გურიის მოამბე

რას წერდა ედუარდ ეიხვალდი გურულებზე

რას წერდა ედუარდ ეიხვალდი გურულებზე
.
1837 წლის გერმანულ ლიტერატურულ ჟურნალში არის აღწერა დოქტორ ედუარდ ეიხვალდის 1825-1826 წლების მოგზაურობასთან დაკავშირებით კასპიის ზღვის სანაპიროსა და კავკასიაში, მათ შორის არის ეიხვალდისეული გურულების დახასიათება შემდეგი შინაარსით:
.
სხვა კავკასიელ ხალხებს შორის, რომელთა მიწებზეც კი ავტორმა იმოგზაურა, ის ყველაზე მეტად გურულებს აქებს. ის ამბობს, რომ ისინი ქმნიან უნიკალურ ეროვნულ იდენტობას, არიან: „მამაცნი, ძლიერნი, სწორი სასიამოვნო ნაკვთებით, მოხერხებულნი, ზარმაცნი, შურისმაძიებელნი და ანგარებიანნი“. გურული ქალების სილამაზე მისაბაძია და ამ მხრივ მათ ჩამორჩებიან თვით ქართველები, იმერლები და მეგრელებიც კი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი ტომიდან არიან და მათ აქვთ ერთნაირი სახის პროფილი, მაინც არის რამდენიმე მცირე განსხვავება, რაც გურული ქალების სილმაზეს მას ხაზს უსვამს – აქვთ იგივე ბერძნული ცხვირი მაგრამ უფრო პატარა, სახე გაცილებით უფრო ლამაზი და მოხდენილი, სასიამოვნო კანის ფერით, მათი შავი თვალები ცეცხლოვნად ელვარებს, შავი თმები კი განუმეორებელად ბრწყინავს.
.
გურია უფრო ნაყოფიერია უკეთესია ვიდრე იმერეთი, იქ უხვად იზრდება საუკეთესო ღომი და სიმინდი. არის უნაკლო ტყეები, სადაც არის საუკეთესო მერქნის მქონე ხის ჯიშები, უხვად არის ხეხილი და ვენახები.
.
Morgenblatt für gebildete Leser. Literatur-Blatt, 29.09.1837 Stuttgart (Reiſe auf dem caspiſchen Meere und in den Kaukaſus, unternommen in den Jahren 1825–1826 von Dr. Eduard Eichwald)
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და ტექსტი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights