რეგულაცია ისევ, ამჯერად თითქმის 2 წლით გადავადდა და შორ მანძილზე მგზავრების გადაყვანა მიკრაოვტობუსებს მთელი 2026 წლის მანძილზე შეეძლებათ.
საქმე ის არის, რომ ხვალიდან აკრძალვა ძალაში უნდა შესულიყო, თუმცა საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტით ირკვევა, რომ:
- თბილისი-ბათუმის ხაზი: აქ მომუშავე მიკროავტობუსებისთვის წესები ძალაში შედის 2027 წლის 1 ივნისიდან.
- სხვა ყველა ქალაქთაშორისო ხაზი: ყველა სხვა მიმართულებაზე (მაგ. თბილისი-ქუთაისი, ზუგდიდი-თბილისი და ა.შ.) რეგულაცია ამოქმედდება 2027 წლის 1 დეკემბრიდან. მანამდე მათზე ეს შეზღუდვები არ გავრცელდება.
შეგახსენებთ, რომ საქალაქთაშორისო გადაყვანებთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი რეგლამენტი 2024 წლის განმავლობაში დამტკიცდა და ამოქმედება ეტაპობრივად 2025 წლიდან იყო დაგეგმილი. რეგულაციებს შორის იყო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 1-ლი ივნისიდან საქალაქთაშორისო გადაყვანა შორ მანძილზე მიკროავტობუსებით ვეღარ განხორციელდებოდა. თუმცა, 2025 წლის 30 მაისის დადგენილებით, ამ შეზღუდვის ამოქმედება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა ახლა კი რიგ შემთხვევაში 2027 წლის 1 ივნისამდე, რიგ შემთხვევებში კი 2027 წლის 1 დეკემბრამდე.








