გურიის მოამბე

დავოსის ფორუმი “ოცნების” გარეშე – კობახიძე არასასურველ სტუმართა სიაში კიდევ ერთხელ მოხვდა

დაახლოებით ერთ საათში მსოფლიოს ყველაზე მნიშნელოვანი ეკონომიკური ფორუმი საქართველოს გარეშე გაიხსნება. უკვე მეორედ, აქ არ ეპატიჟებიან ბიძინა ივანიშვილის პრემიერს და არც არავის “ქართული ოცნებიდან”. საქართველო შვეიცარიის ფორუმიდან მას შემდეგ ჩახსნეს, რაც ოლიგარქის პარტიამ დასავლური კურსიდან ჩრდილოეთისკენ გადაუხვია, ასეთ ფორუმებში კი ავტორიტარ მმართველებს არ ეპატიჟებიან.

130 ქვეყნიდან წელს დავოსში 3 ათასამდე მონაწილე ჩავა, მათ შორის, ევროკაშირის ლიდერები და შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჩვენი ქვეყნის გამოთიშვა “ქართული ოცნების” საერთაშორისო იზოლაციის შედეგია. “ქართულ ოცნებას” ევროკავშირისა და შტატების ლიდერები ხელსაც აღარ ართმევენ, რადგან, დღეს “ოცნება” დასავლეთისთვის სანდო პარტნიორად აღარ აღიქმება. უფრო მეტიც, დღეს დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში ახალ მოკავშირეებს ეძებს.

“ოცნებამ” დავოსის ფორუმის მნიშვნელობა კარგად იცის. 2013 წელს აქ ჩავიდა ბიძინა ივანიშვილიც პრემიერის რანგში, სადაც პირადად ცდილობდა საქართველოთი ინვესტორების დაინტერესებას. “ოცნების” დეპუტატები თავის მართლებას ცდილობენ და ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტული წითელ ხალიჩაზე გავლა არ არის.

დემოკრატიული უკუსვლა და “ოცნების” არაღიარება – ეს არის მთავარი მიზეზი რის გამოც, საქართველო დავოსში არ მიიწვიეს. ბოლოს, ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან საქართველოს ღარიბაშვილი წარმოადგენდა. ეს იყო და ეს, მას შემდეგ, იქ სადაც მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური გარიგებები იდება, საქართველოს ადგილი აღარ არის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights