გურიის მოამბე

”რუსეთი შესაძლოა ბალტიის ქვეყნებს რამდენიმე თვეში დაესხას თავს, აშშ კი მათ არ დაიცავს”, — პოლონეთის პრემიერი

დონალდ ტუსკმა გამოცემა financial times-ს განუცხადა, რომ ევროპის „უდიდესი და უმნიშვნელოვანესი კითხვაა, არის თუ არა შეერთებული შტატები მზად, იყოს ისეთივე ერთგული, როგორც ეს ნატოს ხელშეკრულებებშია აღწერილი“. მან გააფრთხილა მხარეები, რომ რუსეთი ალიანსის წევრს, შესაძლოა, „რამდენიმე თვეში“ დაესხას თავს.
 ტუსკის გაფრთხილება კვიპროსში მიმდინარე ევროკავშირის სამიტის ფონზე გაჟღერდა, სადაც განიხილება ბლოკის შიდა თავდაცვის მუხლი (ევროკავშირის ხელშეკრულების 42.7 მუხლი). ეს დისკუსია პასუხია ტრამპის მუქარაზე ნატოდან გასვლის შესახებ და მის ორაზროვან რიტორიკაზე მე-5 მუხლის შესრულებასთან დაკავშირებით.
 „მინდა მჯეროდეს, რომ მე-5 მუხლი კვლავ ძალაშია, მაგრამ ხანდახან, რა თქმა უნდა, ეჭვები მიჩნდება. არ მინდა ასეთი პესიმისტი ვიყო… მაგრამ დღეს პრაქტიკული კონტექსტიც გვჭირდება. პრობლემა პოლონეთ-ამერიკის ურთიერთობების დონე კი არაა, არამედ ის, თუ როგორ გამოვლინდება ეს კავშირები რეალური საფრთხის შემთხვევაში”,- აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights