გურიის მოამბე

ირმა გორდელაძე – არაა კაი ამბავი ორ დღეში ორი ჩინით დაწინაურება

არაა კაი ამბავი ორ დღეში ორი ჩინით დაწინაურება.🙂🙃
“მეზობელი მყავდა ერთი კაი კაცი იყო, ასაკში რომ შევიდა განაცხადა ფრუნზეს აკადემია მაქ დამთავრებული და გენერალი ვარო! ორმოცდახუთში ჩემი არმიით ვუტევდი ბერლინსო! ჰოოდა ამ კაცს მეუღლე გარდაეცვალა, სამძიმარზე, რომ მივედი ჭირისუფალში მდგარ შვილს დედის გარდაცვალება მივუსამძიმრე და მამაშენი როგორაა თქო ვკითხე.
ამანაც – რა წამალი არ დავალევიეთ მარა კაპიტნობის ქვეით ვერაფრით ვერ ჩამევიყვანეთო.”
კახა ჩავლეშვილი ფეისგვერდიდან.
ასე ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი, ირმა გორდელაძე, ამბავს, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ პრემიერმა კობახიძემ, უშიშროების მინისტრ მდინარაძეს, ორ დღეში, ჯერ კაპიტნის, შემდეგ კი მაიორის ჩინი უბოძა.
ერთი თვით ადრე კი უფროსი ლეიტენანტობა და კიდევ ერთი თვით ადრე ლეიტენანტობა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights