ნინო წილოსანს შესაძლოა, ცრუ დასმენისთვის უჩივლონ. პარლამენტის ვიცე სპიკერი დიდ შარშია. დეპუტატი ამტკიცებს, რომ მას შემდეგ, რაც მას ქუჩაში მონა დაუძახეს, დიდი ტანჯვა განიცადა და ცხოვრების წესი შეიცვალა. ასევე მოუწევს იმის დასაბუთებაც, რომ მის მიმართ ადევნებას ქონდა ადგილი. სწორედ ამ მუხლით არის დაწყებული გამოძიება დავით კუპრავას წინააღმდეგ.
ასე აქცია გომელაურის უწყებამ ერთი ადამიანის საჯარო პროტესტი აბსურდულ საქმედ – მოქალაქის, რომელმაც ქუჩაში რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი დაინახა და საკუთარი დამოკიდებულება ღიად გამოხატა. დავით კუპრავას ხვალ სასამართლოში გამოკითხავენ, სადაც მოსამართლე შეეცდება დაადგინოს რა ხარისხის სულიერი ტანჯვა განიცადა იმ დეპუტატმა, რომელმაც ქვეყნის გასაბჭოებას დაუჭირა მხარი.