“პატრულის ორმა ეკიპაჟმა გამაჩერა, ნარკოტიკი ხომ არ გაქვთო? იარაღიო?” – რას წერს დავით გორგილაძე

ტელეწამყვანი დავით გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პატრულის ეკიპაჟმა გააჩერა:

“პატრულის ორმა ეკიპაჟმა გამაჩერა, საბუთებიო, მივაწოდე, გადმობრძანდითო. გადავედი. ნასვამი ხომ არ ხართო. ნარკოტიკი ხომ არ გაქვთო? იარაღიო? – მეთქი არცერთი.ზედაპირულად დაგათვალიერებთო.დამათვალიერეს. კაიო, ალკოტესტს მომიტანენ, მანქანაში დაგველოდეთო. კაი-მეთქი.წავიდნენ და ალკოტესტის მაგივრად 5000 ლარიანი ჯარიმით დაბრუნდნენ” – წერს გორგილაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share