გურიის მოამბე

შავი ზღვიპირეთის მევენახეობა

შავი ზღვიპირეთის მევენახეობა
.
შავი ზღვის სანაპირო ზოლიდა 40-დან 50 კილომეტრამდე სიღრმეში ტერიტორია მოიცავს სამ პროვინციას, რომლებიც უფრო ნაკლებად არიან ცნობილი ვდრე უკვე ნახსენები კუნძულები, ესენია: გურიელი, მინგრელია და აბასია, სადაც შეიძლება ვაზმა კარგად გაიხაროს. თუმცა, სინამდვილეში, დღეს აქ ვენახები იშვიათად გვხვდება, გარდა იზაბელას ჯიშისა, რომელიც აქ გააშენეს ჭრაქით განადგურებული ადგილობრივი ვაზის ჯიშების ჩასანაცვლებლად. ეს ვაზი დარგულია ცოცხალი ხეების გვერდით, იგი არაა არც გასხლული და არც მოვლილი. ანთრაკნოზისაგან გადარჩენილი ყურძნით უხარისხო ღვინოს ამზადებენ, რომელსაც აქაური გლეხები იყენებენ. ძალიან ცოტას აქვს რამდენიმე კვადრატული მეტრი დაბლარი ვაზი, რომლებიც კიდევ უფრო მეტად მოუვლელია.
.
თუ რას წარმოადგენს ადგილობრივი მევენახეობა ზოგადად ამაზე სრული წარმოდგენა შეგქემნებათ თუ კი ზემოხსნებულს დავამატებთ შემდეგს: ღვინო მზადდება უძველესი წესით ხის ტანში, ინახება ძლიერი ნესტის სუნით გაჟღენთილ და მიწაში ყელამდე დაფლულ ამფორებში და ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადააქვთ ტიკებით.
.
აქაური მევენახეობა ზოგადად საუკუნეების განმავლობაში უცვლელი დარჩა, მაგრამ შეიცვალა ვაზის ჯიშები, ისიც უფრო მეტად უარესობისკენ ვიდრე უკეთესობისკენ. აქ ოდესღაც შესანიშნავი ჯიშები იყო, რომელთაგან რამდენიმე სახეობა ყველა კატასტროფას გადაურჩა და გონიერი პატრონების მზრუნველობის წყალობით დღეს უკვე ხელახლა ხდება მათი გაშენება.
.
ამ ჯიშებიდან ყველაზე ცნობილია ოჯალეში (მინგრელია), რომელიც აღწერილია მ. პულიატის მიერ „ვაზის ათასი ჯიში“-ში და რომლის ნამდვილი სახელია სვანური (Les plus connues de ces espèces sont: l’Odjalèche (Mingrélie), décrit pas M. Pulliat dans «Mille variétés de vignes», et dont le véritable nom est Svanouri.). მისი ღვინო სარგებლობს უპრეცედენტოდ მაღალი რეპუტაციით მთელ კავკასიაში. უფრო მეტიც, ეს რეტროსპექტული შეფასებაა, რადგან ის ამჟამად მხოლოდ ერთი მფლობელის მამულშია ნაპოვნი, რომელსაც ჯერ არ გაუტანია ბაზარზე. ეს არის ძალიან ღრმა ფერის, სრულფასოვანი და გამორჩეული ბუკეტის მქონე ღვინო, რაც მას ადვილად ამოსაცნობს ხდის.
.
გურიელი არის მთიანი რეგიონი, რომელიც მდებარეობს ბათუმიდან მდინარე რიონის ანუ კლასიკურ ფაზისის შესართავამდე; მინგრელია არის უძველესი კოლხეთი; აბასია მდებარეობს მინგრელიის ჩრდილო-დასავლეთით, ზღვასა და მთებს შორის.
.
აბასიამ შემოინახა ვაზის ადგილობრივი ჯიშების დიდი რაოდენობა, მათ შორის: ამლახუ (l’Amlakhou), რომელისგანაც აყენებენ ვარდისფერ ღვინოს, მხოლოდ მისი სახელიც კი ნებისმიერი აბასის აღაფრთოვანებს იწვევს; კაჭიჭი (შავი ყურძენი) (le Katchitchi), რომლისაგანაც კარგად დაყენებული ღვინო, როგორც ამბობენ უმაღლესი ხარისხისაა; ავასირხვა (თეთრი ყურძენი) (l’Avasakhva), რომელიც ასევე მაღალი შეფასებით სარგებლობს; ასევე არის კიდევ რამდენიმე სხვა ჯიში, რომელიც მხოლოდ რომელიმე თავგამოდემულ ამპელოგრაფს დააინტერესებდა.
.
გურიელს ასევე აქვს თავისი განსაკუთრებული ვაზის ჯიში, რომლის გავრცელების არეალი სხვების მსგავსად იშვიათად თუ სცილდება დასახელებულ პროვინციათა საზღვრებს. როგორც ჩანს, ყველა ამ ჯიშს მნიშვნელოვანი ღირებულება აქვს და მათი ადაპტაცია აქაურ კაპრიზულ კლიმატთან, შესაძლოა მათ უპირატესობას ანიჭებდეს ჩვენს ფრანგულ ჯიშებთან შედარებით, რომელთა აქ გაშენება აშკარად არაგონივრულია.
.
ოჯალეში აქ ერთადერთი ჯიშია, რომელიც ზედმიწევნითაა შერჩეული და ფართოდ არის კულტივირებული, აუციელებელია ყველა დანარჩენი ჯიშის სათანადოდ შესწავლა სანამ მათ საბოლაო შეფასებას გავაკეთებთ. ასევე არასწორი იქნებოდა მათი შეფასება იმის მიხედვით, თუ როგორი იყო ეს ჯიშები სოკოვანი დაავადებების გაჩენამდე ან როგორი იყო მათი გაშენებისა და მოვლის წესები რომელიც მანამდე გამოიყენებოდა.
.
La Vigne américaine: sa culture, son avenir en Europe; La viticulture en Russie; (Soukhoum, 15/27 décembre 1896. Monsieur);

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights