარტყან ბოლომდე, რომ მათ დაკარგონ ხმები,“ – ამბობს სავანელი.