სახელმწიფო დაზღვევა შეუჩერდებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 6 თვეს საზღვარგარეთ გაატარებენ | შესაბამისი დადგენილება ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მყოფმა სარჯველაძემ 31 დეკემბერს გამოსცა. დოკუმენტი 1 იანვრიდან ამოქმედდა
თუ საქართველოს მოქალაქე საყოველთაო დაზღვევას დაკარგავს, სერვისების მისაღებად სისტემაში ის თავიდან უნდა ჩაერთოს, ამისთვის კი, შესაძლოა, საჭირო გახდეს სოციალური მომსახურების სააგენტოში ვიზიტი და განცხადების დაწერა.








