გურიის მოამბე

ქობულეთში “პირველი სავაჭრო სახლის” ფილიალი გაიხსნა

“პირველი სავაჭრო სახლის” ფილიალი, ქობულეთში, გუშინ გაიხსნა.

ფილიალი აღმაშენებლის ქუჩაზე (45) განთავსდა და ის რეალიზაციაში მხოლოდ საკუთარ პროდუქციას გაუშვებს. პურ ფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი.

იტყობინება ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან.

ეს, “პირველი სავაჭრო სახლის” მეორე ფილიალი იქნება ფოთის შემდეგ, სადაც ეს კომპანია გასული წლიდან – ქალაქის ცენტრში-პოზიციონირებს.

მიმდინარე წლის ზაფხულში, კომპანია მესამე ფილიალის გახსნას გეგმავს, ისევ ქალაქ ფოთში, ამჯერად შესასვლელში – “მალთაყვას” დასახლება.

“პირველი სავაჭრო სახლი” ოზურგეთში, ყველაზე მსხვილ, სავაჭრო ცენტრს, “ჩემი მარკეტი” – ფლობს.

ის ძირითადად სამი მიმართულებით ვითარდება, პურ ფუნთუშეული, საკონდიტრო და მზა კერძები.

კომპანია ფლობს პურის ქარხანას, საკონდიტრო საამქროსა და საცხობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights