ქობულეთი და ციხისძირი – კარლ კოხის ცნობები
.
„ოთხი საათიც არ დასჭირდა ფოთიდან ჩურუქსუნში ჩასვლას. აქაურობას განაგებს ფაშა თუღებით. რომელიც იმიტომ კი არ გაამწესეს, რომ აქ რაღაც რომელიც უმნიშვნელო მიწას ფლობდა, არამედ იმიტომ, რომ ეს ადგილმდებარეობა მნიშვნელოვან ობიექტად მიიჩნიეს.
.
თურქეთის გურია ზღვის ნაპირის გაყოლებაზე მდებარეობს და სულ 7-8 საათის სავალზეა გადაჭიმული. იგი რუსეთის საზღვრიდან იწყება და ბათუმიდან და ჭოროხის შესართავიდან რამდენიმე საათის სავალ მანძილზე დაშორებით თავდება.
.
მისი საზღვრები ქვეყნის შუაგულშიც არ არის ვრცელი. აჭარის მთების სამხრეთით მდებარე კოლოვადაგის (თურქ. კოლა-დაღი ანუ კოლას მთა) ქედის აღმოსავლეთით თურქეთს რუსეთისაგან ყოფს და ბუნებრივ საზღვარს ქმნის. ამ ქედის განშტოება ზღვის ნაპირამდის აღწევს და ქვეყანას უფრო ბორცვიანს და მთიანს ხდის რუსეთის გურიასთან შედარებით. ლი როგორც მაღლობი, ისე დაბლობი ხშირი ტყეებითაა დაფარული და ზოგან ზღვის სანაპირომდე აღწევს.“
.
„ჩურუქსუ, რომელიც ციხესიმაგრედ ითვლება, სინამდვილეში ერთი საკმაოდ გაშლილი, უმნიშვნელო ადგილია და მტრის შემოსევას ვერ გაუმკლავდება. მის მახლობლად ციხის ნანგრევებია. ამ ადგილის ნამდვილი სახელია კინტრიში, მაგრამ თურქებს მდინარის ადგილის სახელი უფრო მოსწონთ, მით უმეტეს, რომ მას თურქული მნიშვნელობა შეიძლება დაედოს საფუძვლად. ჩურუქსუ თურქულად „დამპალ წყალს“ ნიშნავს, ჩურუქსუ ანუ კინტრიში დედაქალაქედ ითვლება. თუ კი შეიძლება ასეთ სახელწოდებას ატარებდეს ადგილი რომელიც ასამდე სახლისგან შედგება და როგორც ცნობილია ფაშას რეზიდენციას წარმოადგენს.“
.
„მეორე დილით სანაპიროს გაყოლებით გზას გავუდექით ბათუმისაკენ, რომელიც აქედან ექვსი საათის სავალზეა. მალე საკმაოდ დიდი მოცულობის ციხის ნანგრევებს მივადექით, ე. წ. ციხისჯვარს, აქედან შესანიშნავი სანახაობა იშლება: ერთი მხრივ ზღვა, ხოლო მეორე მხრივ ქვეყნის სიღრმეში მდებარე ნაყოფიერი მიდამოები. შესაპლოა ეს ნანგრევები ბიზანტიელებსა და სპარსელებს შორის წარმოებული ომების დროინდელია, ვინაიდან ისინი განსხვავდებიან ადგილობრივი ქართული წარმოშობის ციხესიმაგრებისგან. ისტორიამ შემოგვინახა ერთი ასეთი ციხის სახელი. შესაძლოა დღევანდელი ციხისძირი ბერძნების პეტრა იყოს. პეტრა ზღვის მახლობლად მდებარეობს და რამდენადაც შეიძლება ამჟამად მისი ადგილმდებარეობის დადგენა, ახლანდელი ციხისძირის ნანგრევების ადგილზე უნდა ყოფილიყო აშენებული. დიუბუა დე მონპერე ნამდვილად სცდეროდესაც პეტრას ადგილსამყოფელად რუსეთის გურიის ცენტრს – ოზურგეთს მიიჩნევს, ოზურგეთი სამი-სამი ოთხი საათის სავალი გზით არის დამორებული ზღვიდან, რაც ბიზანტიელების ცნობებს არ ემთხვევა.“
.
P.S. გერმანელი ბოტანიკოს-დენდროლოგი და მოგზაური კარლ კოხი (Karl Heinrich Emil Koch 1809-1879) საქართველოში მოგზაურობდა 1836-1838 წლებში
.
ფრაგმენტები კარლ კოხის – „მოგზაურობა რედუტ-კალედან ტრაპიზუნტამდე“ (საქართველოს ისტორიის უცხოური წყაროები XII – 1981)
– ნახატი – მუსულმანი ქართველი ბათუმის ოლქიდან, მხატვარი ალექსანდრე ეისნერი (მე-19 საუკუნის ბოლო)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა