ლეგენდა – ორმოცი ულამაზესი ქალწულის გურიაში ჩამოსვლისა და გურულების სილამაზის შესახებ
.
ერთხელ ალაჰმა მოისურვა სამოთხეში ახალი ჰურიების დასახლება, თავის თაყვანისმცემელთა სიამოვნებისათვის და ამ მიზნით მან თავის იმამს უბრძანა, ადამიანთა შორის ორმოცი ულამაზესი ქალწული ეპოვა და სამოთხეში მიეყვანა.
.
ეს იმამი სილამაზის დიდი ექსპერტი იყო და ამასთანავე ზედმიწევნით ასრულებდა თავისი ღმერთის ყველა დანაწესს. იგი წავიდა ფრანკისტანში, ინგლისის მიწაზე და მოიტაცა ამ ქვეყნის მეფის ქალიშვილი. მეფე დაედევნა გამტაცებელს მაგრამ ალაჰმა მას თავზე ტალახი დაასხა და თვალები დაუბნელა. იმამმა დიდი წყალი გადალახა და ნემცების მიწას მიადგა, სადაც ერთი წლის განმავლობაში არაერთი ქალწული მოხიბლა თავისი ტკბილი სიტყვებით და სამოთხეში მოხვედრის დაპირებით, ბოლოს შეკრიბა წმინდა რიცხვის ანუ ორმოცი ულამაზესი ქალწული და აღმოსავლეთისაკენ გაეშურა. გადალახა თეთრი და შავი წყლები ულამაზეს ქალწულ ჰურიებთან ერთად უსაფრთხოდ ჩავიდა გურიაში (ულამაზესი ქვეყანა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომელიც ესაზღვრება სამეგრელოს, იმერეთს, ახალციხეს და აზიურ თურქეთს).
.
მაგრამ გურიაში ჩასვლისთანავე იმამი ბოროტმა ძალამ აცდუნა შეიყვარა ერთ-ერთი ქალწულებიდან და სიყვარულის ცოდვის გამო იგი სამოთხისთვის უვარგისი გახადა.
.
ამაოდ ეძებდა იმამი მეორმოცე ქალწულს, მაგრამ ვერავინ იპოვა ისეთივე ლამაზი ვინც უკვე შეურაცხყოფილ ქალწულყოფილს შეცვლიდა და სასოწარკვეთილმა იმამმა ალაჰის რისხვისაგან თავი რომ დაეღწია ხანჯალით თავი მოიკლა. ლამაზი ქალწულები სამოთხეში ვეღარ წავიდნენ, დარჩნენ გურიაში და შეერიენ ამ ქვეყნის შვილებს, რის შემდეგაც ამ ქვეყანაში ძალიან ლაზი შთამომავლობა იბადება.
.
PS – 1846 წლის გეოგრაფიისა და ეთნოლოგიის ყოველკვირეული გერმანულ ჟურნალი ჟურნალში არის გერმანელი მწერლის ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტის (Friedrich von Bodenstedt) ჩანაწერები სათაურით „ახალციხის ფაშალიკი რუსების მმართველობის ქვეშ“, რომელშიც აღწერილია მოგზაურს როგორ შეხვდა გზაზე ლამაზი ქალი და როცა მისი წარმომავლობა იკითხა გამცილებელი ეუბნება, რომ ისეთი ლამაზია გურული უნდა იყოსო, შემდეგში კი უყვება ზემოხსენებულ „ორმოცი ქალწულის ლეგენდას“. შემდეგში 1854 წელს იგივე ლეგენდა დაიბეჭდა ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტის თხზულებაში “ათასერთი დღე აღმოსავლეთში.” ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტი 1844 წელს კავკასიის მთავარმართებელმა მოიწვია თბილისში.
.
– Das Ausland: Wochenschrift für Erd-und Völkerkunde – Das Paſchalik Achalzich unter ruſſiſcher Herrſchaft. 03.10.1846
– Friedrich Bodenstedt “Tausend und Ein Tag im Orient” (1854)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა