გურიის მოამბე

სტრასბურგის სასამართლომ თბილისს რუსი პატიმრის მოსკოვისადმი გადაცემა აუკრძალა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისს, ნიკოლაი ბელიკოვის, რომელიც შსს მ რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავა, მოსკოვისადმი გადაცემა აუკრძალა”
ნიკოლაი ბელიკოვი, რომლის უფლებებსაც, ადვოკატი, დავით მჟავანაძე იცავს,  ფოთის იზოლატორში 14 დღე იხდიდა სასჯელს და თბილისი მისი რუსეთში ექსტრადაციისათვის ემზადებოდა, თუმცა მაშინაც ეს პროცესი ადვოკატებმა სტრასბურგს შეაჩერებინეს – ახლა კი – ეს აკრძალვა იმოქმედებს მანამ,  სანამ სტრასბურგის სასამართლო განიხილავს ძირითად სარჩელს, რომელიც ეხება ბელიკოვის უკანონო დაკავებას პარლამენტთან 2025 წლის 22 ოქტომბერს:
“მეგობრებო, დღეს სტრასბურგმა გამოიტანა გადაწყვეტილება 39 მუხლით და აუკრძალა საქართველოს მთავრობას ბელიკოვის დეპორტაცია რუსეთში. ეს აკრძალვა იმოქმედებს სანამ სტრასბურგის სასამართლო განიხილავს ძირითად სარჩელს, რომელიც ეხება ბელიკოვის დაკავებას პარლამენტთან 2025 წლის 22 ოქტომბერს, როცა ის სარგებლობდა თავისი სიტყვის გამოხატვის და შეკრების თავისუფლებით, მაგრამ უსამართლო სასამართლომ გამოუტანა 14 დღიანი პატიმრობა ფოთის იზოლატორში და დეპორტაცია საქართველიდან. შეგახსენებთ, რომ სიტყვის გამოხატვის და შეკრების თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტიციიით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლით.
მინდა მივულოცო ყველას ვინც იბრძოდა 4 თვე და გულშემატკივრობდა ნიკოლაის!
ცეცხლი ოლიგარქიას!
თავისუფლება პოლიტპატიმრებს!”
წერს ნიკოლაი ბელიკოვის კიდევ ერთი ადვოკატი, მარინა მესხი, სოციალურ ქსელში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights