🔻”23 დღე იყო ჩემი გიგა კომაში….
23 დღის განმავლობაში, ყოველ დღე სხვადასხვანაირი მხვდებოდა ჩემი შვილიკო….
მისი ჯანმრთელი სხეული იბრძოდა, თავგანწირვით იბრძოდა სიცოცხლისთვის…..
ერთხელ ვერ ვიცანი, მეგონა გიგას საწოლი სხვაგან გააგორეს… მიმოვიხედე, რეანიმაციაში ხუთივე ასაკოვანი ადამიანი იწვა…. მივხვდი…. დავხედე საწოლს და ეწერა ,,გიგა ავალიანი”……
22-ე დღეს, ნაკერებს შორის ტვინმა ჩემს თვალწინ გამოჟონა…..
მე შენ მჭირდები, ადამიანო!……
გევედრები, არ გამიშვა ხელი!……
📌მოდი, 8 იანვარს, 16:00 სთ-ზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ.
მოდი ჩამკიდე ხელი….
მეშინია, მეშინია ამ სასტიკი უსამართლობის….” | წერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში
ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის მასწავლებელს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ავალიანის დედა სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავეების დაკავებას ითხოვს.








