გურიის მოამბე

იოჰან ჰიუბნერი გურიის შესახებ

იოჰან ჰიუბნერი გურიის შესახებ
.
გერმანელი გეოგრაფის იოჰან ჰიუბნერის უნივერსალურ გეოგრაფიის 1746 წლის გამოცემაში გურიის სამთავროსთან დაკავშირებით აღნიშულია შემდეგი:
.
„გურიელის სამთავრო მდებარეობს შავიზღვის სანაპიროზე, გურიელის მთავარს ანუ ემირს ორმოცდაათი ათასი კაცი ემორჩილება.
.
აქ ყველაზე აღსანიშნავი ადგილებია: გურიელი, რომელიც დედაქალაქი და ემირის რეზიდენციაა. ეს არის ძალიან ლამაზი ქალაქი და თურქებს იქ გარნიზონი ჰყავთ. გიუნა ანუ გონიე, პატარა დასახლებაა პორტით. თურქებს იქაც გარნიზონი ჰყავთ.“
.
სხვადასხვა ევროპულ წყაროში რამდენჯერმე შევხვდი ცნობას იმის შესახებ რომ გურიის ანუ გურიელის სამთავროს მთავარი ქალაქის და მთავრის რეზიდენციის დასახლება იყო გურიელი. ჰიუბნერის ცნობა იმითაა საინტერესო, რომ იგი საუბრობს გურიის ქალაქ გურიელზე, ამასთანავე ახსნებს ბათუმთან ახლოს მდებარე გონიოს, მაგრამ არ ახსენებს ბათუმს, აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ქალაქ გურიელში შესაძლოა გერმანელი გეოგრაფი ბათუმს გულისხმობდა, რომელიც თავისთვად ითვლებოდა კიდეც გურიის მთავარ ქალაქად.
.
– Johann Hübner 1703-1758 – La Géographie Universelle, Ou L’On Donne Une Idée Abrégéee Des Quatre Parties Du Monde, Et Des Différens Lieux Qu’elles Renferment (1746)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights