ნინო წილოსანი ადასტურებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტის დროს, “ქართული ოცნების” ლიდერებს ვიზის აღება უწევთ.
” ვერანაირი ვიზებით ვერ დაგვაშანტაჟებენ” – აცხადებს დეპუტატი.
“ქართული ოცნების” წევრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას გამეეხმაურა.
,,ეს დიდი ხნის წინ იყო დაანონსებული და მიღებული – და როცა ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტით მივდიოდით, ვიზებს ვიღებდით. ამიტომ, ვერანაირი სკანდალი ვერ გამოგივიდათ, ეს უკვე კარგად ცნობილი ფაქტია. და მეორე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი დაშანტაჟება ვერანაირი ვიზებით ვერ მოხდება”- თქვა მან.








