გადაუმოწმებელი ინფორმაციით დიდთოვლობას გურიაში მსხვერპლი მოყვა-დაღუპულია მამაკაცი

გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად

როგორც “გურიის მოამბეს” ადგილიდან აცნობეს დაღუპულია ადგილობრივი მკვიდრი, შუახნის მამაკაცი, რომელიც მეზობლის სახლში ნგრევაში მოყვა.

როგორც გვეუბნებიან ნგრევა სახლზე დაგროვილმა თოვლის დიდმა მასამ განაპირობა.

ნგრევის შედეგად მამაკაცს “სინკარი” დაეცა.

ამ წუთებში მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

შემთხვევა სოფელ კონჭკათის კატისციხის მონაკვეთზე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი უბედური შემთხვევისას მეზობელს სახლის დათოვლაში ეხმარებოდა.

ვაზუსტებთ რომ ეს არის გადაუმოწმებელი ინფორმაცია და რედაქცია დეტალების დაზუსტებას შესაბამის ორგანოებში ამ წუთებში ცდილობს.

სურათი არ არის კავშირში მომხდართან

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share