არ არის გამორიცხული, ღარიბაშვილი ციხეში მოვინახულო – ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის” ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ბესელია ამბობს, რომ ამის შესახებ ფიქრობს და თუ ყოფილ პრემიერსაც მოუნდება მასთან კომუნიკაცია, ის შესაძლოა რუსთავის ციხეში შევიდეს.
რაც შეეხება ღარიბაშვილის დროზე ადრე ციხეში შესვლას, ბესელია ამბობობს, რომ ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ახალი საქმე მზადდებოდა და სწორედ ამიტომ იჩქარა მაღალჩნოსანმა ყველაფრის აღიარება და ციხეში შესვლა.
,,ლილუაშვილს და ღარიბაშვილს პასპორტები ჩამორთმეული ქონდათ მაგრამ არც გაიქცეოდნენ ქვეყნიდან. ღარიბაშვილსი საქმე უფრო საინტერესოა, რადგან გადმოიწია და უცებ დასრულდა საპროცესო შეთანხმება. დააჩქარა როგორც ჩანს ახალმა ინფორმაციებმა, რა თქმა უნდა ახალი საქმე მზადდებოდა მის წინააღმდეგ და იძულებული გახდა… თავისი ფეხით ვინ შედის ციხეში. ღარიბაშვილს ვიცნობ დიდი ხანია, არ არის გამორიცული მე ის ციხეში მოვინახულო. თუ არ მოუნდება, ნუ მოუნდება. წმინდა ადამიანის უფლებების კუთხით, ვფიქრობ, მაგრამ არ მაქვს გადაწყვეტილი, ვნახოთ. თუ არ აუკრძალეს, რატომ არ უნდოდეს ჩემი ნახვა ციხეში.”








