არ დავუშვათ, რომ საქართველო გახდეს პრეზიდენტების სასაკლაო – ნიკოლოზ სააკაშვილი აქციას აანონსებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და აქციაას აანონსებს:

“ქართველებო და არაქართველებო, ქვეყნის განვითარების და აყვავების ევროორიენტაციის მომხრეებო,უბრალოთ საზოგადოების რიგითო წევრებო,მედიკოსებო,განსაკუთრებით ახალგაზრდებო.
მოგმართავთ პირველ რიგში,როგორც ამ ქვეყნის პატრიოტი. საქმე ეხება ადამიანს, ქვეყნის პრეზიდენტს რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში არის აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდებებით პატიმარი. კაცი ციხის პირობებში დაავადდა უმძიმესი სენებით და დღეს უკვე იბრძვის სიცოცხლის უფლებისათვის.
კაცი რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფოებრიობა,საქართველო გაიყვანა მსოფლიოს დიდი პოლიტიკის ასპარეზზე და გახადა ანგარიშგასაწევ ძალად.
ეს კაცია გადასარჩენ.
ამ კაცს არ უნდა წაართვან სიცოცხლის უფლება .
დავდგეთ ერთად და მივაწვდინოთ ხალხის ხმა ამ ხელისუფლებას.
სამწუხაროდ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს უფლებას ვიყო ფიზიკურად აქტიურად ჩართული მიშას სიცოცხლის გადარჩენის პროცესში. დაუდგეთ ერთმანეთს და მიშას გვერდით ,
არ დავუშვათ,
რომ საქართველო გავხადოთ ქვეყნის პრეზიდენტების სასაკლაოდ.
მიშას სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანა.
დავრწმუნდით რომ აქ ამის უნარი ნებით თუ უნებლიეთ არ გაგვაჩნია.
20 რიცხვში 14 ს.მობრძანდით მთავრობის კანცელარიასთან.
თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს.
უფალი იყოს მისი მფარველი.
მიშა უნდა გადარჩეს.!!!!!” ,- წერს სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share