გურიის მოამბე

ჩოხატაური 8 აპრილს საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს – ვინ გაიმარჯვებს – ეკლესია თუ “სუსი”

მიმდინარე წლის 8 აპრილს, ჩოხატაურში, მუნიციპალური საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა.

გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატები დიდი ალბათობით, საკრებულოს ახალ თავმჯდომარეS აირჩევენ.

უკვე თვეზე მეტია, ჩოხატაურის მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე წინასწარ პატიმრობაშია, მას ბრალად პოლიციელზე ჯგუფური თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება ედება და ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვაც უკვე მიმდინარეობს.

შარაშიძემ ბრალი აღიარა, რის გამოც ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატებმა მას უფლებამოსილება შეუჩერეს, მოვალეობის შესრულება კი მის მოადგილეს, ზაალ მამალაძეს დააკისრეს.

“გურიის მოამბე” ამ საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით ჩოხატაურში იმყოფებოდა და რამდენიმე ადგილობრივ, ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირს, კონფიდენციალურად შეხვდა.

ვინაიდან არცერთ მათგანს მისი სახელისა და გვარის იდენტიფიცირება არ სურს, გთავაზობთ ძირითად ინფორმაციას, თუ რა გახდა ჩვენთვის ამ შეხვედრებიდან ცნობილი;

ჩვენი წყაროების ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალურ საკრებულოში, პირველი სკამის მოსაპოვებლად, გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ეკლესია და სუსი უპირისპირდება.

ნომერ პირველი კანდიდატი ჯუმბერ ბერძენიშვილია-საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დაბა ჩოხატაურის მაჟორიტარი; სარგებლობს მერიისა და მერის – მინდია ჟღერიას მხადრაჭერით; არის “ოცნების” აქტივისტი; სარგებლობს ადგილობრივი სასულიერო პირების მხარდაჭერით;

მეორე კანდიდატი ზვიადი მამალაძეა-საკრებულოს დეპუტატი; ხევის მაჟორიტარი; სუს თან დაახლოებული დეპუტატი; ცხენოსანი; არ სარგებლობს ავტორიტეტით, მისი გამარჯვება საკუთარ მაჟორიტარულ ოლქში ხელისუფლებას ყოველთვის ყვლაზე “ძვირი” უჯებოდა; ერთ ერთ ა(ა)იპ-ზე გავლენების გამო – გაეხვა სახელფასო ბარათების სკანდალში;

იყო მესამე კანდიდატიც, ნინო წილოსანის (ლანჩხუთის “ფეოდალი”) გუნდის წარმომადგენელი ლაშა თოლორდავა-თუმცა მას კანდიდატურა მოახსნევინეს-“ფრაქციის თავმჯდომარე ხარ და მაგიც ზედმეტია შენთვისო”;

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს-ზაალ მამალაძეს, მისი კანდიდატურა პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის (ჩოხატაურელი “ფეოდალი”) დაჟინებული მოთხოვნით, დაიბლოკა (ჩვენს “მოღვაწეობას” ალმაცერად უყურებსო) .. და ის კვალავაც თავმჯდომარის მოადგილის რანგში გააგრძელებს მოღვაწეობას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights