ფაქტობრივად უფუნქციო გუბერნატორები 5900 ლარიანი ხელფასებით

9 რეგიონი ,  9 გუბერნატორი და მილიონობით ლარი რწმუნებულების შესანახად. 2014 წლიდან დღემდე, გუბერნატორების შენახვა 69 მილიონ ლარამდე დაგვიჯდა. ამ თანხის თითქმის 70% მხოლოდ გუბერნატორების ხელფასებში გადავიხადეთ .დანარჩენი 30% კი იმავე ხალხის კომფორტში.

ასევე მნიშვნელოვანია , რომ 2018 წელს, გაორმაგდა გუბერნატორების და მათი მოადგილეების შრომის ანაზღაურება და დღეს, რწმუნებულების ხელფასი 5900 ლარია. თუმცა 2014 წლიდან მათი ფუნქცია-მოვალეობები მნიშვნელოვნად შემცირდა. 2014 წლიდან დღემდე განახევრდა გუბერნიაში მომუშავეთა რაოდენობა, თუმცა პრობლემა ისაა, რომ არ შემცირებულა დაფინანსება.

რაში ვიხდით მილიონებს და რა ფუნქცია-მოვალეობები აქვთ სახელმწიფო რწმუნებულებს? თუ მათ უფლება-მოსილებებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ გუბერნატორების ფუნქცია არც თუ ისე დიდია. მთავრობის დადგენილების მიხედვით, მათ ევალებათ, სოფლის მეურნეობის და სპორტის განვითარება, ისტორიული ძეგლების დაცვა,კოორდინაცია ცენტრალურ ხელისუფლებასთან. და მთავარი, სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების განვითარება.

როგორც პოლიიკური ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი აღნიშნავს, გუბერნატორის ინსტიტუტს არ გააჩნია სამართლებრივი პირის სტატუსი. შესაბამისად  ეს გუბერნატორი ზის მთელი თავისი აპარატით და უფროსობს თვითმმართველობაზე

გუბერნატორების უფლება-მოვალეობები ნომინალურია და  ამ ინსტიტუტის საჭიროება კიდევ უფრო აზრს კარგავს, როდესაც მთავრობა დეცენტრალიზციაზე და თვითმმართველობის განვითარებაზე გვესაუბრება. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, “ქართულმა ოცნებამ”  არაეფექტური თვითმმართველობის სისტემა შეცვალა დეცენტრალიზაციის გზით. თუმცა, “ქართულმა ოცნებამ” დაპირება არც ამ შემთხვევაში შეასრულა და  დღეს გვყავს გაურკვეველი ფუნქციის მატარებელი გუბერნატორები, რომლებსაც ხალხი აარ იცნობს.

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share