გურიის მოამბე

,,ევროპამ ყურადღება უნდა გაამახვილოს რუსეთ-უკრაინის ომზე და არა გრენლანდიაზე” – ტრამპი

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროპამ ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომზე უნდა გაამახვილოს და არა გრენლანდიაზე.

NBC News-თან მოკლე სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, ის “100%-ით” დააწესებს ტარიფებს ევროპის ქვეყნებზე.

,,ევროპამ ყურადღება უნდა გაამახვილოს რუსეთ-უკრაინის ომზე, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, ხედავთ, რა შედეგი მოჰყვა ამას. სწორედ ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ევროპამ – არა გრენლანდიაზე,” – განაცხადა ტრამპმა. 

აშშ-ის პრეზიდენტმა კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა ძალას გრენლანდიის ხელში ჩასაგდებად, კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა – “უკომენტაროდ”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights