მამუკა მდინარაძის “ჩამოლაბორანტებამ” – ოზურგეთში – “ანტიკუნჭულიური” კოალიცია გუბერნატორით “გააძლიერა”
სუს-ის უფროსის წასვლის შემდეგ – ოზურგეთის მერის პოზიციები შე”სუს”ტდა
გავრცელებული იფორმაციით, გურიის მოქმედი გუბერნატორი, გიორგი ღურჯუმელიძე ოზურგეთის მოქმედი მერის, პაატა კუნჭულიას დაპირისპირებულ ფრთას შეუერთდა.
როგორც “გურიის მოამბეს” საკუთარმა წყარომ, გურიის გუბერნიიდან, აცნობა, გურიის მოქმედი გუბერნატორი, გიორგი ღურჯუმელიძე ოზურგეთის მოქმედი მერის, პაატა კუნჭულიას დაპირისპირებულ ფრთას – ავთანდილ და არჩილ თალაკვაძეები, ილა კეჭაყმაძე-ბეგი სიორიძე, შეუერთდა.
წყაროს ცნობით, ეს მას შემდეგ გახდა თვალსაჩინო, რაც მამუკა მდინარაძე, რომელთანაც არის აფილირებული, ოზურგეთის მოქმედი მერი, პაატა კუნჭულია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობიდან გადააყენეს (ოფიციალური ვერსიით გადადგა).
ძმებ თალაკვაძეებთანაა დაკავშირებული რამდენიმე საპროტესტო აქცია ოზურგეთის მერიასთან, ასევე გარკვეული წინააღმდეგობები სოფლებში, მოქმედი მერის მიერ გატარებული საკადრო პოლიტიკისადმი.
დიდი ალბათობით, ამ ბანაკში შესაძლოა ვიხილოთ ვანო ჩხარტიშვილიც, რომელიც, ოზურგეთში ძალთა ახალი გადანაწილებით, აშკარად უკმაყოფილოა, რადგან მას, იმ დოზით გავლენა ოზურგეთის ხელისუფლებაზე არა აქვს, რა დოზითაც თალაკვაძეების მმართველობისას ჰქონდა.
ამაში მას ხელს, გარკვეულწილად მდინარაძე უშლიდა, კონკრეტულად, მისი ახლო ურთიერთობები, მოქმედ მერ, პაატა კუნბჭულიასთან.
შესაბამისად, მდინარაძის პოზიციების დათმობის შემდეგ, შესაძლოა ოზურგეთში ძალთა ბალანსი ისევ შეიცვალოს, თავისთავად პირველ ეტაპზე მერის დონეზე არა, მაგრამ – შესაძლოა ვიცე მერის, ანაც მერის მოადგილეების რანგში ამ “კოალიციის” წარმომადგენლები ვიხილოთ.
თავისთავად, გარკვეულწილად, ბევრ რამეს, პრემიერ კობახიძის მიერ ადგილის შენარჩუნება განსაზღვრავს, მაგრამ, თუ გავრცელებული ხმები გამართლდება და გიორგი კობახიძეც, მამუკა მდინარაძის მსგავსად თანამდებობას დაკარგავს, მაშინ, კუნჭულიას პოზიციები იმდენად დასუსტდება, რომ, ოზურგეთში, პირველივე შესაძლებლობისთანავე, “ოცნება”, ვადამდელ ადგილობრივ არჩევნებს ჩაატარებს.
ვანო ჩხარტიშვილის გარემოცვიდან ირკვევა, რომ, ადგილობრივი ოლიგარქის “გაბრაზების” მიზეზი, მისი საცხოვრებელი სახლის ირგვლივ, ქალაქი ოზურგეთი, მდინარე ბჟუჯას სანაპირო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის დაგვიანება და აშენებული საჩოგბურთო კორტების “გადაცემის (დაბრუნების) პროცესის” “გაყინვა” გახდა.








