გურიის მოამბე

,,არის მადუროს მაგალითი, დაე, ამერიკელებმა ჩაატარონ ოპერაცია კადიროვთან” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ს შეუძლია, ვენესუელის ლიდერის ნიკოლას მადუროს მაგალითზე სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის წინააღმდეგ, რათა ზეწოლა მოახდინოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

,,ვფიქრობ, ამერიკელები პროდუქტიულები არიან. ჩვენ კარგი შედეგები გვაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ ბოლომდე არ არის მიყვანილი. მათ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინონ. მათ აქვთ ინსტრუმენტები, იციან როგორ. და როდესაც ნამდვილად სურთ, მათ შეუძლიათ მათი პოვნა. მთავარია, რომ უკრაინა მათთვის პრიორიტეტული იყოს.

მაგალითი მადუროს შემთხვევაში. მათ ჩაატარეს ოპერაცია. შედეგი ყველამ ნახა, მთელმა მსოფლიომ. სწრაფად გააკეთეს. დაე, რაღაც ოპერაცია ჩაატარონ კადიროვთან, ამ მკვლელთან. შეიძლება მაშინ პუტინმა დაინახოს ეს და დაფიქრდეს,” – განაცხადა ზელენსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს კარაკასზე მიტანილი საჰაერო იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო-სამართალდამცავმა ძალებმა ნიკოლას მადურო მის მეუღლესთან ერთად დაააკავეს.

გუშინ კი სასამართლო პროცესი შედგა, სადაც ვენესუელას პრეზიდენტის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ამ ეტაპზე გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნას არ აპირებს, თუმცა შესაძლოა მოგვიანებით გააკეთოს ეს.

მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ ნიკოლას მადუროს საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს დანიშნა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights