გურიის მოამბე

მარინა ტოტოჩავა – სამეცნიერო—პრაქტიკული რეკომენდაციების ნაკრები N 100

როდის უჩნდება კაცს სექსისადმი უინტერესობა. სისხლის რომელი ანალიზია, რითაც ექიმი ხვდება —-შენს წინაპრებს,თუნდაც 4 თაობის ზევით, რა სიდიდის ცოდვა ან რამდენი სიკეთე და მადლი უთესავთ ან რა ტიპის დაავადებები ჰქონდათ უპირატესად, რომლებიც დღეს შენი პრობლემების საფუძველია.
როდის იბადება ბავშვი———რომელსაც ორივე სქესის სასქესო ორგანო აქვს.
არ შეგეშალოს გაციებაში ———–ქვემწვავე თირეოიდიტი———-ეს საშიშია.
1—–თუ გრეიტერნერის სინდრომი ადრე გამოიცნობა და დაფიქსირდება, ის ბევრი დაავადებისგან ან გართულებისგან მაინც, გადაარჩენს ადამიანს. ამ სინდრომის დროს პანკრეასი გამოყოფს უძლიერეს შხამებს და ბევრ ორგანოს შემპარავად ანადგურებს. ადამიანს ან მხედველობა უქვეითდება ნაადრევად ან წონასწორობის პრობლემა აქვს ან თავის ქალაში სიმსივნე.ეს სამი დავადება ყოველთვის ამ სინდრომს არ ნიშნავს , მაგრამ, აუცილებლად უნდა გამოირიცხოს.
2——თუ ისეთ კვებას იღებთ სადაც ამინომჟავა ტრიფტოფანის სიმცირეა, აუცილებლად შემცირდება სეროტონინი ,გამოვლინდება ან დეპრესია ან ლიბიდოს დაქვეითება , ასევე ბევრი რამ. განსაკუთრებით კი——–ადამიანი აგრესიული ხდება.ტრიფტოფანი ჭარბადაა მაღალი სტანდარტის ცილებში, ასეთებია———-ნატურალური ქათამი , რომელიც ხელოვნურ ვიტამინებს არ იღებს, ინდაური, ნატურალური ქათმის კვერცხი; ნატურალური რძის პროდუქტები და არა რძის ფხვნილისგან დამზადებული;თევზი, ჯანსაღი თხილი და არა სოკოთ სავსე,ბანანი, მცენარეთა თესლები; ახალგაზრდა, ჯანმრთელი საქონლის ხორცი, მაცივარში შენახული და არა დახლზე ადუღებული , მაღალი ხარისხის შავი შოკოლადი.
3——-უეცარი სიკვდილი გულის გაჩერებით, უხშირესად ხდება ცილების მუტაციის გამო.ერთ სტატიაში ავღწერე როგორ მოიხადა 20 წლიანი სასჯელი უდანაშაულო დედამ , რომელსაც რამდენიმე შვილის მკვლელობა ბრალდებოდა. ისინი გულის გაჩერებით გარდაიცვალენ.ცილა კალმოდულინი გულის კუნთში აღებს და კეტავს კალციუმის არხებს. ეს მთავარი ცილაა გულის რიტმული შეკუმშვებისთვის. ამ ტიპის მუტაციით ,მსოფლიოში ბოლო წლებში 30 მდე ბავშვი უეცრად დაიღუპა 7 წლამდე ასაკის. ცილები, რომლებიც მუტაციის ქვეშ არიან ,ვეღარ ახერხებენ დააკონტაქტონ კალციუმის იონური არხები .ეს კონტაქტი აუცილებელია გულის ნორმული მუშაობისთვის. მედიცინის მეცნიერება ამ მუტაციებზე მუშაობს, რომ ბოლომდე გაიშიფროს ეპიგულყრებიც.მცირე დახმარება ექიმისგან სასიკვდილო მუტაციის შედეგებს დროებით ან დიდი ხნით აჩერებს.კალციუმი არის მინერალი , რომლის ცვლას პირადი ექიმი ყოველთვის დაკვირვებული თვალით აანალიზებს.არ უნდა დაახვედრო კალმოდულინს კალციუმის პრობლემური არხი.ჭკვიან ექიმებს შეუძლიათ, პაციენტის სიკვდილი გულის გაჩერების მიზეზით, აიცილონ ან დიდხანს გადაავადონ მაინც, კალციუმის ინდივიდუალად მომგებიანი დონის შენარჩუნებით.უიაფესი ანალიზი— კალციუმი სიცოცხლის სტანდარტია. კალციუმის მატება, სამედიცინო სტანდარტით ნიშნავს პარანეოპლასტიკურ სინდრომს ანუ სიმსივნის წინარეს ან კიბოს.თუ ექიმი მომატებულ კალციუმს ნორმამდე დააქვითებს, ის ამ პაციენტს ათეულობით წლების სიცოცხლეს ჩუქნის. კალციუმის ნაკლებობა ან ბოლო ზღვარზე ყოფნა ყველა სისტემას თანდათან შლის.
4—-თუ ადამიანს აქვს ან მოურჩენელი და გახანგრძლივებული პროცესი ან სიმსივნის ფონი , პერიოდულად უნდა მოხდეს დაკვირვება და გაანალიზება 16 ალფაჰიდროქსიესტროგენის.ეს ნივთიერება კანცეროგენების მთავარი შემქმნელია.ესტროგენი ბევრია. ეს კი მავნე ესტროგენის ტიპია.კიბოების შექმნის წყაროა . უპირობოდ იწყებს სიმსივნეებს.მიისწრაფის განლაგდეს კიბოსადმი მიდრეკილ უჯრედებში. დროულად თუ მოხდება მასზე დაკვირვება, არსებობს ნატურალური ორგანული მედიკამენტები, რომლებიც მას ბოჭავენ და გამოაძევებენ,ადამიანები კი სიმსივნეებს და რთულ ქრონიკულ პროცესებს აიცილებენ.
5—-ალცჰაიმერის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი აქვს ამილინს. ჭარბი ამილინი თირკმელს აავადებს და თირკმლის უკმარისობამდე ასევე, ამილოიდოზამდე მიყავს თირკმლები და სხვა ორგანოები ანუ ორგანოების სკლეროზამდე.შაკიკის ერთი შეტევაც თუ იყო, ექიმმა უკვე ამილინის კონტროლი უნდა დაიწყოს.დეფექტური, ჭარბი ამილინია თრომბის მთავარი შიგთავსი.
ლეპტინი—–მადის და ცხიმოვანი უჯრედების ჰორმონია, რომელზეც ბევრჯერ ვისაუბრე და სტატიაც მქონდა. ის თუ ნორმაა ადამიანი არ გასუქდება. აბსურდია სიმსუქნის მიზეზის ინტელექტთან დაკავშირება.ყველა ეპოქაში, მსოფლიოს გენიოსების 90 პროცენტი ჭარბწონიანები იყვნენ .ჭარბწონიან ადამიანებს ლეპტინის მიმართ გამქრალი აქვთ მგრძნობელობა.ლეპტინი თუ ნორმა არ არის,ადამიანს ხშირად შია ,ტკბილეულის გადამეტებული სიყვარული აქვს. დანაყრებას გვიან იგებს და მეტს ჭამს. თუ პარაზიტების სიუხვეა ან ასკარიდა ჰყავს, ამ ადამიანის ლეპტინი ნორმაში მკურნალობითაც ვერ ჩადგება.ნორმაში მყოფ ამილინს გონებაზე მოჰყავს ლეპტინი. ამილინით შეღვიძებული ლეპტინი ნერვული იმპულსების საშუალებით ჭამის დროს კუჭს უყვირის—–შეჩერდი გასკდა ადამიანიო .ამილინი თუ ნორმა გახდება ადამიანს ენერგია მოემატება და წონა შეუმცირდება. თუ ამილინი ნორმაზე დაბალია——წნევა იმატებს,ძვალში მინერალიზაცია იშლება და ოსტეოპოროზია. ყველა ორგანო სკლეროზამდე მიდის ამილინის დარღვევის გამო. უფრო ვრცლად ამილინის შესახებ იხ.ჩემი სტატია——–ამილინი, ამილოიდოზი.
ლეპტინის მართვით ხდება ჯანმრთელად წონის კლება. არაპროფესიონალური დიეტები , მხოლოდ, ძვლის ტვინის სასიცოცხლო ცხიმის—– ფოსფოლიპიდების განლევაა. ფოსფოლიპიდები, რომლებზეც უამრავჯერ ვისაუბრე, არიან სამყაროდან სასიცოცხლო ენერგიის და მუხტის შემომტანები , რომელიც გროვდება ნაღვლის ბუშტში და სანაღვლე გზებში. ამოწურული მარაგი ფოსფოლიპიდების, ნიშნავს დამთავრებულ სიცოცხლეს.ისინი ქმნიან უჯრედების მემბრანების ბარიერულ ფუნქციას.მათზეა დამოკიდებული ადამიანის უჯრედი, რამდენ ტოქსინს და შხამს შემოუშვებს.ფოსფოლიპიდური ცხიმის ნორმა არის ადამიანის ძვლის ტვინის დამცველი სიმსივნეებისგან და დაავადებებისგან.ამიტომ არის ნებისმიერი დაავადების საფუძველი და მორჩენის გარანტი სანაღვლე გზები.რაც უფრო ძლიერია სანაღვლეს სპაზმი და რაც უფრო დუნდება ნაღვლის გადაადგილების სასიცოცხლო ტემპი, მით უფრო მეტი თრომბწარმოქმნა მიდის და მით მეტი სიმძიმისაა დაავადებები. კიბოს მძიმე ფორმების ბოლო სტადიაში კახექსიაა. ანუ როგორც იტყვიან ადამიანი ძვალი და ტყავია. ეს ბოლო ფოსფოლიპიდური ცხიმის განლევაა.
რომ წარმოიდგინო მეტალის კონსტრუქცია, სადაც მაგისტრალური მილიდან გამოდის და სულდგმულობს ბევრი პატარა განშტოება, ისეა სანაღვლზე გზები და სხვა ორგანოები.ქართულ ცნობიერებაში ადვილად გადასაგდები ნაღვლის ბუშტი , სანაღვლე მილთან ერთად მეფეა სიცოცხლის. ნაღვლის ბუშტზე და სანაღვლე გზებში ნაღვლის დინების ხარისხზე ტრიალებს ნებისმიერი დაავადება და სიცოცხლის შანსები.პანკრეასი და ღვიძლი ნაღვლის სისტემის მუშა ვეზირებია. გაციების დროსაც კი გაჯანმრთელება იწყება თბილი სითხეების მიღების შემდეგ ნაღვლის დინების გაუმჯობესებით. სკლეროზსა და ალცჰაიმერში დიდი წილი აქვს შენელებულ ნაღველს.ამიოტროპულ ლატერალურ სკლეროზებს , რომელიც პერიოდული ფეხის კრუნჩხვით ანუ როგორც ხალხი ეძახის—-ძარღვის გასკვნით გამოიხატება პირდაპირი კავშირი აქვს ნაღვლის შენელებულ დინებასთან.
6-ნეიტროფილებზე ყველა დაავადებასთან კავშირში უამრავჯერ ვისაუბრე.გამომდინარე იქიდან , რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნით ჩვენი ქვეყანა მასიურად,იოდდეფიციტის ენდემიური კერაა და ფარისებრის, თუნდაც ,მცირე პრობლემის გარეშე , დღეს ,თითქმის, აღარავინ არის, გამოკვეთილ და უხშირეს სამეცნიერო სტანდარტს გავაანალიზებ. სისხლის საერთო ანალიზში არცერთი პარამეტრი უმიზეზოდ ერთითაც არ გადაიხრება. სამყაროს უმკაცრესი კანონები აქვს, როცა ადამიანები ადამიანურ წესებს არღვევენ. სისხლი დედამიწაზე, სამყაროს ინფორმატორი და შემსრულებელია.სამყარომ შექმნა ადამიანები და სიცოცხლისათვის და ერთმანეთის სიყვარულისთვის აარსებებს. მიანიჭა მათ განუზომელი ბედნიერება——–სიცოცხლე. სიცოცხლისათვის დამსაქმებელს, როგორც წესი , თავისი კანონები აქვს და დასაქმებულმა წესები უნდა შეასრულოს.სისხლი მკაცრია და შეცდომები არ მოსდის.სისხლი არავის პატიობს ჯანმრთელობისადმი გულგრილობას და სიკვდილი ყოველთვის სისხლის დაზიანების გამოა. რადგან, ადამიანები ხშირად გულგრილად ეკიდებიან ჯანმრთელობას. ეს გადახვევა ეხება არა მარტო ნეიტროფილებს, არამედ სისხლის სპექტრის ნებისმიერ ანალიზს.
ევრო-ამერიკული სამედიცინო სტანდარტით—–თუ ნეიტროფილები სისხლის საერთო ანალიზში, თუნდაც ,ერთით არიან შემცირებული ან ქვედა ზღვარზეა, მაშინ ან ყველაა ან რომელიმე——–ბე12ის ცვლაა დაზიანებული, აპლაზიური ანემია უნდა გამოირცხოს;რიკეტსიოზი, მუცლის ტიფი და ბრუცელოზი უნდა გამოირიცხოს;ფარისებრის დისფუნქცია და უკმარისობა ყველა შემთხევევაშია რომელიმე დონის;აუტოიმუნური ლიმფომის და სხვა კიბოს შანსებზე უნდა გადაიხედოს ; სელენის ნაკლებობაა ამ დროს ან მისი ცვლის ძლიერი მოშლა. ასევე,ვირუსული და ქრონიკული ინფექციები ირიცხება,ჰიპოპიტუიტარიზმი, ღვიძლის ფარული ციროზი და სხვა.
ნეიტროფილების უმცირესი ცდომაც კი, უპირველესად, ფარისებრის გასაჭირზე და ორგანიზმის შინაგან დაინფიცირებაზე მიგანიშნებს.ფარული ინფექციებისგან, მიკრობებისგან, პარაზიტებისგან, ტოქსინებისგან , ბაქტერიებისგან, ვირუსებისგან თუ არ გაიწმინდები,არ იქნება ჯანმრთელობა.სამყაროს თავისი არსებობის ყველა ეტაპზე ჰყავს ბაქტერიული და ვირუსული ფლორა.მაგრამ, ეკოლოგიური რხევების გამო, ალბათ ,არცერთ ეტაპზე ასე უხვად ,ღრმად და ფარულად დაინფიცირებული არასოდეს ყოფილან ადამიანები.ეკოლოგიური კატაკლიზმების გამო, ბაქტერიების და ვირუსების ბევრმა სახეობამ ადამიანების ორგანიზმებში შეაფარა თავი.ამიტომ——–სისხლის ნებისმიერი ტიპის ანალიზის დეტალური განხილვა ადამიანის ჯანმრთელობის საწინდარია.ნებისმიერი მინიშნება სამყაროდან სისხლის სტატუსის გამოხატულებით,უზუსტესი გზაა მეტი სიცოცხლისთვის.
7——-სახსრის მკურნალობა წყალშია ჩაყრილი და მაღალი დონის მედიცინასთან და აკადემიურობასთან არავითარი კავშირი არა აქვს, თუ სამკურნალო გეგმა ასეთი არ იქნება———ფარისებრის მკურნალობა, ღვიძლის მკურნალობა,ინტერლეიკინების შებოჭვა და ნორმაზე ჩამოყვანა,სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფას დალაგება;სახსრისთვის სპეციფიკური,მისი ამშენებელი ამინომჟავების ნორმაში ჩაყენება;მელატონინის ნორმის შენარჩუნება და ადიპონექტინის რეგულირება.სხვა შემთხვევაში სახსარი ბოლომდე არასოდეს მორჩება.
8-ანემიის დროს არ ჭამო——-ბრინჯი, კარტოფილი და სტაფილო.
9—–რკინის ზედა ზღვარი ჰემოქრომატოზის უდიდესი რისკია.ეს დაავადება რკინის მეტობაა.რკინის ზედა ზღვარზეც უკვე მკურნალობა უნდა . რადგან ,ეს დაავადება მამაკაცებში იწვევს სათესლე ჯირკვლების უკმარისობას, ჰიპოგონადიზმს და ორივე სქესში ჰიპოფიზის დისფუნქციას.კაცებში აბრკოლებს მამაკაცის მთავარი ჰორმონის ——-ტესტოსტერონის წარმოქმნას.
10—-ჰიპოგონადიზმი დიდი და რთული თემაა.რადგან, უდიდესი სასიცოცხლო პრობლემაა. რახან ვახსენე, უმოკლესად განვიხილავ. ეს დაავადება სასქესო ჯირკვლების ფუნქციური უკმარისობაა, ჰორმონების შექმნის დარღვეული პროცესების ფონზე. ჰიპოგონადიზმი ორივე სქესშია. მას ახასიათებს———-კუნთების გათხელება ,თუნდაც ,ჭარბწონიანში;თმა ნელა იზრდება, მოზარდებს ხელების და ფეხების ზრდა აქვთ ტანზე მეტად.ამ დაავადების დროს ბავშვს ძალიან მაღალი ხმა აქვს საუბრისას. დავაკონკრეტებ ორივე სქესში გამოკვეთილ ნიშნებს .კაცებში———გინეკომასტიაა ანუ მკერდის გადიდება;ზრდასრულობაში კაცს აუცილებლად ექნება ლიბიდოს შემცირება და ერექციული დისფუნქციები; უშვილობაა ხშირად,წვერი და თმა თანდათან იკლებს ,ძვლის შემცირებაა ——-ოსტეოპოროზი,ადვილად იღლება,სექსისადმი უინტერესობა ჩნდება.მძიმე ფორმებში, როცა დაავადება თანდაყოლილია——- კაცს ძალიან ვიწრო მხრები აქვს და სასქესო ორგანო მცირე ზომისაა,პოტენცია ნულია.სისხლძარღვების დიდი პრობლემაა კაცებში, ამ დაავადების ნებისმიერ ფორმის დროს. ჰიპოგონადიზმის უხშირესი მიზეზებია——-ორქიტი ყბაყურას დროს, როცა ბიჭი საწოლში არ ჩერდება; ვეზიკულიტი, ვარიკოცელე, რკინის მეტობა ანალიზურად. რაც წინა ნომერში განვმარტე.
ჰიპოგონადიზმის დროს, კაცში მამაკაცის მთავარი ჰორმონის—– ტესტოსტერონის შექმნის დაბრკოლებაა.ხან ამას ემატება სპერმის შექმნის მოდუნებული უნარი.
ქალებში მიზეზებია——-პაროტიტი, საკვერცხის ჰიპოპლაზია,საკვერცხის დაზიანება ან ოპერაციულად ამოღება.ქალებში ამ დაავადების რთული ვარიანტის ნიშნებია——ძალიან ვიწრო მენჯი,მენსტრუაციის დარღვევები,პატარა მკერდი და საშვილოსნო.
არსებობს მეორეული ჰიპოგონადიზმიც.ამ დროს კაცის სათესლე ჯირკვალი ნორმაა.მაგრამ, მისი ფუნქციები მოშლილა.რადგან, ამ დროს ჰიპოთალამუსი და ჰიპოფიზი ძალიან არიან დაზიანებული.მეორეულს რთული დაავადებები ახლავს.საერთოდ, ჰიპოგონადიზმს სათავეში იწვევს ჰიპოფიზის თავიდანვე მოუმწიფებლობა და შემდეგ არასრული განვითარება.მეორეულის-მაგალითია კალმანის სინდრომი ——ყნოსვა დაქვეითებულია, წითელ და მწვანე ფერს ვერ ანსხვავებს. მეორეული ხშირად რთულდება—– სარკოიდოზით, ჰისტიოციტოზით,სტანდარტული ან არასტანდარტული ტუბერკულოზით .
თუ ჰიპოგონადიზმი ორსულს დაემართა, შეიძლება, ბავშვი გარეგნულად ორივე სქესის სასქესო ორგანოთ დაიბადოს.ამიტომ უნდა, ნებისმიერი ჰორმონალური ჩივილების დროს ორგანიზმში ინფექციების ძებნა ,შესაბამისი ანალიზები და ორგანული , ნატურალური მკურნალობა , სინთეზური პრეპარატების გარეშე.მსოფლიო მედიცინამ ოფიციალური დასკვნა გამოიტანა———ჰორმონული გადახრების დროს ქიმიური მედიკამენტების გამოყენებას სიმსივნემდე მიჰყავს ადამიანები, განსაკუთრებით ქალები.
ჰიპოგონადიზმი ხან თანდაყოლილია, ხან კი ინფექციების და ტრავმის ფონზე ჩნდება .ამიტომ , რომელიმე ინფექციის გადატანის ან ტრავმის შემდეგ , სასქესო ორგანოების ფიზიოლოგიური ფუნქციები უნდა გადაამოწმოთ.
11—-პაპილომავირუსი—HPV- რახან ხშირად იწვევს სიმსივნეებს მასზე უხშირესად ვსაუბრობ .პაპილომავირუსის ტესტის ჩატარება კაცს უნდა იმ შემთხვევაში, თუ აღენიშნება გენიტალური მეჭეჭები. ხოლო ანალური მასალის ანალიზი კაცს დასჭირდება მაშინ, თუ ის იმუნოლოგიურად უმაღლესი რისკის ჯგუფშია———-შიდსი, ჰომოსექსუალი. თანამედროვე მედიცინის მსოფლიო სტანდარტით—–მეჭეჭის დროს დიაბეტის ფარული ფორმის ძიებაა საჭირო.ყურადღებით გაითავისე ეს ინფორმაცია . თუ ამ ჯგუფში ხარ ,ეს გზაა—— სიმსივნიდან თავის დახსნის. ამ პროცესების დროს სოკოების და პარაზიტების ბუმია, რომელთაც უდიდესი როლი აქვთ პაპილომის შექმნაში.ამიტომ, სასქესო სფეროს ჰიგიენა სასიცოცხლოა.მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დადგენილი ჰიგიენის სტანდარტებიდან—— ნებისმიერმა ადამიანმა ხელი ,არა მარტო ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ უნდა დაიბანოს, არამედ შესვლამდეც.რადგან ,თუ ჰემოროის კვანძია ან ხელზე ნაკაწრი ან შარდ-სასქესო სისტემის მწვავე ან ქრონიკული პრობლემა,ტუალეტში პიროვნების სტერილური ქმედება,თითქმის, ქირურგის დონეს უნდა გაუთანაბრდეს.
12—–სუპერ ფუდი არ არის სწორი გამოთქმა ერთ ნივთიერებაზე ,თუნდაც უნივერსალური რომ იყოს.ის სამედიცინო ტერმინია და უხშირესად ნიშნავს ფერმენტირებულ მაკრობიოტიკს, რომელიც მინიმუმ 5 ნივთიერებისგან შედგება.მაღალი დონის მედიცინა ტერმინების სიზუსტისგან იწყება.როცა რომელიმე ფირმა კომბოსტოს ან სტაფილოს კაფსულებს და მსგავსებს არეკლამებს, ტერმინი სუპერფუდის გამოყენება კნინობითი შეცდომაა.საერთოდ სუპერფუდის მთავარი სტანდარტული მახასიათებელია——- მისი გავრცელების იშვიათი მდებარეობა და უძნელესი მოსაპოვებელია. მაგალითად ,ოკეანის ფსკერზე ან ტიბეტში.შეიძლება, ძალიან იშვიათად ,ერთ საკვებსაც უწოდონ სუპერფუდი ,მაგრამ ის უკიდურესად ძნელად მოსაპოვებელ ვითარებაში იქნება მოკრეფილი.
13—- მსოფლიოს უმაღლესი რანგის საკვლევმა ინსტიტუტებმა დაადგინეს ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა ადრე იცოდნენ————- რომ საჭირო დროს ვალერიანისგან ყველაზე დიდი და ხშირი სარგებელი აქვს კაცობრიობას. ვალერიანი ნუტრიენტების ოაზისია და დედამიწის ჰერბალიზმის გასაოცარი ფილოსოფიის სრული და ამოუწურავი რეტროსპექტივაა.ის სამყაროსავით ბოლომდე ამოუცნობია.მისი დიდი შესაძლებლობები ოდითგან ირწმუნეს ადამიანებმა და მეგზურად გაიხადეს, აღელვების, შიშის და უძილობის დროს.
ბუნებრივი ძილი,ანტიდეპრესანტების გარეშეა, როცა ეპიფიზი სტუმრებს იღებს სამყაროსგან ,რომ მოითათბირონ და დაგეგმონ ამ ადამიანის სიცოცხლის მეორე დღის რეალური მიმდინარეობა. ამ დროს მათი დამცველი და თვალის მადევნებელი —-მთვარეა.ახლა მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, ყველაზე მეტი ფული მედიცინაში ჩადებულია ——ადამიანის ორგანიზმზე მთვარის გავლენაზე. ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ევროპელმა მეცნიერმა კითხვა დასვა——-მთვარე ღმერთი ხომ არ არის?ეს კითხვა დასვა იმის შემდეგ , როცა დამტკიცდა მთვარის უდიდესი და სრული გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
საუბარია, გაწმენდილ, ჰიპოალერგიულ, მძიმე მეტალებისდან გასუფთავებულ ვალერიანზე და არა ყალბ და ტოქსინებით სავსეზე.ერთადერთი ,რომელიც ძილის დროს ,მომავალი დღის ჯანმრთელი სიცოცხლის დაგეგმვას ხელს არ უშლის —–ეს ვალერიანია.ანუ უძილობის დროს გამოყენებული. ყველა ორგანულ,უმაღლესი რანგის ძვირიან ამერიკულ , თანამედროვე ძილის მედიკამენტებში,რომლებშიც ტრანქვილიზატორი და გამთიშავი საერთოდ არაფერი არ არის ,მთავარი ფონი— ვალერიანია.
ანტიდეპრესანტით დაძინებული ადამიანი, სიცოცხლის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსში იმყოფება და მისი სიცოცხლე და გამოღვიძება—— სამყაროზე და გენეტიკურ სიკეთეზეა მინდობილი, რომ კვლავ იარსებოს. ანტიდეპრესანტების გამოყენების ინტენსიური ჩვენებაა დაავადების ,მხოლოდ, მწვავე პერიოდი. უძილობა თანამედროვე მედიცინაში განსხვავებულად იმკურნალება , იმასთან რაც ადრე იყო.დაავადება —–უძილობის დროს ნორეპინეფრინის, ეპინეფრინის , ადრენალინის , დოფამინის და სხვების ცვლები დაზიანებულია. ორგანული ფიზიოლოგიური პრობლემების გამო , უპირველესად, დაზიანებულია ღვიძლი. უძილობის პრობლემა ძირითადად ტრიალებს ღვიძლის ირგვლივ. თუ ეპინეფრინი სწორად არ მართე ,ფიზიოლოგიური ძილი ვერ მიიღწევა.
სურვილით უძილობა ყველაზე დიდი მტერია სიცოცხლის. ადამიანმა ჯანმრთელობისთვის აუცილებლად უნდა იძინოს 7 საათი. სიცოცხლისათვის კი კრიტიკულად გადამწყვეტია 12 დან 5 საათამდე ძილი. რადგან, დროის ამ მონაკვეთში ეპიფიზს ორგანიზმში შემოყავს მელატონინი, რომელიც დაბალი დონით აღქმის გამო ,ზოგს, მხოლოდ, ძილის წამალი ჰგონია.აგრესიული სიმსივნეების ან მათი ფონის დროს მელატონინი სისხლში მომატებულია, ხოლო ნელა მიმდინარე სიმსივნეების დროს ის დაკლებულია.
ნუ გადაიტვირთები ძილის არაბუნებრივი წამლებით. აცალე სამყაროს——— დაგიგეგმოს ხვალინდელი დღის სიცოცხლე.დროის ამ მონაკვეთში ეპიფიზს გარდა მელატონინისა ორგანიზმში შემოყავს ,აგრეთვე ,ის ნივთიერებები, რომლებიც სიცოცხლის გამახანგრძლივებლებია .ჰიპოპიტუიტარიზმის თემაში განვიხილე———-როგორ მიდის ვარსკვლავური ქალი დაბეჩავებულ სტატუსამდე. ამაში კი მას—– არაბუნებრივი საძილე მედიკამენტები ძალიან ეხმარება.ადრეც ვახსენე გასაოცარი ფაქტი.როცა ერთ-ერთი მთავარი სასიცოცხლო ამინომჟავა —-ვალინი, რომლის ცვლის დარღვევით ფილტვი და სხვა ორგანოები იშლება ,გრაფიკულად ბოლომდე გაიშიფრა, ის ზუსტად იდენტური აღმოჩნდა ვალერიანის.
14—თუ ანთება მსხვილი ნაწლავის გარდა წვრილშიცააა ეს ენტერიტია.კოლიტის მთავარი მიზეზებია——ანთებადი თრომბული კერა, სისხლის მიკროცირკულაციის მოშლა,პარაზიტები,რადიაცია,მძიმე მეტალები.კოლიტს ახასიათებს ყაბზობაც და აშლაც.ხან ტკივილიც.ტკივილი დეფეკაციამდე ხან მარტო გაზებითაა გამოწვეული. მთავარი მექანიზმი ამ პროცესების—– ლეიკოციტების სინთეზის დაზიანება და ციტოკინების უზომოდ დიდი რიცხვით გამრავლებაა. კუჭ-ნაწლავის დამძიმებული დისკომფორტების დროს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიტები——–ბე 4 ლეიკოტრიენები დიდი რაოდენობით მრავლდებიან.შედეგად ,სიმსივნის წარმომშობი თავისუფალი რადიკალები იმატებენ ნაწლავში. გაზრდილი ციტოკინ—-ლეიკოტრიენები ბოჭავენ და თრგუნავენ იმუნიტეტს. ამ პროცესების დარეგულირების გარეშე იმუნიტეტი უფრო სუსტდება და ანთებითი მოვლენები კუჭ-ნაწლავიდან სხვა ორგანოებზე სისხლის და ლიმფის საშუალებით ადვილად გადადის.ამიტომ არის მთელი ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითება, როცა ნაწლავის ფლორა პრობლემურია.
15—–კბილის კარიესს იწვევს ——-streptococus mutans. კარიესი ჩერდება სტრეპტოკოკის მკურნალობის თანამედროვე მიდგომებით. გამომდინარე სტრეპტოკოკის აგრესიული ბუნებიდან, ადამიანს რომელსაც კარიესი აქვს, მას აუცილებლად ექნება ცხოვრებაში ან რევმატიზმი ან სახსრების ან გულის და კანის დაავადებები ან შინაგანი ორგანოების პრობლემები.სტრეპტოკოკი უფრო მეტად ,ყველაზე სასიცოცხლო——შემაერთებელ ქსოვილებს ჭამს.ამიტომ ბინადრობს ის სახსრებში , კანში ,გულის ქსოვილის გარსებში და სხვა.
16—დერმატიტების,დეპრესიის, თმის ცვენის, დიარეის დროს, დაქვეითებულ ჰემოგლობინს სპილენძის კონტროლით მართვა უნდა.
17——პორფირია ვრცლად განვიხილე შესაბამის სტატიაში. მაგრამ, ეს ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი დაავადება მაინც უცნობია ბევრისთვის.პორფირია ორივე სქესშია, მაგრამ ყველაზე ხშირად ის 35-დან—–75 მდე წლის მამაკაცებს ემართებათ.კანზე მცირე ადგილებში ხან სიწითლეა ან ბუშტუკები. ასეთი გამონაყარი კანის სხვა დაავადებებსაც ახასიათებთ.თუ პორფირიაა და შესაბამისი მკურნალობის ქვეშ არ არის ადამიანი, ღვიძლი აუცილებლად ნელა დაიშლება. პროტოპორფირინები ანალიზურად შეიძლება არც დაფიქსირდეს . რადგან ,პორფირიის ლატენტური ფორმები ხშირია. მაგრამ ,პირადი ექიმი ამას ორგანიზმზე დეტალური დაკვირვებით დაადგენს. ვრცლად იხილეთ ჩემი სტატია—–პორფირია.
18—– ისევ ვიმეორებ, რადგან მასიურად ზერელე შეხედულებებია——-ყველა ალერგია, დერმატიტი,ეგზემა, აკნე, ჭინჭრის ციება ———ჰორმონალურია და წამყვანი——- თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობაა.კერძოდ, თირკმელზედა ჯირკვალში პროსტაგლანდინების და ლეიკოტრიენების გადახრაა,თანარსებული მასტოციტური მექანიზმებით.ამ დაავადებებს , მაგალითად, აკნეს უკვალოდ ვერ მოარჩენ, თუ პროსტაგლანდინები და ლეიკოტრიენები სრულ ნორმაში არ ჩადგა,სხვა ჰორმონულ გადახრებთან ერთად.
19——-თუ პროსტატის კიბოა,ჯირკვალი გადიდებულია და უხეში, ხორკლიანი კანი აქვს.
20——თუ შარდის PH ნორმიდან გადახრილია, უკვე დაავადებები ან სინდრომებია. ვერცერთ მძიმე დაავადებას ვერ მოარჩენ, თუ შარდის pH ს არ გამოასწორებ.დიაბეტის თანამედროვე მკურნალობის მაგისტრალური ხაზი მთლიანად კონცენტრირებულია შარდის Ph ის დაბალანსებაზე.ზედა და ქვედა ზღვრები იგივე გადახრაა.ხოლო, სისხლის PH ის ერთით გადახრაც უკვე სიკვდილია.
21—-ლიპიდური ცვლა სარკეა ორგანიზმის ფიზიოლოგიის. ქოლესტერინების მატების დროს სტატინი უკვე ძალიან ძველი მიდგომაა. თითოეული ტიპის ქოლესტერინის მატების დროს ევრო-ამერიკული სამეცნიერო სტანდარტით ირიცხება კონკრეტული დაავადებები.ეს არის გზა ჯანმრთელობისკენ და ქოლესტერინების რეალური რეგულირებისკენ.მაგალითად,დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი როცა მომატებულია , მაშინ ევრო-ამერიკული სტანდარტით ვრიცხავთ შემდეგ დავადებებს————–თირკმლის ნეფროზული სინდრომი; მრავლობითი მიელომა ანუ ძვლის ტვინის კიბო,რომელიც როგორც მედიცინა განმარტავს— შეიძლება დიდი ხანი გამოუცდელი თვალისთვის შეუმჩნევლად ჰქონდეს ადამიანს და უფრო მეტად კლავს70 ან 75 წლის ასაკში; თირკმლის ქრონიკული უკმარისობა,ფარული დიაბეტი, ჰიპოთირეოზი,პორფირია და სხვები.ანუ ასეთი ტიპის ქოლესტერინის მატების დროს ამ დაავადებებიდან ერთი ან რამდენიმეა.ეს უალტერნატივოა და მეცნიერულად დადგენილი სტანდარტია.
თუ მომატებულია მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინი, მაშინ უნდა გამოირიცხოს————ფარული არითმია, ღვიძლის შეშუპება,ციროზი,პანკრეატიტი,ობსტრუქციული სიყვითლე,უჯრედების დაშლით მიმდინარე პათოლოგიები და სხვა .ასევე ირიცხება დაავადებები ტრიგლიცერიდების და ძალიან დაბალი ქოლესტერინის მატების დროს.ეს გზა არის ქოლესტერინის გამოსწორების ისეთი მიდგომა, რომლის დეტალურად გააზრება რეალურად აცილებს ადამიანს ინფარქტს,ინსულტს, უეცარ სიკვდილს და სხვა. გამორიცხვის ეს სამუშაოები ექიმებისგან დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. მაგრამ ,მედიცინის წესებით აუცილებელი და სასიცოცხლოა. არა მარტო ქოლესტერინების, არამედ ყოველთვის წესია და უალტერნატივოა ნებისმიერი პარამეტრის გადახრის დროს, დაავადებების გამორიცხვის მეთოდით განხილვა. ამ ტიპის განხილვით , ზუსტად დგინდება დაავადება . მარტივია დანიშნო სტატინი. ხოლო ,რთულია ექიმებისთვის გამორიცხვის მეთოდის გზის გავლა ,როცა ისინი დაავადებებს აზუსტებენ პაციენტებში. ხან ერთი პარამეტრის დასადგენად, მუშაობა რამდენიმე დღეზე გადის, როცა ბევრი პარალელური დაავადებაა გამოსარიცხი. მაგრამ, მხოლოდ ეს გზაა მაღალი დონის მედიცინა, როცა სიცოცხლის ხანგრძლივობა გარანტირებულია.
22——ტე კადერინი ადიპორეცეპტორია.თუ ის ნორმა არ არის , მაშინ-გულის, თირკმლის , მუცლის, ტვინის არტერიები თანდათან იშლება.ამიტომ ტე კადერინზე მომქმედ ან მის შემცველ ნატურალურ მედიკამენტებს ვიყენებთ,გულის, თირკმლის ,ტვინის , მუცლის არტერიების ,ასევე, ვენების და სისხლძარღვების სამკურნალოდ.
23——-მსოფლიო მედიცინის სამეცნიერო კვლევების დასკვნით და პრაქტიკული მაგალითებით —–ინტერლეიკინ 10 და გლუტამატი თუ სტაბილურად ნორმაზე დაჯდება———კიბო აუცილებლად გაჩერდება.ინტერლეიკინ 10 და გლუტამატი რომ მართო, ამისთვის კისტური ფიბროზი და სხვა ყველა სახის ფიბროზი უნდა მოარჩინო. ფიბროზის და კიბოს დროს წამყვანი პრობლემა ——— მთავარი სისხლმბადი ორგანოს – ძვლის ტვინის დასუსტებაა და შედეგად, სისხლძარღვებში სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევა და თრომბია.იხ ჩემი სტატია გლუტამატი.სიცოცხლის შეზღუდვა იწყება ძვლის ტვინის დასუსტებიდან და დაინფიცირებიდან.
24—–ამერიკულ მედიცინაში , კერძოდ გერიატრიაში ანუ მედიცინის განხრაში—– დაბერების შეჩერების და სიცოცხლის გახანგრძლივების შესახებ, შესწავლილია და ჩამოთვლილია 40 მცენარე რომლებიც სიცოცხლეს რეალურად ახანგრძლივებენ. მათ აღწერას თანდათან ვახდენ ჩემს სტატიებში.მათ შორის არის ჰო–შო—–ვუ. ე ს მცენარე შედის რამდენიმე ამერიკულ ვეგანურ მედიკამენტში, რომლებიც სიცოცხლეს ძალიან დიდხანს ახანგრძლივებენ. ეს სახელი ნიშნავს ჩინელ მთამსვლელს და ხელს უწყობს ამოუწურავ სიცოცხლისუნარიანობას, როგორც მეცნიერები ამბობენ. ამ მცენარის შემცველი პრეპარატების ეფეტურობა ექიმებს არაერთხელ გვინახია.
25-როცა საშვილოსნოზე პოლიპია,ორგანიზმი სავსეა პარაზიტებით, სოკოებით,მძიმე მეტალებით და ტოქსინებით.ამ დროს ტვინის შესაბამისი უბანი პათოლოგიურ —–სტრუქტურულ და ფიზიოლოგიურ ცვლილებებს განიცდის .ანუ ტვინის ის უბანი, რომელიც საშვილოსნოს ჯანმრთელობაზე და კვებაზეა პასუხისმგებელი.მსოფლიო მედიცინის თანამედროვე სტანდარტებში საშვილოსნოს პოლიპის მკურნალობის დროს—ტვინის ამინომჟავებით და ტვინის სხვა გამაჯანსაღებელი საშუალებებით მკურნალობა პირველ ხაზზეა.ოპერაციული ჩარევა მკურნალობამდე ყველაზე არასწორი გამოსავალია.ორგანიზმი ,ისევე როგორც სამყარო მკაცრ ბალანსს ექვემდებარება. შემდეგ ის სხვა ადგილზე გაჩნდება იგივე ან შეცვლილი სახით.პოლიპი ამოკვეთას, მხოლოდ ძალიან დაგვიანებულ შემთხვევებში ექვემდებარება.
ნაადრევი სკლეროზების რიცხვი ქალებში,ხშირად ,უყურადღებოდ დატოვებულ ან არასწორად ნამკურნალებ პოლიპს უკავშირება.თუ ნახავ თავის ტვინის ადრინდელი ემერტეს რადიოლოგიურ დასკვნას , იმ ქალების, რომლებსაც საშვილოსნო ამოკვეთილი აქვთ, მისი დეტალური გაანალიზების დროს აუცილებლად აღმოაჩენთ ტვინის იმ მონაკვეთის დაზიანებას, რომელიც უშუალოდ პასუხიმგებელია საშვილოსნოს ინერვირებაზე და კვებაზე.ყველა დაავადება ჯერ ტვინში წყდება. ყველა დაზიანება ტვინის პრობლემით იწყება.ეპიფიზით სამყარო ,უპირველესად, ტვინს მართავს.ამიტომ არის განცდა და სტრესი ყველა ორგანოს მთავარი დამზიანებელი. სტრესებს ჯერ ტვინი იღებს. რამდენად დაზიანებულია ტვინის ქსოვილი, იმდენად მოახდენს შემდეგ სტრესი სხვა ორგანოებზე ზეწოლას.
26—-თუ კაცს პენისის თავზე წითელი ან ბუშტუკებიანი ვიზუალი აქვს, მითუმეტეს, წვა და გამონადენია, მას ამ ორგანოს თავზე სოკო კანდიდას უამრავი კოლონია აღენიშნება, რაც იწვევს ამ ჩივილებს. თუნდაც ყველაზე აგრესიული სოკოს რეალური მკურნალობა თანამედროვე მედიცინაში აღარ ხდება ნაცნობი სტანდარტული ქიმიური მედიკამენტებით.ახლანდელ მიდგომებს თავისი სტანდარტები აქვს , რაც გათვლილია ამ დროს ფონულ დაავადებებზე და გარკვეული ნივთიერებების ნაკლოვანებებზე. ეს სიგნალია სამყაროსგან, რომ ამ ადამიანის ორგანიზმში ბუმია—– სოკოების, პარზიტების და ტოქსინების. უხშირეს შემთხვევაში კი სათავო მიზეზი—- ასკარიდაა, რომელიც პროცესებს აქრონიკულებს და ხშირად სიმსივნეების ფონს ქმნის. ასევე ვაგინალურ კანდიდოზებს ქალებში სრული მკურნალობა სჭირდება, რომ სიმსივნის ფონი არ გახდნენ.
27——-დიაბეტიანს და ხან არადიაბეტიანსაც თირკმლებს უჩერებს ან თირკმლის ფუნქციებს სწრაფად და კრიტიკულად აუარესებს ———–გამწვავებული პაპილარული ნეკროზი.თირკმლის პაპილარული ნეკროზი მძიმე პოზიციაა.ამ დროს თირკმლის წვრილი დვრილები ანუ პაპილები იღუპებიან ან ნეკროზდებიან—–უჟანგბადობით ან ტოქსინების ზეწოლით.მედიცინაში დადგენილია პაპილარული ნეკროზის უხშირესი მიზეზები——————————1—-ანთების საწინააღმდეგო ქიმური წამლების დიდხნიანი—–წლების განმავლობაში გამოყენება——NSAID ების.2—– დიაბეტი.3—ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია, რომელიც ბევრს აქვს და დაუდგენელი . როცა გამოცდილი ექიმები სისხლის საერთო ანალიზს აანალიზებენ, იქიდანვე ხვდებიან ანემიების ტიპებს.გამოცდილ ექიმებს სისხლის საერთო ანალიზითაც შეუძლიათ სიმსივნეზე მყარი ვარაუდი. ანემიების ტიპის არდადგენა ცრუ მკურნალობის საფუძველია. რადგან, შედეგი——– ყოველთვის სისხლის გამოსწორებაზე შენდება. ერთი შეხედვით, სისხლის საერთოზე დასკვნის გამოტანა მედიცინის ფალსიფიკაციაა. იმდენი დაავადებაა გამოსარიცხი ,თითო პარამეტრის გადახრის ან ზღვრებზე ყოფნის დროს. როგორც წესი,თუ ადამიანს რამე პროცესი აქვს, მას აუცილებლად ექნება რომელიმე ტიპის ანემია, რაც მორჩენას გზებს გადაუკეტავს. სავალდებულო არ არის ,მანდამაინც, ჰემოგლობინის ან რკინის ნაკლებობა იყოს. სხვა მძიმე ანემიების ტიპები არსებობს ,რომლებზეც ხშირად ვსაუბრობ და ვაფრთხილებ მოსახლეობას.4–ვაგრძელებ თირკმლის პაპილარული ნეკროზის მიზეზებს——საშარდე გზების ქრონიკული სპაზმი ან უკვე ამილოიდოზამდე მისული პროცესი ანუ თირკმლის სკლეროზამდე. პაპილარული ნეკროზი წლების განმავლობაში, ბოლო სტადიამდე, ხშირად , დიდხანს ფარულად მიდის . თუ ვერ მოხდა დაფიქსირება და სწორი მკურნალობა დიალიზამდე მიდის. მის უკან უხშირესად მდგომი —– თირკმლის სიმსივნე ან მიელომა—-ძვლის ტვინის კიბო ან ლიმფომა ან ამილოიდოზი ან პარანეოპლასტიკური სინდრომი ანუ სიმსივნისწინარე სტადია აუცილებლად უნდა გამოირიცხოს.
ყველაზე სასიცოცხლო ორგანელებიდან, მეტი რიცხვით თირკმლის მილაკებში არის მიტოქონდრიები და ისინი ამაგრებენ თირკმლის სიცოცხლეს.თირკმლის ქრ დაავადება მიტოქონდრიების დაშლაა.თირკმლის რეალური მკურნალობა მიტოქონდრიების აღდგენაზე უნდა იყოს გათვლილი.ეს როცა არ ხდება,თირკმლები ადვილად მიდის დიალიზამდე ან სიმსივნემდე.
28—–ჰისტონები, რომელიც ბევრს არც გაუგონია, ფიზიოლოგიის ერთ-ერთი ბერკეტებია ადამიანის სიცოცხლისათვის. ჰისტონი და ჰისტიდინი სხვადასხვა მცნებებია. ჰისტონები დეენემის ერთ-ერთი სამშენებლო ბლოკებია.ჰისტონები არიან თევზის სპერმაში. ჰემოგლობინის მთავარი შემადგენელი ცილა—-გლობინიც ჰისტონია. ჰისტონები სრული სახით,დეენემის შემადგენელ ნუკლეინის მჟავებთან ერთად ქმნიან მტკიცე ჯანმრთლეობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს.ამიტომ ურთულესი ან ქრონიკული დაავადებების დროს, როცა დეენემის ნუკლეოტიდებს ვაანალიზებთ, როგორც სიცოცხლის საყრდენს, ჰისტონებზეც უნდა ვიფიქროთ.
29—-მიუხედავად იმისა, რომ სულ მათზე ვსაუბრობ,გლობულინების მოკლე დახასიათება დაუშვებელია. მაგრამ , რადგან მათი გადახრა სიცოცხლის შეზღუდვის უპირობო მდგომარეობაა , რამდენიმე შტრიხის შესახებ ისევ ვიტყვი.გლობულინებზე მთლიანად არის ადამიანი დამოკიდებული.ნებისმიერ კიბოს და მძიმე დაავადებას ვადგენთ და ვმკურნალობთ გლობულინებზე გადევნებით. ისინი იმუნოგლობულინების მთავარი ჩონჩხია. იმუნოგლობულინები იმუნიტეტის შეფასების მთავარი მაჩვენებლებია.ძვლის ტვინის და სხვა კიბოები გლობულინების შეფასებით დგინდება.კიბოს, წინასწარ ვცნობთ გლობულინების გადახრაზე. პირადად მე იმუნოგლობულინების ანალიზის გარეშე არ ვმკურნალობ.რადგან ,აქ ადამიანის გასაჭირის მთელი ბირთვია კონცენტრირებული. გლობულინების გაშიფრვა თუ ძალუძს ექიმს, ის დაავადებების სიღრმისეულ სურათს ზუსტად ამოიცნობს. მაგალითად, თუ იმუნოგლობულინ A ს ნაკლებობა თანდაყოლილია, ადამიანს მთელი ცხოვრება ჰორმონული დიდი პრობლემები და კანის ალერგიული დაავადებები ექნება, სანამ სწორად არ იმკურნალებს.იმუნოგლობულინ A ს ნაკლებობის დროს,დიდხანს უნდა აკეთოს ექიმმა უზუსტესი მკურნალობა და პროფილაქტიკა ——– რომ პაციენტს ან ვალდენსტრომის მაკროგლობულინემია, რომელიც არაჰოჩკინის ლიმფომაა ანუ ჰოჩკინზე უფრო ძლიერი ან არაიმუნოგლობულინ A მიელომა არ ჩამოუყალიბდეს. ჩემი სიცოცხლის ყველაზე მეტი უძილო ღამე ამ პროცესების გადაკეტვის გზებს ეძღვნება. სტატისტიკურად დადასტურებულია დიდი რიცხვი და ჩვენს სინამდვილეშიც ბევრი ისე კვდება, არც კი იცის სიმსივნეები—– ფარული ლიმფომა ან მიელომა რომ ჰქონდა.რადგან ,ჩივილების თაიგული არა აქვს. მხოლოდ დისკომფორტებია ან თირკმლის დაზიანება მისი კისტებით ან გახანგრძლივებული ანემია.
კუნთის ცილები ——მიოზინი და აქტინი გლობულინების ტიპაჟია.თუ ისინი სწორად ვერ შეიკუმშებიან შედეგი —– დამბლაა .გულის კუნთის სწორი შეკუმშვა–ესაა ატეეფის ზემოქმედება ცილა აქტინზე და მიოზინზე, რაც გულის ჯანმრთელად მუშაობის მაჩვენებელია .ასევეა სახის და სხვა ორგანოების კუნთებზე. ცილებიდან,მხოლოდ, ეს სასწაული აქტინი ქმნის მიკროფილამენტებს.თუ ფიბროზის დროს აქტინს თვალს მუდმივად არ ადევნებ პაციენტში, ფიბროზი არ მორჩება და უფრო მძიმე ფორმაში გადავა თანდათან, ბოლოს ——ან ფილტვი იშლება ან სიმსივნე ჩნდება.
გლობულინებით მდიდარია პარკოსნები და ცერცვოვანთა თესლები.ცხოველური გლობულინებია —-შრატი, კუნთის ცილა, რძის ან კვერცხის გლობულინი.კიბო და მძიმე დაავადებების დროს, უმეტესად მათი მატებაა, ხან კლება . ამიტომ ,ნუტრიციულად შედგენილი კვების სქემა, სიცოცხლის მთავარი საფუძველი და მედიცინის ყველაზე დიდი შედევრია. რადგან ,თუ რომელიმე გლობულინის მატების მიზეზით სიმსივნე აქვს ადამიანს, ამ გლობულინის ჭარბად შემცველი საკვები მის მდგომარეობას დაამძიმებს. უკიდურესად დაბალი დონის მიდგომაა——- ერთი სახის დიეტა ყველასთვის. დიეტა დგება ინდივიდუალური მონაცემების გადახრების მიხედვით.ამიტომ არის სამარცხვინო ,სამწუხარო და ჩამორჩენილობა, ამ სივრცეში არაექიმი პეპელას და კეკელას დიეტები, რასაც ათასობით ლაიქები აქვს.
30—–ფარისებრის კიბოს ხანგრძლივი წინაპირობები აქვს. მაგრამ, დიაგნოზი უცებ დასტატუსდება,როცა ფტორი მაღალ ზღვარს მიაღწევს.
31—-დაბალი წნევის მიზეზი უხშირესად არის——დოფამინ R ჰიდროქსილაზას დეფიციტი.
32—-საოჯახო პარაგანგლიომების სინდრომი ძალიან ნელა განვითარებადი სიმსივნეებია.ამ დაავადების გენი ოცდამესამე ქრომოსომაშია. გამოვლინდება რომელიმე ამ სიმპტომით——-ხან გადაცდენა ყლაპვის დროს, სმენის დაქვეითება თანდათანათან,ტინიტუსი, პერიოდული მშრალი ხველა,მხრების ან კისრის ტკივილი და სხვა. არცერთი ჩივილი არ გამოჩნდება, ორგანული გასაჭირის გარეშე.ამ სიმსივნეების აცილება ან გაუმჯობესება შეიძლება რომელიმე ჩივილის დროს შესაბამისი კვლევებით და მკურნალობით.ძირითადად,დეენემის ნუკლეოტიდების და ამინომჟავების ნაკლოვანება——მეტობის გამოსწორებით და შესაბამისი, ინდივიდუალური ფერმენტების შევსებით.რადგან, ყველა ორგანოს თავისი სპეციფიკური ფერმენტები აქვს და მათ გარეშე მკურნალობა უშედეგია.პერიოდულად , მათ აქ ვასახელებ.დაბალია მკურნალობის ხარისხი, თუ ამ ორგანის ფერმენტები რომელია არ იცი. რადგან ,მათზე უნდა იყოს დაყრდნობილი მკურნალობის ხაზი.
33—შიზოფრენია და ფსიქიკის ღრმა დაზიანება მიტოქონდრიების რღვევაა.მკურნალობა აქედან უნდა დაიწყოს,როგორც ნებისმიერი ქრონიკული დაავადების დროს. ყველა ფსიქიატრიული დაავადების, მითუმეტეს, შიზოფრენიის დროს——მონოამინოოქსიდაზა მომატებულია და განსაკუთრებით——-ადრენალინის , ეპინეფრინის და დოფამინის ასევე სხვების ცვლები ძლიერ დარღვეულია.
34——ზრდის ჰორმონზე უამრავჯერ დეტალურად ვისაუბრე, როგორც ყველაზე მთავარ სასიცოცხლო ფენომენზე.ანატომიური დეფექტით დაბადებულებს ,მთელი ცხოვრება— ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და ფილტვის პრობლემა აქვთ, ზრდის ჰორმონის დაბადებიდან გადაცდომის გამო.საერთოდ, ყველა გაქრონიკულებული დაავადების სათავეში ზრდის ჰორმონია ანუ სომატოტროპინი.ქოლესტერინის სიჭარბე ან დაბალი წნევა და სხვა ბევრი დაავადება სომატოტროპინის მიზეზითაა.
სომატოტროპინი გრაფიკულად პროლაქტინის და პლაცენტის იდენტურია. ხშირად ვნახულობთ ექიმები პაციენტში ზრდის ჰორმონის და პროლაქტინის ტანდემში გადახრას. უფრო მეტად კაცებში—-ლიბიდოს დიდი პრობლემით ჰიპოთირეოზის ფონზე.
ზრდის ჰორმონი ანუ სომატოტროპინი ფუნქციურად და ფსიქოლოგიურად არის———- ადამიანის ალტერ ეგო ანუ—– მეორე მე. თანამედროვე მსოფლიო მედიცინის მტკიცე დასკვნით——ის გენეტიკური წინაპრების ნაკრებია .სომატოტროპინის მატებაზე აისახება ის რთული— უფრო ჰიპერთირეოზული სტილის აგრესიული დაავადებები, რომელიც წინაპარმა ვერ მოირჩინა და ამის გამო ადრე გარდაიცვალა.ასევე მატებაზე აისახება წინაპრის ფსიქოლოგიური პრობლემები ან მისი ჩადენილი დიდი თუ მცირე დანაშაული.მედიცინაში დადასტურებულია—–სომატოტროპინის მატება ასოცირებულია აგრესიულ სიმსივნეებთან.
სომატოტროპინის კლება , უფრო ხშირად, დაკავშირებულია ატონიით მიმდინარე დაავადებებთან ან ნელა განვითარებად სიმსივნეებთან, შინაგანი ორგანოების ფუნქციების დასუსტებასთან ,ლიბიდოს დაცემასთან და ერექციულ პრობლემებთან .ასევე, გულის ატონიასთან, უნაყოფობასთან და სხვა.მისი ჯანმრთელი ზონებია 6 ან 7 ან 8 ან 9. 3 ს ქვევით ზრდის ჰორმონი ძალიან დაქვეითებულია. ხოლო 2 ს ქვევით ——-უკიდურესად შემცირებული.ნორმა წერია 10 მდე. ეს ზოგადი ნორმაა,რომელ საზღვრებს გარეთ ადამიანი დიდნახს ვერ ცოცხლობს. როცა მონაცემი 0,05 ია——–მენტალურად სრულყოფილი ადამიანი, ექიმის გარეშეც უნდა მიხვდეს, რომ ბევრი პრობლემა აქვს. ანუ ორგანიზმი გამოსაცოცხლებელია.
35—-თუ მალაბსორბცია გაქვთ ანუ კუჭ-ნაწლავის მიერ შეწოვა დაქვეითებულია და ამის გამო არა მარტო ნაწლავების ,არამედ სხვა ბევრი ან რომელიმე პრობლემაა, იმის გასაგებად -პროცესი რამდენად ღრმა და საშიშია, ამ დროს უნდა გაიკეთოთ ——ენდომეზიუმის საწინააღმდეგო ანტისხეულების igA ს კვლევა. ენდომეზიუმი კუჭ-ნაწლავის კუნთების ბოჭკოების ქსოვილოვანი გარსია.ცელიაკიის დროს ,როცა მალაბსორბციის მაღალი ხარისხია და შეწოვა ძლიერ დაქვეითებულია,ენდომეზიუმის საწინაღმდეგი ანტისხეულები, თითქმის,100 პროცენტამდეა .თუ შემაწუხებელი ჩივილები ქრონიკულში გადავიდა ,ეს ანალიზი სასურველია რომ გაიკეთონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც შესაძლებლობა არა აქვთ ექიმებთან მოხვდენენ. ჩამოვთვლი ევრო-ამერიკული სტანდარტით ,რა შემთხვევებშია ჩვენება ამ ანალიზის აღების. ბავშვებში—-ღებინება, კბილის მინანქრის დაზიანება;ზრდის შეფერხება,თუნდაც პერიოდულად;ადვილად გაღიზიანებადობა,წონაში კლება . ზრდასრულებში—–ძვლების და სახსრების დაზიანება,ანემია, კანზე გამონაყარი ქავილით, დეპრესია, უხასიათობა , უმოტივაციობა;ქრონიკული აშლა ,თუნდაც ცოტა და პერიოდული; შეკრულობა, ხშირი გაზები,განმეორებადი სტომატიტი და სხვა.
36——არ შეგეშალოს გაციებაში ქვემწვავე თირეოიდიტი———-ეს საშიშია.ქვემწვავე თირეოიდიტს ახასიათებს———-ყელის ძლიერი დისკომფორტი და ტკივილი, ყლაპვის დროს მეტი ტკივილი,ტემპერატურა, ჩახლეჩილი ხმა,ყურებში უსიამოვნო შეგრძნება ან ტკივილი, სმენის ნერვის ტკივილი.ეს ფარისებრი ჯირკვლის ანთებაა და ფარისებრის მიმდებარე მიდამოებში ამიტომაა ტკივილები.განსაკუთრებით, ყურადღებით იყავით ჩიყვით და ფარისებრის სხვა დაავადებით დაავადებულები. რადგან, ასეთ ფონებზე, გამოუცნობი და არამიზანმიმართულად ნამკურნალები თირეოიდიტი ადამიანის ზოგად ჯანმრთელობას ძალიან აუარესებს.ქვემწვავე თირეოიდიტი ——ადენოვირუსის, კოქსაკის ვირუსის ან ვირუსული გრიპის გართულებაა.ზოგს ჰგონია გრიპი გაუხანგრძლივდა და ხშირად არასწორი მკურნალობა მიდის.ტკივილები ამ დროს, ფარისებრი ჯირკვლის ბოჭკოვანი ტოტების ტკივილებია.ამიტომ, ტკივილი ხან კისერში და ყურში გადაინაცვლებს და დროში ხანგრძლივდება.რის გამოც სმენის ნერვის ნევრიტზე სტანდარტული დანიშნულება მიდის.მედიცინა აღიარებს ამას და ხშირი სამედიცინო შეცდომების ჩამონათვალშია. არასწორი მკურნალობით გართულებულ შემთხვევებში ჰიპერთირეოზის კლინიკური სურათის იდენტური კლინიკა მიიღება——-ოფლი, კანკალი, პულსის აჩარება,დიარეა,შფოთვა,ნერვიულობა.
დაფიქსირებულია შემთხვევები ,ოფლის დროს ფილტვების ანთებაზე ეჭვის გამო ანტიბიოტიკის გრძელი კურსებით მკურნალობაზე.თუ სწორი მკურნალობა არ მოხდა, ქვემწვავე თირეოიდიტის დისკომფორტი თვეზე მეტი გაგრძელდება. შემდეგ კი ჰიპერთირეოზიდან ჰიპოთირეოზში გადაინაცვლებს.იწყება თმის ცვენა, წონის მატება, ყაბზობა. ეს სიმპტომები თუ გაციების შემდეგ აღმოგაჩნდათ ამ დაავადებაზე იფიქრეთ.ამიტომ ,ყველა ვირუსის დროს აუცილებელია ფარისებრის ჰორმონების ანალიზის გამეორება. ანუ ქვემწვავე თირეოიდიტი ფარისებრის ანთებაა .მას მცოდნე ექიმი აღმოაჩენს ან ჰიპერ ან ჰიპო პერიოდში. როგორც არის ჰორმონების დონე და სიმპტომები იმის მიხედვით. ჩივილებს არ უნდა დაარქვა დაავადება. ის შეიძლება რომელიმე დაავადების ერთი ეტაპის ჩივილებია, რომელიც სხვა ფაზაში კარდინალურად შეიცვლება. ამიტომ ,დაავადებები რეტროსპექტიულად—– დროში უნდა განვიხილოთ.ნევრალგიაში ნუ ჩავტენით და ნუ დავტოვებთ ყველა ტკივილს .ნევრალგია უხშირესად მხოლოდ სიმპტომია, რომლის უკან, ხან სიცოცხლისშემზღუდავი დაავადებები დგანან.
37——ბრტყელტერფიანებს ყოველთვის ტერფის სოკო აქვთ.
38—–სოკო კანდიდა ყველას ჰყავს , ვისაც —-1——ესტროგენები მაღალი აქვს 2-რკინა დაბალი აქვს 3—ბე ჯგუფის ვიტამინები დაბალი აქვს.
39—-ენდომეტრიუმის კიბოს ქმნიან მაღალი ესტროგენები.
40—–ინტერლეიკინ 21 ის ხანგრძლივი მატებით იშლება სახსარი და ღვიძლი.
41—–ინტერლეიკინ 10 თუ სტაბილურად ნორმა იქნება სულ——-მაშინ არ მოხდება არც ფსორიაზის და არც შიზოფრენიის , არც ქცევითი აშლის შეტევა,რადგან ამ შემთხვევაში გლუტამატი, ციტოკინები და მონოამინოოქსიდაზა არ გაიზრდება. იხ. ჩემი სტატია გლუტამატი.ასევე——-მონოამინოოქსიდაზა.
42—-მელატონინის ხანგრძლივი სიჭარბე უდრის სახსრის დაშლას.
43——ბოდვები ბევრი სახის ვიტამინის ნაკლებობაა.
44-თითების დაბუჟება ეს არის—–თრომბის არსებობა და მისი გამსხვილების დასაწყისი, ტოქსინების სიჭარბე და ბევრი სახის ვიტამინის ნაკლებობა.
45——დენდრიტული უჯრედების მართვა უდრის კიბოს შეჩერებას ან აცილებას.
46—-კიბო, ფსორიაზი, ქრონიკული დაავადებები უპირველესად————დენდრიტული უჯრედების, ტე ლიმფოციტების და და სხვა ლიმფოციტების გადახრაა.
47——ყველა გართულებული დაავადების დროს , უზომოდ მომატებული ინტერლეიკინები და ციტოკინები დაბლა დაწიე, ისე არაფერი არ მორჩება საფუძვლიანად.
48-პროგესტერონი უპირველესად, ტემპერატურის მექანიზმს განაგებს ჰიპოთალამუსში.-
49——-თუ ბიკარბონატების ანალიზს აიღებ მოურჩენელი დაავადებების დროს ,განსაკუთრებით, კუჭ-ნაწლავის და მყარი აციდოზი დაფიქსირდება, მაშინ ამ დროს მთავარი მინერალოკორტიკოიდის———–ალდოსტერონის ანალიზი გჭირდება.თუ ექიმი ალდოსტერონს მართავს თანამედროვე სტანდარტით ,აუცილებლად გამოხვალ სიცოცხლის ხაზზე.
50—–თუ ადამიანს მაღალი ლიბიდო აქვს და სექსი ხშირად უნდა, მაშინ სიმსივნე ——ადრენოკორტიკოტროპული კარცინომა უნდა გამოირიცხოს.
51—-კაცს თუ დოფამინის ცვლა სრულ ფორმაში არა აქვს, მისი ყველა რეაქციის ნორმით ,მაშინ სექსი არ მოუნდება ,ან მოუნდება, მაგრამ, პრობლემები ექნება ქალთან ადამიანურ ურთიერთობებში. ასეთი კაცების შემღვრეული მენტალობა, ქალებს ,მხოლოდ ,ქალის სასქესო ორგანოს ორბიტაზე აღიქვამენ.
52—-ესტროგენული კრიზის პიკია მონოამინოოქსიდაზას მატებით———-თვითმკვლელობა ყველა ასაკში,ბიჭი რომ პომადას წაისვამს,კლიმაქსის დროს თვითმკვლელობა.თვითმკვლელობის და მძიმე დეპრესიის დროს 7 მჟავა ნორმის ზევით იმატებს და ძლიერ ტოქსიკური ხდებიან. განსაკუთრებით, ზურგის ტვინში ქინოლინის მჟავა.ასევე აუცილებლად იმატებს-გლუტამატი.
53——-ალერგიის დროს ალუმინი მატულობს.
54—— გამოცდილი ექიმი აუცილებლად მართავს გირჩის ჯირკვალს ანუ ეპიფიზს. მსოფლიო მედიცინის დასკვნებით და მაგალითებით ———-სწორად მართული გირჩის ჯირკვალი ——-ერთადერთი გზაა დემენციის და ალცჰაიმერის შესაჩერებლად.ექიმს თუ შეუძლია მარტივ ბრონქიტს სწორად უმკურნალოს, ის გირჩის ჯირკვალსაც სრულად მართავს. რადგან, მთავარია არა დაზეპირებული მასალა და მოყირჭებული ტენდენცია, არამედ ექიმის ტვინის მენტალური სიღრმე და სამყაროს მოვლენების ამოცნობის უნარი ადამიანში, რასაც მეექვსე გრძნობა ქვია. თანამედროვე მკურნალობები მარტივი ბრონქიტისაც კი, რადიკალურად განსხვავებულია ძველისგან .მცოდნე ექიმი ბრონქიტის მკურნალობის შემდეგ ერთ გრამ ნახველს არ ჩატოვებს სასუნთქ სისტემაში. რადგან, ნახველი არის——— ფილტვში ალფა ერთი ანტიტრიფსინის განადგურების საფუძველი. რომელზეც სასიცოცხლოდ ტრიალებს სასუნთქი სისტემა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights