ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავს – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიენტი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს. მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში მიუთითებს, რომ ექს პრემიერს ადვოკატთან მხოლოდ იმ ოთახში ახვედრებენ, რომელიც საგანგებოდ 2021 წელს სპეცტექნიკით აღჭურვეს.
სააკაშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილამდე სწორედ ეს ოთახი იყო მისთვის ადვოკატთან შესახვედრად გამოყოფილი – “ამჟამად ივანიშვილს ღარიბაშვილის კომუნიკაცია უფრო აინტერესებს, ვიდრე ჩემი”
,,ვინაიდან მე-2 სართულზე საკანი აღარ იყო დარჩენილი, ხოლო ღარიბაშვილის ჩემს სართულზე მოთავსება არ უნდოდათ, ერთი საკანი მეორედან მესამეზე გადმოასახლეს და იქ ღარიბაშვილი შეასახლეს. ასევე ნეპოტიზმით ქოცები აქაც სარგებლობენ რაც იმაში გამოიხატება რომ ქოც ადვოკატებს ჩვენს ე.ი ნამდვილი პოლიტპატიმრების ადვოკატებზე წინ უშვებენ რიგში. საინტერესოა ისიც, რომ ქოცების ადვოკატები ჩვენს ადვოკატებს არ ესალმებიან და ძალიან მტრულად უყურებენ. მას შემდეგ რაც ღარიბაშვილი შემოასახლეს, მე ჩამომართვეს ადვოკატთან შეხვედრის 115-ე ოთახი და ახლა იქ ღარიბაშვილს ახვედრებენ ადვოკატს. საქმე იმაშია, რომ სწორედ 115 -ში აყენია ისეთი აუდიო და ვიდეო თვალთვალის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს სუს ჩურჩულიც კი მოისმინოს და ყველა ხელნაწერი წაიკითხოს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ამჟამად ივანიშვილს ღარიბაშვილის კომუნიკაცია უფრო აინტერესებს, ვიდრე ჩემი”, – წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში.
მესამე პრეზიდენტის საკანი ციხეში პაატა ბურჭულაძის საკნის ზემოთ არის – როგორც სააკაშვილი წერილში წერს, ის მოსფლიო ბანს დაკაკუნებებით ეხმიანება.
,,ჩემს ქვემოთ საკანში განთვსებულია პაატა ბურჭულაძე, მე კი ხშირად კალათბურთის მოძრაობებს ვაკეთებ საკანში და მაღლა დავრბივარ. პაატამ კი შემომითვალა. მესმის, რომ რაღაცას მიკაკუნებ და იქნებ კოდი გამომიგზავნო თითოეული დაკაკუნება რას ნიშნავსო. მაგალითად ერთი დაკაკუნება მისალმება იყოს, ორი – ჯანმრთელად ყოფნის შეტყობინება, სამი – განგაშიო. ხოდა ახლა ვფიქრობ თუ როგორ ვიხტუნავო სწორად”, – წერს სააკაშვილი.








