მთელ ჩემს ენერგიას გავცემ, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ – ამ სიტყვებით დაიწყო სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულმა 23 წლის ქეთი დიასამიძემ მისი ინტერვიუ .
სტუდენტმა ქრონოლოგიურად გაიხსენა მისი დაკავების დეტალბი, თქვა, როგორ ტრანპორტის მძღოლი ჩვეულებრივზე უფრო ხშირად აჩერებდა გურიისკენ მიმავალ გზაზე და ჩვეულებრივზე ხშირად შემსოდიოდა ტელეფონზე ზარები.
ქეთი ამბობს, რომ პატრულმა ტყის გზაზე გააჩერა ის მარშუტკა, რომელშიც იმყოფეოდა, აცხადებს, რომ პოლიციისსთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
როგორც ახალგაზრდა აქტივისტი აცხადებს, მის დასაკავებლად მასთაბური ოპერაცია ჩატარდა, ისეთი, მისთვის კი ძნელი დასაჯერებელი იყო – “შკოდების და საპატრულოების ნაკადული მომყვებოდა, 25 პოლიციელი დავთვალე”.
სტუდენტი ამბობს, რომ საპატრულო მანქანაში წიგნს კითხულობდა, რომ პროცესი გადაეტანა – “აიხმანი ხომ არ ვართქო, პოლიციელს ვუთხარი, თითქოს არგეტინაში ვიმალები და მოსადმა მომაკითხათქო”.
მძღოლი ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონზე, ბოლო გაჩერება ჩემთვის იყო საპატრულო ეკიპაჟი რომ მოვიდა, ლანჩხუთის რომელიღაც სოფელში იყო ეს. ისეთ ადგილას გააჩერა, სადაც მხოლოდ გზა იყო, ტყე და არც წყალი და როცა მათ საპატრულო მანქანაში . ნახ საათი ელაპარაკებოდა მძღოლს პატრულის თანამშრომელი.
რა ინფორმაცია აქვს მძღოლისგან პოლიციას და ამას როგორ გამოიყენებენ შემდეგ სხდომაზე არ ვიცი. ისიც საეჭვოა ჩემთვის, გზაში ამდენს ვის ელაპარაკებოდა მძღოლი.
შკოდების ნაკადული მომყვებოდა წინ და უკან, მეგონა სხვასაც აკავებდნენ. ჩემს წინ 25 კაცი დავთვალე, 3-4 შკოდა, საპატრულო მანქანები ასევე. პოლიციის მანქანში წიგნს ვკითხულობდი, რომ ეს პროცესი გადამეტანა.
აიხმანი ხომ არ ვართქო, პოლიციელს ვუთხარი, თითქოს არგეტინაში ვიმალები და მოსადმა მომაკითხათქო. გენოციდს ხომ არ ვაწყობთქო, თან მაგ წიგნს ვკითხულობდი და მაგაზე ვესაუბრე.
ქალი პოლიციელებიც მომიგზავნეს, ვითომ საჭორაოდ, სინამდვილეში ინფორმაციის მიღება სურდათ, აინტერესებდათ აქციაზე, იყავი აქციაზეო, აინტერესებდათ ჩემი მეგობრების და სტუდენტების შესახებ. რაღაც ნივთის დაზიანებაზეა საქმეო და აინტერესებთ შენ თუ იციო.
ოქმის შევსება რომ დაიწყეს, ვუთხარი რაზე ავსებთ ოქმსთქო, გეტყვითო მითხრეს, ასევე მითრეს ადვოკატთან დარეკვის უფლება გაქვსო, მაგრამ არ მარეკინებდნენ, მითხრეს სისხლის სამართლის მუხლით ხარ დაკავებულიო, მაგრამ ზუსტად არ ამბობდნენ.
მერე უკვე განყოფილებაში გადამიყვანეს. მითრხეს, როცა დაგირეკავენ და “ტვ პირველზე” მიგიწვევენ, ვიცი რომ ბევრ ტყუილს იტყვიო, ბევრი მათგანი ალბათ მიყურებს. შენი ადვოკატები თავსიუფლად საუბრის საშუალებას არ მოგცემენო. ყველა მახსოვს, იმიტომ, რომ 9 საათი მათთან ერთად ვიყავი და მე პირადა ამ ხნის განმავლობაში ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ მომეცა.
ერთ-ერთი პოლიციელი იყო გიორგი სხვიტარიძე და მე ვუთხარი ერთ-ერთი პოლიტპატიმარიც სხვიტარიძეათქო, საბაზე ვუთხარი, მეორემ შეიცხადა, ოჰ პოლიტპატიმარი არა ისო. მეორე პოლიციელი, რომელმაც ბორკილები დამადო, ბოდიში მომიხადა, ეუხერხულებოდა ჩემთვის ბორკილების დადება. მერე განყოფილებაში ქალმა პოიციელმა ჰკითხა, დავადოთ აქც ბორკილებიო და უთხრა, ამას როგორ დავადოთ ბორკილები ისე გყავდესო. ხან კარგად იქცეოდნენ, ხან არა.