გურიის მოამბე

ივანიშვილმა აღიარა მარცხი, ”პიჟონმა” მამუკა მდინარაძემ და სვეტლანა კობახიძემ აღასრულეს – ხაბეიშვილი

ივანიშვილმა აღიარა მარცხი, ”პიჟონმა” მამუკა მდინარაძემ და სვეტლანა კობახიძემ აღასრულეს, – ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, “ბიძინამ და ამ რეჟიმმა გამოაცხადა სრული კაპიტულაცია“.

”ივანიშვილმა აღიარა მარცხი. ”პიჟონმა” მამუკა მდინარაძემ და სვეტლანა კობახიძემ აღასრულეს ჟანდარმერიის ხელით . 4 ოქტომბერი არის გამარჯვების დღე და ეს ყველას ერთად შეგვიძლია.  ვამბობდი და ვამბობ, საჭიროა გამარჯვების რწმენა, გატეხეთ შიში, აჯობეთ საკუთარ თავს. ბიძინამ და ამ რეჟიმმა გამოაცხადა სრული კაპიტულაცია. არ მჯერა, რომ მშიშარა ერი ვართ არ მჯერა, რომ მიუხვედრელი ხალხი ვართ, პირიქით მჯერა, დარწმუნდით, ამ გზის სისწორეში და რეჟიმის მარცხში არანაირი გრძელვადიანი. 4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ.  ვინც კიდევ შემოგთავაზებთ, ბლა-ბლა-ბლას, იცოდეთ არის ივანიშვილის უნებლიე ან ნებით მოკავშირე, აიღე საქართველოს დროშა და გაიმარჯვე 4-ში”- წერს ხაბეიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights