ვენესუელის დაკავებული დიქტატორი, ნიკოლას მადურო ბრუკლინში, მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრშია (MDC Brooklyn) მოთავსებული. ამავე ციხეში იმყოფებიან მადუროს ცოლი, სილია ფლორესი, UnitedHealthcare-ის CEO-ს მკვლელობაში ბრალდებული, ლუიჯი მანჯონე და ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტი დანიელ ჰერნანდესი, იგივე Tekashi 6ix9ine.
მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრი ნიუ იორკში მდებარე ერთადერთი ფედერალური ციხეა, რომელიც სხვადასხვა დროს ცნობილი პირები იხდიდნენ სასჯელს, მათ შორის, მუსიკოსები, არენბი შემსრულებელი R.Kelly და ჰიპ ჰოპ არტისტი შონ Diddy კომბსი და ჯეფრი ეპსტინის თანამზრახველი, გილეინ მაქსველი.
როგორც გამოცემა The Guardian აღნიშნავს, MDC-ს უსაფრთხოების პირობების არარსებობის და არაადამიანურობის გამო როგორც ცნობილი, ასევე ნაკლებად ცნობილი დაკავებულების ადვოკატები უჩიოდნენ.
5 იანვარს ნიუ-იორკში, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის სასამართლო სხდომა გაიმართა.
მადურომ და მისმა მეუღლემ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყვეს. მათ ბრალი ნარკო-ტერორიზმში, აშშ-ში იარაღისა და ნარკოტიკების შეტანის შეთქმულებაში ედებათ.








