გურიის მოამბე

მარინა ტოტოჩავა – რა კლავს და რა აცოცხლებს ადამიანებს რა იწვევს და რა აჩერებს სიმსივნეებს

ციკლიდან——-რა კლავს და რა აცოცხლებს ადამიანებს. რა იწვევს და რა აჩერებს სიმსივნეებს
მარინა ტოტოჩავა
ნაწილი პირველი
მთავარი მიზეზი კაცის —–ლიბიდოს, პოტენციის და ერექციის დაცემის. მთავარი მიზეზი სიმსივნეებამდე მისული ჰორმონული გადახრების.
როგორ დალაგდეს ჰორმონები , რომ ადამიანი არ მივიდეს სიმსივნემდე.
პროსტაგლანდინები
გაიგეთ რა არის დაჩქარებული სიკვდილის რეალური მექანიზმი. მისი აცილება ნამდვილად შესაძლებელია .
პროსტაგლანდინებზე სამჯერ მქონდა სტატია და უფრო მეტჯერ განვიხილე რეკომენდაციებში. ახლა თავიდან და სხვა მხრიდან შეგახედებთ ყველაზე სასიცოცხლო თემას, რომელსაც ზოგი მაინც უცხოპლანეტელივით უყურებს უცოდინარობის გამო. ეს კი ისეთი სასიცოცხლო საკითხია, არა თუ ექიმმა, არაექიმმაც კი უზეპირესად უნდა იცოდეს,რომ იცოცხლოს დიდხანს. ამ თემაში გაუცნობიერებლობა, პირდაპირი მიზეზია სიმსივნეების , ორგანოების გადაგვარების და ნაადრევი სიკვდილობის. რადგან, პროსტაგლანდინების გადახრა ყველა რთული დაავადების ხერხემალი და ადამიანების ცხოვრების არასასურველი თანამგზავრია. ადამიანი დაფიქრებულა——რატომ დაუსუსტდა ლიბიდო ან რატომ აქვს შაკიკი ან რატომ აქვს პრემენსტრუალური სინდრომი ან რატომ იტანჯება დაბალი ან მაღალი წნევით ან თავის ტკივილებით ან რატომ გადაუგვარდა ორგანოები ან რატომ დასჭირდა გულის სტენტირების ოპერაცია ან რატომ დასჭირდა თირკმლების დიალიზი ან რატომ გახდა საჭირო მისი რეპროდუქციული ორგანოების ოპერაციული ამოღება —-საშვილოსნოს, საკვერცხეს, მკერდის და სხვა ან რატომ გაუჩნდა კუჭ-ნაწლავში წყლული ან რატომ აქვს ეგზემა , ჭინჭრის ციება, დერმატიტი ან აკნე ან რატომ გაუხანგრძლივდა მაღალი ქოლესტერინი ან რატომ არ ეხსნება ფარისებრის პრობლემები ან რატომ უჭირს სიარული მტკივნეული ართრიტისგან, რატომ აქვს დამბლა და სხვა ბევრი ასეთი მტანჯველი ფაქტორები. უპირველესად კი ,ყველას აინტერესებს საიდან მოდის თრომბი და რა იწვევს ჰორმონების დიდ პრობლემას, რომელიც უხშირესად სიმსივნეებამდე მიდის.
თანამედროვე , მაღალი კლასის მედიცინის უცვლელი პოსტულატია———ჰორმონებს ალაგებს , ასევე თრომბის პრეცენდენტს აქრობს ნორმაში მყოფი პროსტაგლანდინები ,რაც თავისთავად ნიშნავს კიბოს შეჩერებას და ხანგრძლივ სიცოცხლეს.
პროსტაგლანდინები ანუ ცხიმში ხსნადი C—20 კარბოქსიმჟავები ციტოკინებია . ისინი ჰორმონებია, რომლებსაც სრული პასუხისმგებლობა აქვთ აღებული ანთებების, როგორც დაწყებაზე , ისე შეჩერებაზე—– იმის მიხედვით, თუ როგორ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში არიან თავად. ისინი შედიან ჰორმონების კლასში——ეუკოზანოიდები.
ევროპული და ამერიკული მედიცინის მაღალი და პროგრესული მხარეები უკვე განგაშს ტეხენ მათი სრული დაუნერგავობის გამო სამედიცინო სფეროში.ნაწილობრივი დანერგვა ხალხს მასიურად ვერ უშველის . რადგან,პროსტაგლანდინები ჰორმონებია, რომლებსაც სასიკვდილო თრომბის აცილებაში, ანთებების მორჩენაში და სიმსივნეების შეჩერებაში მთავარი როლი აქვთ. ჰორმონებთან მჭიდროდ დაკავშირებული პრობლემები, მაგალითად—-ენდომეტრიოზი, პროსტატიტი,კლიმაქსი,ფიბრომა,კისტები , მასტოპათია,წყლულები და მათთან მუდმივად თანმხლები თრომბული პრობლემები , ასევე , სხვა ბევრი დაავადება , რომ არ მივიდეს სიმსივნეებამდე , ამ დროს მოჭარბებული პროსტაგლანდინები და სხვა უჯერი ცხიმოვანი მჟავები ნორმაზე უნდა ჩამოვიყვანოთ. ამის დამბალანსებელი, ორგანული, ნატურალური პრეპარატები თავად არიან ჰორმონების მარეგულირებლები და სისხლის სიბლანტის ნორმის შემქმნელები.
როგორც ხშირად ვამბობ -მსოფლიო მედიცინის სტანდარტს —ადამიანმა რომ იცოცხლოს, სისხლს უნდა ჰქონდეს ნორმის ფარგლებში——პროტეოლიზურ-ფიბრინოლიზური აქტივობა. რომლის ფონზე არ არსებობს თრომბის გააქტიურება ანუ დაავადებები და სიკვდილობა. ეს არის მსოფლიოს ყველაზე მაღალი კლასის მედიცინის დაწერილი წესი. ამ აქტივობის ბალანსს ქმნიან პროსტაგლანდინების შემცველი ორგანული მედიკამენტები . პროსტაგლანდინური პრეპარატები ქმნიან სისხლის ისეთ სიბლანტეს,რომ აცილებულია თრომბიც და სისხლდენაც სისხლძარღვის გახეთქვისგან. ისინი აწესრიგებენ მონელებას .წყლულებს ახორცებენ ფიზიოლოგიურად და არა ქიმიური ზეწოლით და დროებითად. წყლულს კი არ მიაძინებენ კოლაგენის დროებითი ,სუსტი ჯაჭვის შექმნით,არამედ იმ არის ქსოვილს რეგენერირებენ ,აღადგენენ და აჯანსაღებენ,დაკლებული ნივთიერებების აღდგენით.
პროსტაგლანდინური პრეპარატები სასიცოცხლო სასწაულებს ახდენენ ——-ანუ კინინების და ფიბრინის სწორ გამომუშავებას . რითაც მართავენ ფიბრინოგენს. ფიბრინოგენის მართვა ნიშნავს სიცოცხლის მართვას და უპირობო დაცვას. არცერთი კიბოთ დაავადებული არ მოკვდება , ფიბრინოგენი თუ სწორად მართე. მხოლოდ ,ამ პრეპარატების ფონზე აღდგება დამბლები . რადგან ,კინინების და ფიბრინის სწორად გამომუშავება ნიშნავს —-კუნთის სიგნალების და ნეიროტრანსმიტერების აღდგენას, როგორც კიდურებში ისე გულის ,თირკმლის, ღვიძლის, ფილტვის და სხვა კუნთებში. კინინების და ფიბრინის სწორად შექმნა, რასაც ვაკეთებთ ექიმები პროსტაგლანდინების მართვით ,ეს ნიშნავს გულის კუნთის ისეთ გაჯანსაღებას, რომ ის დაცულია ინფარქტისგან .ასევე, ტვინის ნეირონების ისეთ სტატუსს, რომელიც დაცულია ინსულტისგან, სკლეროზისგან, დემენციისგან, ალცჰაიმერისგან. შესაბამისად, ასეა დაცული სხვა ორგანოებიც.
კინინები სისხლის ელემენტებია. ისინი ზემოქმედებენ—-სისხლზე, კუნთებზე, ნერვზე, ნეირონებზე, მიტოქონდრიებზე.ისინი ანთებების მორჩენაში მთავრებია და წნევას აბალანსებენ .ფიბრინი ფიბრინოგენისგან მიიღება. ფიბრინი უხსნადი ცილოვანი ნაერთია.ის სისხლის შედედების პროცესში იქმნება,როცა ფიბრინოგენზე ფერმენტი თრომბინი მოქმედებს. ანუ იქმნება ფიბრინოგენიდან სისხლის შედედების დროს. კინინი და ფიბრინი თუ ნორმიდან გადახრილებია——ესაა სიკვდილის შანსი, დამძიმებული დაავადებები,ტკივილი, შეტევა, ნებისმიერი მძიმე მდგომარეობა,ორგანოების ანთებების გამწვავებები ანუ ყველა გართულებული ვითარება. კინინი და ფიბრინი თუ სწორად წარმოიქმნება, ადამიანი იქნება ჯანმრთელი და არ ემუქრება -არც ორგანული შეტევა , არც სიკვდილი არც ანთების გამწვავება,არც კიბოთ სიკვდილი, არც ტკივილები. ამისთვის კი პროსტაგლანდინები უნდა იყოს ნორმა. პროსტაგლანდინების ნორმის ზევით მომატებაზე გოგირდი დაბლა ეცემა ორგანიზმში და ეს ამატებს თრომბწარმოქმნას. ნატურალური, ორგანული ანტიკოაგულანტები ანუ ეწ გამათხიერებლები ამიტომ არიან გოგირდის შემცველი მედიკამენტები.ამიტომ ვსაუბრობ ხშირად გოგირდზე, როგორც ანტითრომბული ფარმაკოლოგიური ფენომენების ბაზისზე.
პროსტაგლანდინების მეფური, ღვთიური ფუნქცია——-ადამიანის სასიცოცხლო სტატუსის შექმნაა . უპირველესად ამას აკეთებენ კინინის და ფიბრინის სწორი გამომუშავებით და თრომბის აცილებით. რაც ვერასოდეს მოხდება და პირიქით ზიანდება გრძელი ვადის -სისხლის გამათხიერებლებით. რომლებიც მწვავე პერიოდში,გეგმიურ მკურნალობამდე აუცილებელია, მაგრამ ხანგრძლივი მიღებით ზურგის ტვინს აზიანებენ, სადაც წყდება ადამიანის სიცოცხლის ბედი. ექიმის ანტითრომბული კლასი ანუ თრომბისგან და სიკვდილისგან პაციენტის დაცვა, ეს არის პროსტაგლანდინების მართვის საშუალებით სისხლის პროტეოლიზური და თრომბოლიზური აქტივობის მიღწევა. რაც ხორციელდება კინინის და ფიბრინის სწორი გამომუშავებით და ფიბრინოგენის კონტროლით და მართვით. ფიბრინოგენი ეს არის——— ადამიანი ადამიანში. რა დონის თანდაყოლი ალღო და მე 6 გრძნობა გაქვთ, ისე აღიქვამთ ამ წინადადებებს. ფიბრინოგენი რეაგირებს ადამიანის თითოეულ ცუდ საქციელზე, ცუდ ჭამაზე. ბრაზდება— ძღომაზე, სიძუნწეზე ,ცილისწამებაზე, ადამიანის დამცირება—- დაცინვაზე, გულგრილობაზე და ამის საპასუხო ჩივილებს იძლევა, ახალი თრომბის შექმნის ფონზე. ადამიანი ბედნიერი და სულიერად და ფიზიკურად გაჯანმრთელებულია ,როცა სიკეთეს აკეთებს ან ვინმეზე კარგს იტყვის. ადამიანი ყველაზე მეტად ზიანდება თავისი ჩადენილი ბოროტებისგან და ნათქვამი ცუდი სიტყვისგან .ცუდი სიტყვა ადრესატამდე კოსმოსს და მთელს პლანეტას მოივლის. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი რელიგიური ექსპერტების დასკვნების გარეშეც, ყველა მენტალურად სრულყოფილი ხედავს, რომ ჩადენილი დიდი თუ უმცირესი ბოროტება უკან მობრუნებული დაავადებები და სიკვდილია, არაამარტო ჩამდენისთვის, არამედ მთელი მისი მომავალი გენეტიკისთვის. ყველა ამ ფსიქოლოგიურ დარტყმას იღებს ფიბრინოგენი, რომელიც დგას ადამიანის სასიცოცხლო ჭიშკარში და მსგავს მორალურ გადაცდომებზე ფეიერვერკივით აფრქვევს თრომბებს. ეს ჭიშკარი ადამიანს ამ სამყაროში მაშინ დაეკეტება, როცა ფიბრინოგენი ვეღარ გაუმკლავდება არასწორი ცხოვრების დარტყმებს და სასიცოცხლო ფუნქციებს ამოწურავს. ამიტომაა სასიცოცხლო მისი გაჯანმრთელება. ადამიანი ვინმეს მიმართ , წამიერადაც კი ,თუ ფსიქიკაში ბოღმას ჩაიდებს ,ეს იწვევს კატექოლამინების -სეროტონინის ,ადრენალინის და სხვების მომენტალურ მატებას და თრომბირების განწყობას. თრომბს— არამარტო ანთება, ვირუსი , მიკრობი, ადრენალინი და სხვები იწვევენ, არამედ ზედმეტი ხმაური, ხმამაღალი მუსიკა და ბუნებრივია, ელდა და ცუდი ინფორმაციაც აპროვოცირებს. მაგრამ ,სასიკვდილო თრომბებს, მხოლოდ ,ნორმის ზევით მოჭარბებული პროსტაგლანდინები ქმნიან. ამის მიმღები და გამტარებელი ფიბრინოგენია. ექიმისგან ფიბრინოგენის სწორი მართვა ,ეს არის ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება და დიდხანს შენარჩუნება. ფიბრინოგენის სამართავი ორგანული ნატურალური მედიკამენტები, იგივე, ფილტვის და სხვა ორგანოების უკმარისობის მომხსნელი წამლებია .
ვერ შეაჩერებ ორგანოს დაზიანებას, ვერ მოხსნი უკმარისობას , ვერ შეუნარჩუნებ სიცოცხლეს—– ფიბრინოგენის მართვის გარეშე. ფიბრინოგენი თუ ნორმაა, ის იწებებს მოჭარბებულ თრომბს და გადაარჩენს არტერიას და სისხლძარღვს ინსულტ-ინფარქტისგან , ანევრიზმისგან, უეცარი სიკვდილისგან. უეცარი სიკვდილი არასოდეს არ არის რეალობაში უეცარი. ის ფიბრინოგენის რეზერვების სრული ამოწურვაა. იმისთვის ,რომ ფიბრინოგენი მოჭარბებულ თრომბებს ჩახსნის და ანეიტრალებს და ამით ადამიანს სიკვდილისგან იხსნის, ამიტომ ქვია მას მედიცინაში ასევე—ანტითრომბინ 1 . ფიბრინოგენის მატება თრომბოზია .მაგალითად, იშემიური ინსულტი, ხოლო კლება— ღია ან შინაგანი სისხლდენაა ჩაქცევით ან ჰემორაგიული ინსულტით და სხვა მძიმე პრობლემებით. უეცარი სიკვდილი, მისი ორივე პოლუსის ბოლოში დგას. ფიბრინოგენი მარკერია არამარტო გულის და სისხლძარღვის —ყველა ორგანოში, არამედ ათეროსკლეროზული სასიკვდილო ფოლაქების.
პროსტაგლანდინების მოჭარბების ფონზე ფიბრინოგენი უხსნად, წებოვან ფიბრინად გადაიქცევა და ქმნის სიკვდილსაშიშ თრომბს ანუ კოლტს .ანუ ფიბრინიდან მიიღება ჯანმრთელობაც და სასიკვდილო თრომბიც .ტექსტის სიმცირის გამო, რადგან უფრო დიდი ტექსტები არ იდება, მის მეტ დეტალებზე ვერ ვახერხებ საუბარს და მომავალში ამაზე ცალკე თემად ვისაუბრებ. სხვადასხვა მიზეზების მიუხედავად ალცჰაიმერის და დემენციის მთავარი მექანიზმიც ეს არის. ალცჰაიმერის გამომწვევი ამილოიდური ბალთებიც ზუსტად ფიბრინოგენის დარღვეული მექანიზმით ჩაწვება სისხლძაღვებში და კეტავს ტვინის კვებას. ფიბრინოგენი იმატებს სხვადასხვა დაავადებების დროს არასტაბილურად ანუ ერთი ანალიზით ვერ შეაფასებ. მაგრამ, რეალობა ის არის, რომ მისი მატება ან ზედა ზღვარი როცაა ან კლება ან ქვედა ზღვარი —–მეცნიერული მტკიცებით, სადღაც უჯრედების ნეკროზი დაწყებულია. უპირატესად კი ღვიძლში. რაც მორფოლოგიურ-ჰისტოლოგიური პრობლემაა და არ ჩანს გადაღებებზე. მაგალითად, ჰიპოთირეოზი, რომელიც ფარისებრის კეკლუცი ,თანმხლები დაავადება ჰგონია ზოგს , ფიბრინოგენის ქრონიკული მოშლა და პერიოდული მატებაა.
ნებისმიერი დაავადება, თუნდაც კიბო, იწყება სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევით. რაც ჯირკვალს ან ორგანოს კვებას უქვეითებს. მალფორმაციები ანუ სისხლის სამოძრაო, როგორც მედიცინის მსოფლიო ექსპერტები უწოდებენ ამ გზას ——- ჯადოსნურ გზაზე კოლტური დაბრკოლებებია და ქმნიან სიცოცხლისათვის რეალურად საშიშ პრობლემებს. კოლტი უკვე რამდენიმე თრომბის კონგლომერატია. მალფორმაციები კლავენ ადამიანებს, ამცირებენ სიცოცხლის წლებს . იხ ჩემი სტატია მალფორმაციები. პატარა თრომბები და ტოქსინები არ არის სწრაფად მკვლელები. საერთოდ გაოგნდებით ,მაგალითად, ყველაზე მეტად ფსორიაზის, ასევე,ეგზემის და ალერგიების დროს ,რა კოლოსალური სიჭარბის ტოქსინები აქვს ადამიანებს.
სისხლის დაზიანება გადამწყვეტია ყველა დაავადებაში,რაც ამ დროს ჟანგბადის და კვების მიტანას აბრკოლებს. ლათინურად ფიბრა—- ბოჭკოს ნიშნავს. აქედანაც მიხვდებით ,რომ პოლიპის, კისტის, თიაქრის, ფიბროზების , მიომების, მასტოპათიების და მსგავსი—— კოლაგენური ჯაჭვის რღვევების დროს ფიბრინოგენი მთავარი პირია დაზიანებებში, ისევე როგორც ნებისმიერი ორგანოს ყველა ანთებაში. ფიბრინოგენი სისხლის პლაზმის გლობულინია. ამ ტიპის ცილებთანაა დაკავშირებული ყველა ავთვისებიანი სიმსივნე, ლიმფომები, მიელომები და სხვა.
ადვილად თუ გილურჯდებათ კანი ან კანის ტრავმა მალე არ აღდგება,ფიბრინოგენი სიგნალს გაძლევს, რომ სისხლის სისტემა და ღვიძლი დაზიანებულია და ხანგრძლივი სიცოცხლე ვერ იქნება, თუ ფიბრინოგენი არ მართე. ფიბრინოგენი ყველაზე სწორად პროსტაგლანდინების დალაგებით იმართება. კოაგულოგრამა სისხლის დეფექტების და სიცოცხლის დასაჭერად ყველაზე მთავარი ანალიზია. მაგრამ ,წაკითხვას და მართვას გამოცდილი ექიმები სჭირდება .215 დან 300 მდე ფიბრინოგენის შედეგი კოაგულოგრამაში——— ეს არის მსოფლიო მედიცინის მეცნიერების დაწესებული —ფიბრინოგენის კრიტიკული ზღვრები .ანუ ადამიანის რეალური სიცოცხლისათვის ,ამ ციფრებზეც განგაშია საჭირო. 215 ს ქვევით მიმდინარეობს ჩაქცევის ან შინაგანი სისხლდენის სამზადისი. ხოლო 300 ს ზევით მოხდება უფრო სწრაფი თრომბოზი. უძვირესი მედიკამენტები რომ სვას ადამიანმა ,სიცოცხლეს დროებითაც ვერ დაიჭერ, თუ მინიმუმ ,ამ საზღვრებში მაინც არ დარჩა ფიბრინოგენი. ჯანმრთელობის გაუმჯობესება კი შეესაბამება 215 ს ზევით და 300 ს ქვევით პარამეტრს. ეს არის სასიცოცხლო ფიბრინოგენის უმოკლესი დახასიათება.რომელსაც ანუ სიცოცხლეს მართავ ფიბრინის და კინინის სწორი შექმნით. ეს კი არასოდეს მოხდება, თუ პროსტაგლანდინებს დეტალურად არ იცნობ და არ აკონტროლებ. ადამიანის სიცოცხლის დღეებს ამოკლებს გადაცდომილი პროსტაგლანდინები და უმართავი ფიბრინოგენი. ეს არის სიცოცხლის მთავარი საიდუმლო. კიბომდე ადამიანები მიდიან უმართავი პროსტაგლანდინებით. ადამიანები ჩივილებით და დაავადებებით იტანჯებიან უმართავი პროსტაგლანდინების გამო.
უამრავი შემთხვევაა ჩვენი ანუ ექიმების ტანჯული ცხოვრებიდან .უღატაკესი ადამიანები გადაგვირჩენია, სიკვდილსაშიში პოზიციებიდან, რომლებსაც წამლის ფულიც არ ჰქონდათ. თუ ექიმი ფიბრინოგენს ტვინიერად მართავს, ის ნებისმიერი მცირე საშუალებითაც აცოცხლებს პაციენტს.
1934 წელს ინგლისელმა მეცნიერებმა კვლევების დროს აღმოაჩინეს მჟავა, რომელიც ადაბლებდა მაღალ წნევას.ეს იყო—–პროსტაგლანდინი .თავიდან ფიქრობდნენ, რომ ის მარტო, კაცის პროსტატის ჯირკვალში იყო. შემდეგ ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ საშვილოსნო სასიცოცხლო აუცილებლობის დროს იკუმშებოდა მხოლოდ ცხიმის მეშვეობით ანუ პროსტაგლანდინით. ის მიიღება არაქიდონის ციკლში პროსტანოის მჟავისგან.
პროსტაგლანდინები უჯერი ცხიმოვანი მჟავებია , რომლებიც მიიღებიან თრომბოციტებისგან და სისხლძარღვების და არტერიების უჯრედებისგან . არაექიმიც კი აქედანვე მიხვდება ,რომ სასწაულ სასიცოცხლო ნაერთებზე ვსაუბრობ,რომლებიც სისხლის შემადგენლებისგან და არტერია– სისხლძარღვის კედლებიდან მიიღებიან. მათ მექანიზმებს თუ ჩაწვდები ღვთის გამოგზავნილებს შეადარებ .
უჯერი ცხიმოვანი მჟავები არიან ადამიანის ფიზიოლოგიის წარმართველები. პროსტაგლანდინებიც უჯერი ცხიმოვანი მჟავებია. სიცოცხლე და არსებობა უჯერ ცხიმოვან მჟავებზე ტრიალებს. ნორმაა უჯერი ცხიმოვანი მჟავები? -ეს უდრის ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს. იხ .ჩემი სტატია— უჯერი ცხიმოვანი მჟავები. პროსტაგლანდინების საცხოვრისი არის სისხლძარღვების და არტერიების კედლები . რადგან, ამ კედლებიდან მიიღებიან, სისხლძარღვების და არტერიების ჯანმრთელობა რაზეც ადამიანის მთელი ცხოვრება და ბედი ჰკიდია, მთლიანად არის დამოკიდებული პროსტაგლანდინებზე. საერთოდ, ეიკოზანოიდები ანუ პროსტაგლანდინების კლასი იქმნება არაქიდონის მჟავისგან. არაქიდონი იქმნება ფოსფოლიპიდებისგან და დიაცილგლიცეროლისგან. ფოსფოლიპიდებზე უამრავჯერ ვისაუბრე და გამუდმებით ვსაუბრობ .პროგრესული მედიცინა ამტკიცებს , რაც ბევრჯერ განვმარტე , რომ კოსმოსიდან შემოსული სასიცოცხლო ენერგია ადამიანში ლოკალიზდება სანაღვლე გზების და ნაღვლის ბუშტის ფოსფოლიპიდებში და აქედან ინაწილებს მას ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში. აკადემიურ მედიცინაში ქოლესტერინის მატება ,ამიტომ არის სასიგნალო მდგომარეობა—– რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა საფრთხეშია. მითუმეტეს, ბიოქიმიის სწორების გარეშე , მარტო სტატინების იმედზე. ბევრჯერ ამიხსნია , რომ ნაღვლის ბუშტი ისე ადვილად გადასაგდები ორგანო არ არის ,როგორც ეგონათ მასიურად. რა თქმა უნდა, იმ პოზიციის გარდა, როცა ქირურგი იტყვის, რომ ის ამოსაღებია ,რადგან სიმსივნის შანსებს შექმნის და ასევე—– გამოხატული სიყვითლით მიმდინარე ნაღველ -კენჭოვანი დაავადების გამწვავების დროს. ფოსფოლიპიდები მთავარი სასიცოცხლო გარსებია ყველა უჯრედის და სისხლძარღვის. ფოსფოლიპიდური შრე რომ თხელდება და იცრიცება ,ადამიანს ემართება რთული დაავადებები. ამ შრის უკიდურეს გათხელებას მოყვება ინფარქტ -ინსულტები, უეცარი სიკვდილი, სისხლდენები და სხვა.ფოსფოლიპიდი არის უჯრედის მთავარი დამცავი შრე .ის იცავს სიცოცხლეს .მკურნალობის დროს ერთი მთავარი მიზანი ფოსფოლიპიდური შრის განმტკიცებაა. გამოცდილ ექიმს ამ შრის ჯანმრთელობის შეფასება არა თუ სპეციალიზებული ანალიზებით ,არამედ სისხლის საერთო ან კაცის სპერმოგრამის ანალიზიდანაც შეუძლია. შესაბამისად, ეს შრე გათხელებულია პროსტატიტის და უფრო ძლიერ გაცრეცილია პროსტატის ადენომის დროს.
ფარისებრ ჯირკვალს ფოსფოლიპიდური შრე რომ ბოლომდე გამოეფიტება, ის სიმსივნური ხდება და უკვე საოპერაციო. ღვიძლის ციროზი ფოსფოლიპიდების უკიდურესი განლევის შემდეგ სტატუსდება. ამ შრის განლევის შემდეგაა— გულის ინფარქტი ,ინსულტი,დამბლა , ქრ ართრიტი და სხვა დაავადებები, მითუმეტეს, წყლული და კიდევ უფრო მითუმეტეს ——დემენცია, სკლეროზი, ალცჰაიმერი და სხვა.
ციკლოოქსიგენაზები —- Cox ,ფერმენტებია, რომლებიც მთავარ როლს ასრულებენ პროსტაგლანდინების ფორმირებაში.COX ებს მოაქვთ უჯრედში ანთების, ტემპერატურის და ტკივილის სიგნალები. Cox 1 მთავარი დამცველია კუჭ-ნაწლავის და მტკიცედ ეღობება წყლულების, ეროზიების და სიმსივნეების შექმნას. აბსურდია კუჭ-ნაწლავზე და წყლულებზე მკურნალობა, CoX 1ის და პროსტაგლანდინების მექანიზმების ფონური გააზრების გარეშე.COX 1 დამცველია არა მარტო კუჭ-ნაწლავის , არამედ ყველა ორგანოს დაავადების და გართულებების ამცილებელია. ცოქს 1 დიდ როლშია პროსტაგლანდინების ნორმა რომ შენარჩუნდეს ორგანიზმში. Cox-2 ანთებებს თავად იწვევ ს.ცოქს 1 მე- 9 ქრომოსომაშია კოდირებული, ხოლო ცოგს 2—-პირველში. ცოგს 2 ს ექიმები შევიცნობთ ჰორმონული გადახრების დინამიკაზე .ცოგს 2 თან დაკავშირებულია ყველა ტიპის ანთების გამწვავება. რადგან, ცოგს 2 ახდენს პროსტაგლანდინების მოჭარბებას. ცოგს 2 ის განსაკუთრებული გაავების შედეგია—–პოდაგრა, პოდაგრული ართრიტი, რევმატიული ართრიტი, ფსორიაზი და ფსორიაზული ართრიტი, ფარისებრის მძიმე უკმარისობა ,ჰიპოფიზის და თირკმელზედას სიმსივნეები——გამოკვეთილი სიმსივნური კერით ან კერის გარეშე, მხოლოდ ჰორმონული გადახრებით გამოხატული და სხვა.
ნებისმიერი გახანგრძლივებული დაავადება გენების და დეენემის რღვევით მიდის. ამიტომ არ რჩება დაავადებები, როცა სიღრმისეულად არ ხდება დაკვირვება და მართვა. არასტეროიდული პრეპარატები ბლოკავენ ცოგს 2 ს. მაგრამ ასევე, ბლოკავენ ყოველთვის საჭირო— ცოგს 1 საც, რომელიც დაავადებებისგან დამცავია. ძალიან ბევრჯერ მივუთითებდი არასტეროიდულების საშიშ გაშინაურებაზე მოსახლეობაში, მათი გართულებების გამო. გართულებების მომრავლების გამო, მსოფლიო მედიცინაში ისინი ახლა დამატებით კვლევებს გადიან. გადახრილი ცოქს 1ის მავნეობით ხდება ყველაფერი ცუდი, განსაკუთრებით—–კუჭ-ნაწლავში, ქოლესტერინში,სისხლძარღვებ –არტერიებში, შინაგან ორგანოებში, რეპროდუქციულ ორგანოებში , თირკმლებში, სისხლში ანუ თრომბირების ფაქტში.
დღევანდელ თემაზეა დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობა , სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა. ექიმისთვის მკურნალობის სასიცოცხლო ჩონჩხი არის, უპირველესად,რასაც მუდმივად ვიმეორებ —–ოპაც კოეფიციენტის გამოყვანა ანუ ოქსიდაციური სტრესის ხარისხის განსაზღვრა. რადგან ,თუ ორგანიზმში ოქსიდანტები სჭარბობს ანტიოქსიდანტებს, ეს არის სიცოცხლის დასასრული. თუ სისხლძარღვების ათეროსკლეროზით დაავადებული ადამიანი საღამოს ნაჯერი ცხიმით გამოიკვებება, მაგალითად, ძეხვს ან შებოლილებს ან ცხიმიან ხორცს შეჭამს ,ის შეიძლება ძილში დაიღუპოს, თუ მის ორგანიზმში ოქსიდანტების რაოდენობა მეტი აღმოჩნდება ანტიოქსიდანტებზე. ოქსიდანტების სიჭარბის ფონზე——ორგანიზმში ადამიანის მკვლელი წყალბადის ზეჟანგი მეტი გროვდება, მძიმე მეტალები ადვილად შეიჭრება და თავისუფალი რადიკალები წარმოიშობა, რომლებიც იწვევენ დაავადებებს, სიმსივნეებს, ორგანულ უკმარისობებს. თავისუფალი რადიკალების სიჭარბის ფონზე ბიოქიმია მახინჯად მიდის ,რის შედეგად ვერ ხდება წყალბადის ზეჟანგის გამოთავისუფლება რეაქციებიდან .რაც იწვევს ორგანიზმის ქრონიკულ, თითქმის ,შეუმჩნეველ ინტოქსიკაციას ; უჯრედების დეგრადირებას, დეენემის თანდათან დაშლას და არის გართულებების და სიმსივნეების მთავარი მიზეზი. ძალიან ბევრჯერ მივუთითე სტატიებში— წყალბადის ზეჟანგის თამამი გამოყენების მძიმე შედეგებზე. ამ ფაქტს ინსტიქტურად ხელს უწყობენ ნაკლები აზროვნების ადამიანები,რომლებიც ავრცელებენ აბსურდულ აზრებს წყალბადის ზეჟანგის სიკეთეზე. საერთოდ, სოციალური და გონებრივი დისონანსის ნიშანია ,როცა ადამიანი საჯარო სივრცეში საუბრობს და მოუწოდებს ისეთ თემაზე, რომელიც ურბილესად რომ ვთქვათ ——მის პროფესიულ სტანდარტებს არ შეესაბამება. აკადემიურ თემაზე საუბრისას მეტი გამბედაობა მეტად უცოდინარს აქვს და ეს ფსიქიატრიაში —-სალონური ჭკუასუსტობის კატეგორიას მიეკუთვნება. აბსურდს განიხილავს ურთულეს და ყველაზე საფრთხილო დარგზე — მედიცინაზე ,რომელსაც ექიმებმა ვერ გავუგეთ ყველაფერი ბოლომდე. ასეთ სიბრიყვეებს კი გლობალიზაციის წყალობით ,არამარტო მისი მეგობრები, არამედ, თითქმის, მთელი მსოფლიო კითხულობს.
ორგანიზმში მიმდინარე, სიცოცხლისათვის მებრძოლი —- მუდმივად მუშა ბიოქიმიის მილიონობით რეაქციის და ასევე სწორი მკურნალობების მთავარი მიზანია——-გამოაძევოს წყალბადის ზეჟანგი,რომლის დაგროვება——- კრებსის ანუ ლიმონმჟავას სასიცოცხლო ციკლის დაზიანება , უჯრედების დაფლეთვა,დეენემის დაშლა და სიმსივნეების ფონია.
შემდეგი ამოცანა- მკურნალობის დროს დეტალებზე გადასვლამდე, არის მატრიქსის შემადგენელი ნივთიერებების განხილვა ანუ რომელია მათგან მომატებული ან დაკლებული . პაციენტში ინდივიდუალურად უნდა გაიშიფროს, როგორც პროსტაგლანდინები ასევე—— პროტეოგლიკანები ,გლიკოზოამინოგლიკანები , იზოფლავონები, ფლავონოიდები, ლამინები , ლიგნანები და სხვა ჯგუფები. ისინი არიან გარე მატრისქის შემადგენლები და მართავენ მეტაბოლიზმს. მატრიქსა ეს არის ადამიანის სრული შემადგენლობა. მისი დეტალური აღწერა მოვახდინე სტატიაში—- გარე უჯრედული მატრიქსა. შემდეგ ახდენს ექიმი სხვა ნივთიერებების კლება მატების გამოთვლას და ამინომომჟავების გაანგარიშებას თითოეული გადახრილი პარამეტრის განხილვით ამ დაავადების კონტექსტში. როცა ექიმმა არ იცის ამ პაციენტში როგორი სტატუსი აქვს პროსტაგლანდინებს, იზოფლავონებს და მატრიქსის სხვა სასიცოცხლო ბირთვებს , რომლებიც მართავენ სიცოცხლეს , მკურნალობა ემსგავსება ბრმის ხეტიალს ბნელ ტყეში.
მედიცინა ყოველ წელს აღმოაჩენს კიბოს ახალ წამალს ,მაგრამ ადამიანები სიმსივნეებით მაინც იღუპებიან. კიბოს და საერთოდ, ყველა დაავადების მორჩენის უტყუარი საიდუმლო არ არის ერთ წამალში, არამედ გადაცდომილი პარამეტრების და გარე უჯრედული მატრიქსის ნივთიერებების ნორმების დალაგებაში და ჯანსაღი მეტაბოლიზმის მიღწევაშია .ერთი სახის წამალი სხვადასხვა ადამიანს ვერ მოარჩენს. დაავადებები ბიოქიმიურ სტანდარტებს ექვემდებარებიან .მაგრამ ,ყველა პერსონას ინდივიდუალური ბმა აქვს სამყაროსთან .ყველაში ერთი დაავადება სხვანაირად მიდის.
პროსტაგლანდინების ბევრი ფუნქციიდან გამოვყოფ—–1–კუჭ-ნაწლავის და სხვა ორგანულ სისტემებს იცავენ დიზბაქტერიოზისგან, ანთებებისგან,კიბოსგან 2—აკეთებენ თრომბის და შესაბამისად, ანთებების პროფილაქტიკას 3—აკონტროლებენ შინაგანი ორგანოების ჯანმრთელობას .4–აკონტროლებენ – ტემპერატურას და ტკივილებს.5–იცავენ ჰორმონებს გადაცდომისგან,ხოლო ორგანიზმს სიმსივნეებისგან. იცავენ ჰიპოფიზს და სხვა ჰორმონულ ჯირკვლებს , რომლებსაც ფიტავს და ანადგურებს ჰორმონული გადაცდომები.
ბევრ ადამიანს უწერია რადიოლოგის დასკვნაში——კალცინატები. ისინი პროსტაგლანდების ნორმის ზევით მეტობის დროს ჩაიკირება.კერძოდ, მოჭარბებული ციტოკინ-ლეიკოტრიენები კირავენ. კალცინატი ნებისმიერ ადგილზე ,მითუმეტეს გულში, არტერიაში ეს არის პერიოდულად დაძვრადი თრომბების მასიური ბაზა და სიცოცხლისათვის საშიში კერა.ზოგან კალცინატი—- ეს არაფერიაში გადის ,ზოგან კი ოპერაციული ჩარევით იშლება.კალცინატებს კონკრეტული მიზეზები აქვთ და მათი თანდათან დეზორგანიზაცია და ამით სიკვდილის კერის აცილება, კოლაგენის ჯაჭვის ნივთიერებების და ამინომჟავების აღდგენით სრულად შესაძლებელია .რადგან, უმოკლესი ახსნით,კალცინატი ეს არის კოლაგენის ჯაჭვის ჩაშლა ამ ადგილზე. თრომბი მხოლოდ დაზიანებულ სისხლძარღვში და დასუსტებულ კერაში ჩნდება.კალცინატი საღ ქსოვილში არ გაჩნდება .საშუალოდ დაზიანებულში შედეგიანად იმკურნალება.მაგრამ ,კალცინატი პეტრიფიკატის სახით, მხოლოდ ნეკროზისკენ წასულ უჯრედებში ლაგდება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ფარისებრის კვანძი ან სხვა —-ეს არაფერიათ იყოს შეფასებული,მაგრამ თუ რადიოლოგიურ დასკვნაში ტერმინ– პეტრიფიკატს ამოიკითხავთ , იჩქარეთ და გამოცდილი ექიმები მოძებნეთ, რომ ფარისებრის ბოლომდე გადაგვარება და მისი ან მისით გამოწვეული რომელიმე ორგანოს სიმსივნე აიცილოთ.
პროსტაგლანდინების გადახრაა სიყვითლით დაბადება ან ბილირუბინის მატება .შაბლონი გახდა ,ხშირად, ბილირუბინის მატების დროს მისი—- ჟილბერის დიაგნოზში ჩატენვა, გლუკურონილტრანსფერაზას ანალიზის გარეშეც კი. ბილირუბინის თუნდაც პერიოდულ მატებას ბევრი პათოლოგია ებმება და თუ სხვა არა– ფარისებრის სიმსივნის შანსი, თუნდაც 20 წლის შემდეგ მომატებულია. ბილირუბინის მატების დროს ევრო-ამერიკული სტანდარტით უნდა გამოირიცხოს——–ცე და ბე ჰეპატიტი; თიმუსის დაზიანება და ფილტვის წვრილუჯრედოვანი სიმსივნის შანსი, რომელიც ცნობილია, რომ იშვიათად დგინდება ევროპის კლინიკებშიც და ზედა სტადიებში მკურნალობას აღარ ექვემდებარება. ამ დროს ადამიანის სიცოცხლე განსაკუთრებული ექიმების უნიკალურ მოსმენის უნარზეა დამოკიდებული. რაც თუ დროულად დაფიქსირდა ადამიანი დიდხანს იცოცხლებს.ასევე, ბილირუბინის მატების დროს ირიცხება–ღვიძლის დაზიანების რომელიმე სტადია,ავთვისებიანი ქოლესტერინი,კიბო, მძიმე ვირუსები,ციტომეგალო, მონონუკლეოზი და სხვა .ბილირუბინის მატება ერითროციტების დაშლაა . ანუ სისხლი და მისი მთავარი ფიგურები რომ იშლება, ამას გისიგნალებს ანალიზში მომატებული ბილირუბინი .ბილირუბინის მატების დროს, უპირველესად, თიმუსის პრობლემას რიცხავ. თიმუსის ჰორმონები ნერვულ სისტემას ,ფარისებრს, ღვიძლს და ფილტვს მართავენ და აჯანსაღებენ. ბილირუბინის პრობლემის დროს გარდა ღვიძლის დაზიანებისა, ამიტომ არის—– ფარისებრის სიმსივნის დიდი შანსები ,შფოთვა , დეპრესიული განწყობები და თავისთავად, ფილტვის ღია ან ფარული პრობლემა. რადგან, თიმუსი და ფილტვი ერთი სისტემაა. ამ ყველაფრის უკან კი მომატებული პროსტაგლანდინები დგანან.
პროსტაგლანდინებს აქვთ ამფიპათიური სპირალები, რომლებიც მათი ნორმის დროს სისხლძარღვებს და არტერიებს ანმტკიცებენ და იცავენ—-გახეთქვისგან, ინსულტისგან, ინფარქტისგან, ანევრიზმისგან, სისხლდენისგან, უეცარი სიკვდილისგან. ადამიანი ქრონიკულ სნეულებებს, სიმსივნეს ან რომელიმე დაავადებას უძლებს და ჯერ კიდევ ცოცხლობს ამ სპირალებით, მანამ ,სანამ პროსტაგლანდინების ბოლომდე გადაცდომა არ მოხდება ნორმიდან. ამ სპირალებს აქვთ სიცოცხლის დამჭერი ორი ცენტრი, რაც იმართება ციკლოოქსიგენაზით ანუ cox -ით და პეროქსიდაზით. პეროქსიდაზებზე შესაბამის სტატიაში დეტალურად ვისაუბრე. მაგ—ჰემოგლობინი ვერ წარმოიქმნება პეროქსიდაზების გარეშე. ანემიები პეროქსიდაზების პრობლემაა. ანემიიდან სიმსივნემდე მანძილი უფრო მოკლეა, თუ ანემიის მკურნალობის დროს პეროქსიდაზებზე არ გექნება გათვლები.
ბოლომდე გადაცდომილი პროსტაგლანდინები ტელომერების დამოკლებისთვის დიდი ბიძგია. ტელომერები დეენემის კუდები ანუ ბოლოებია. მათ სიგრძით ზუსტად გაიგება რამდენი წელი სიცოცხლე აქვს დარჩენილი ადამიანს. რაც უფრო მოკლდება ტელომერები ,მით უფრო ეწურება სიცოცხლის წლები ადამიანს. რა თქმა უნდა, თანამედროვე მედიცინაში ტელომერების დაგრძელება შეიძლება, ამისთვის ვიყენებთ მისი პრეკურსორებს და ფერმენტებს. მაგრამ ,კრიტიკულ მდგომარეობამდე არ უნდა მივიდეს ადამიანი, როცა პროსტაგლანდინების მართვა სამედიცინო სტანდარტია. პროსტაგლანდინების კრიტიკული გადაცდომის გარეშე, ტელომერები დამოკლებას არ იწყებენ.
დამწყებმა ექიმმა უნდა იცოდეს, რომ ყოველთვის ჩადგება აბსურდულ მდგომარეობაში——–თუ არ ეცოდინება ვინ ვისი ფერმენტია. მკურნალობაში შედეგისთვის გარღვევას აკეთებენ კონკრეტული ორგანოს ფერმენტები. ზოგ ორგანოს რამდენიმე სპეციფიკური ფერმენტი აქვს. მთელი ცხოვრება უამრავი უძილო ღამით , რთული პაციენტის დანიშნულების გამოყვანის დროს ამ ფერმენტებს ვიძიებდი.პერიოდულად ,ზოგს ვასახელებ თემიდან გამომდინარე. სპეცფერმენტს თუ ინდივიდუალური მონაცემებით გაყვები ზუსტად გიჩვენებს სწორი მკურნალობის სტრატეგიებს.
პროსტაგლანდინები თუ ნორმაა მენსტრუაციის და მშობიარობის დროს დროს საჭირო დონეზე კუმშავენ საშვილოსნოს კუნთებს და სისხლდენას ააცილებენ ქალს .როცა ქალი მშობიარობაზე ატონიური სისხლდენით იღუპება, მას პროსტაგლანდინები ბოლომდე გადახრილი აქვს. ხშირად,მელოგინეს სიკვდილის გამო მეან-გინეკოლოგებს ებრძვიან. ამ დროს კი პროფილაქტიკური მედიცინა უფრო დამნაშავეა, ვიდრე ოპერატორი გინეკოლოგი ან მეანი. რადგან, პროსტაგლანდინების ნორმა ამ ქალის ორსულობის მეთვალურე გინეკოლოგს და თერაპევტს უნდა ემართა. ნორმის ფარგლებში მყოფი პროსტაგლანდინები ჰიპოფიზის თაოსნობით მშობიარობას უსაფრთხოდ ატარებენ .მელოგინეს იცავენ ნებისმიერი გართულებისგან .არ არსებობს მშობიარეს გარდაცვალება, თუ ორსულობის სწორი მეთვალყურეობის დროს პროსტაგლანდინები იმართა. რომლებიც კლასიკურ მედიცინაში დიდი ხანია ხატოვნად ——მშობიარობების ღმერთად მოიხსენიება.
ვისაც ჭარბსისხლიანი მენსტრუაცია აქვს, მას ჰორმონული პრობლემა აღენიშნება, მენსტრუაციაზე მეთვალყურე ამინომჟავების გადახრით ,პროსტაგლანდინების მოშლით და სიმსივნის შანსებით, თუნდაც წლების შემდეგ.
მეცნიერებამ შეისწავლა, რომ მენსტრუაციის წინა დღეებში საშვილოსნოს უჯრედები მეტ პროსტაგლანდინს ქმნიან და გამოაძევებენ .რომ ამით არასაჭირო უჯრედები განდევნონ. მეტი პროსტაგლანდინის გამოყოფით ,საშვილოსნო ბრაზდება, იკუმშება და უსარგებლო უჯრედებს გამოყოფს.ეს რომ არ მოხდეს, მაშინ ადგილზე მეტი პროსტაგლანდინი დარჩება. ეს კი გამოიწვევს სპაზმებს, საშვილოსნოს კრუნჩხვებს და მეტ ტკივილს. მენსტრუაციის დროს ძლიერი ტკივილი გამოწვეულია ჰორმონული უთახმოებით, კერძოდ, პროსტაგლანდინებს და პროგესტერონს შორის ბალანსის დარღვევით.ნორმის ზევით რაც უფრო ჭარბია პროსტაგლანდინი,უფრო ძლიერად იკუმშება საშვილოსნო და ტკივილიც მეტია. პროგესტერონის და პროსტაგლანდინების ნორმის დაუცველობა დიდი ნაბიჯია——- მასტოპათიების, ფიბრომების,მიომების, პოლიპების, კისტების, ენდომეტრიოზების, საკვერცხის პოლიკისტოზების და შემდეგ სიმსივნეების შანსებისკენ. ჯანმრთელ ქალს მენსტრუაცია დიდ პრობლემებს არ უქმნის.
პროსტაგლანდინების მატება ,უპირველესად უდრის ,თავის მტანჯველ ტკივილებს .თავის ტკივილის ყველა ეპიზოდის თუ შეტევის შემდეგ ჰიპოფიზი დეგრადირდება, სუსტდება და კიდევ უფრო ვეღარ უმკლავდება დაავადებებს .ასეთ ქალებს სიმსივნის მეტი შანსი აქვთ .მათ თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე უნდა გამორიცხონ, რომელიც უხშირესად შეუმჩნევლად მიდის. მაგრამ, ლაბორატორიულად ჰორმონულ გადაცდომებზე აისახება და ხშირად ანდროგენიზაციით გამოიხატება, კერძოდ—–აკნე, თმიანობა, გამუქებული კანი ზოგ ადგილებში , ეგზემა, დერმატიტი, ჭინჭრის ციება, შაკიკი ან სხვა .
პროსტაგლანდინების მატებაა—-დილის თავის ტკივილები და მაღალი ან დაბალი წნევა, ასევე—-კისრის , წელის, ხერხემლის ტკივილები .ოსტეოქონდროზის დიაგნოზში დამალულ პროსტაგლანდინების პრობლემას ბევრჯერ მიუყვანია ქალები სიმსივნეებამდე.
ვინც ნაადრევად კვდება ყველას პროსტაგლანდინების პრობლემა ჰქონდა. ადამიანმა კი უნდა იცოცხლოს 100 წელზე ბევრად მეტი. ჩამორჩენილი მენტალობის საზოგადოებაში 80 წლიდან ქალს ლობიოს სუნი ასდის. განვითარებულ ქვეყნებში, ქალბატონების უფრო მეტად ორგანიზებული და საინტერესო ცხოვრება 80 წლიდან იწყება. წიგნების წერა, მოგზაურობა, კონსულტირება დარგის მიხედვით, ახალი დარგების დაუფლება და სხვა.ქვეყნისთვის ადამიანების აკადემიურ გამოცდილაბაზე დიდი განძი არ არსებობს. მთავარია ,კარგად გაკონტროლებული ჯანმრთელობა . დაბალ ასაკს რომ უპირატესობა ჰქონდეს სიცოცხლისთვის, მაშინ არცერთი ახალშობილი არ მოკვდებოდა.
პროსტაგლანდინების ნორმა კუჭ-ნაწლავს იცავს წყლულებისგან,სიმსივნეებისგან .წყლული, ეროზია და კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემები მომატებული ან დაკლებული სიმჟავის ჩათვლით,ყოველთვის პროსტაგლანდინების დაზიანების გამოა. მკურნალობა არასრულფასოვანი , ზედაპირული და დროებითია ,თუ აქედან არ დაიწყო პრობლემის გამოსწორება.
თანამედროვე ადამიანი აუცილებლად დაფიქრდება—-რატომ აქვს შაკიკი. მისი მექანიზმი ბევრჯერ დეტალურად ავხსენი. უკიდურესად უმოკლესი ახსნით——ეს შარდოვანას ცვლის მოშლაა ,როცა ამონიუმი შარდოვანად სრულფასოვნად ვერ გადაიქცევა. გროვდება ამიაკის ნაშთები. ეს გამოიწვევს ყველაზე სასიცოცხლო ამინომჟავების დისბალანსს.ყველაფერი კი იწყება იმით, რომ ღვიძლს რომელიმე საკვების ტოქსინების რიცხვი არ მოეწონება, ჰორმონი გასტრინი გადაიხრება ,საჭმლის უწვრილესი ნამცეცი გაჩერდება ნაწლავის რომელიმე ადგილზე,იწყება მუცლის აორტის თრომბოზი და ღვიძლიდან მიკროთრომბები გადაისროლება თავის ტვინში. მიკროთრომბი გაჩერდება ყველაზე უფრო გაფუჭებულ სისხლძარღვში . ეს გამოიწვევს თავ-ზურგ-ტვინის სითხის დისბალანს და ჰიპოფიზის სპაზმს .ამას მოყვება წნევის აწევა ან უფრო ხშირად დაწევა, რაც ტოტალური სისხლძარღვოვანი და ჰიპოფიზის სპაზმის გამო აპარატზე არ აისახება და ნორმა გამოჩნდება.ეს კი იწვევს მტანჯველ ტკივილებს. ამ ყველაფრის სათავე ჰორმონალური მიზეზია .კერძოდ, პროსტაგლანდინების მატება, რაც იწვევს ჰორმონულ დისბალანსებს. ამიტომ უკავშირდება, ხშირად შაკიკის შეტევა მენსტრუაციის ახლო ვადებს ან ახალ მთვარეს ან მთვარის ჰეკატეს დღეებს, როცა ჰიპოფიზის სპაზმი ისედაც გაძლიერებულია იმ ადამიანებში, რომლებსაც ჰორმონალური პრობლემები აქვთ პროსტაგლანდინების სიჭარბის გამო.
საერთოდ, არც კი გაცივდები ანუ მწვავე რესპირატორული დაავადებაც არ დაგემართება ,თუ იმ დღეს რომელიმე ჰორმონის ცდომა არ არის.
პროსტაგლანდინების ჯანმრთელი წარმოება შეესაბამება უსასრულოდ ხანგრძლივ და ჯანმრთელობით ბედნიერ სიცოცხლეს, ანთებების და სიმსივნეების გარეშე .არა მარტო ექიმის ,არამედ თითოეული ადამიანის მთავარი მიზანი უნდა იყოს—-ხელი შეუწყოს ორგანიზმში პროსტაგლანდინების ჯანსაღ წარმოებას. ამისთვის კი ამ სასიცოცხლო თემას უნდა იცნობდეთ. გამოცდილ ექიმებთან თუ ვერ მოხვდებით, მომდევნო ნაწილში გეტყვით, ამ პრობლემის დასაძლევად რა უნდა ჭამოთ და როგორ მოიქცეთ.
პროსტატიტი, პროსტატის ადენომა—–კიბო , ლიბიდოს, ერექციის და პოტენციის დაცემა, ფონურად პროსტაგლანდინების დიდი პრობლემის და ძლიერი მოჭარბების გამოა.
თიმუსის განადგურება, რასაც მოყვება ფარისებრის ჰისტოლოგიური მსხვრევა და მისი კიბო, ასევე -ჩიყვები, ფილტვის კიბოები,პლევრიტი, ფილტვის რთული ანთებები,ფილტვების ემფიზემა, სარკოიდოზი, ფილტვების ფიბროზი და სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებები——-პროსტაგლანდინების დაზიანების, უფრო მეტად კი მატების გამოა.
სახსრების გართულებული ართრიტი და ართროზი არ მორჩება პროსტაგლანდინებთან სწორების გარეშე.
თირკმლის და საშარდე სისტემის დაზიანების დროს ბევრი ნივთიერებაა დაკლებული და მომატებული, მაგარამ დაზიანების სათავე მომატებული პროსტაგლანდინებია. პროსტატის ჯირკვალი მათი ერთი მკვიდრი საბუდარია.
ძალიან მომატებული პროსტაგლანდინები უდრის——-ტკივილს, ანთებებს, ასთმას, ასთმურ ბრონქიტს ან მაღალ ტემპერატურას. უძლიერესი ვირუსის დროსაც არ მოკვდება ადამიანი და არ გაურთულდება, თუ ციტოკინ–პროსტაგლანდინებს ნორმაში შეინარჩუნებ .კოვიდის დროს ციტოკინური შტორმით კვდებოდნენ ადამიანები. როგორც უკვე ვთქვი პროსტაგლანდინი მთავარი ციტოკინია.
ადამიანი რომელსაც აწუხებს ეგზემა ან დერმატიტი ან აკნე ან ქრონიკული ჭინჭრის ციება, ფონად პროსტაგლანდინების მატება აქვს და თითქმის, ბავშვობიდან თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობის რომელიმე ხარისხი. მან რა რაოდენობის კრემი ან მედიკამენტი არ უნდა მოიხმაროს, ეს არ მორჩება თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების დალაგების და პროსტაგლანდინების გაჯანმრთელების ფონის გარეშე. ამიტომაც არის დღევანდელი მსოფლიო მედიცინის ოფიციალური სტანდარტი,რომ ჩამოთვლილი 4 დაავადება არ არის დერმატოლოგის კომპეტენცია, ის ეკუთვნის ზოგად თერაპევტს ან გინეკოლოგს ან ენდოკრინოლოგს. თუ საჭირო დარჩა ,ზოგადი თერაპევტი მკურნალობის დროს გინეკოლოგის ან ენდოკრინოლოგის კონსულტაციას მოითხოვს ,ასევე დერმატოლოგისაც.საერთოდ,იმ ქვეყანაშია მაღალი დონის მედიცინა სადაც ზოგადი თერაპევტის რანგი მეტად აღქმული და დაფასებულია, რომელსაც კოლოსალური შრომა და მნიშვნელობა აქვს. მან სამყაროში არსებული ყველა დაავადება უნდა გაიაზროს და დააკონკრეტოს. რადგან, თერაპევტთან არ მიდიან ერთი კონკრეტული დაავადებით. ჩვენს ქვეყანაში წინა ათწლეულებში უფრო ჰუმანური და კოორდინირებული მედიცინა, ზოგადი თერაპევტის სტატუსის მეტი გამოყენების გამო იყო.
ადამიანები რომლებიც ეწამებიან———-აკნეთ, დერმატიტით, PMS-ით—–პრემენსტრუალური სინდრომი, შაკიკით,ჭინჭრის ციებით, კისტით, მიომით, ფიბრომით,მასტოპათიით,კლიმაქსით, ფარისებრის პრობლემებით,ოფლიანობით, ჰირსუტიზმით ანუ ბეწვიანობით, ესტროგენების სიმაღლით ან სიდაბლით და სხვა ჰორმონალური გადაცდომებით——მათ პროსტაგლანდინების დაზიანების მკვეთრი ფონი აქვთ.
ამ 4 დაავადების—-აკნეს, დერმატიტის, ჭინჭრის ციების, ეგზემის დროს ,გარდა თირკმელზედას ჰორმონების დაზიანებისა და პროსტაგლანდინების დიდი პრობლემისა ,ბევრი ნივთიერებაა დაქვეითებული .მაგრამ, აქ გადამწყვეტია ცილების შექმნის უნარის დაქვეითება. უპირველესად კი ცილა -ფილაგრინის. რაც გენური მუტაციის გამოა. ეს არღვევს მინერალების ბალანსს და კანიდან წყალი იკარგება .ფილაგრინის მთავარი ფუნქციაა– კანში აუცილებელი წყლის შეკავება და შედეგად ნორმული დატენიანება,კანის ბარიერული სიმტკიცის შენარჩუნების და კანში აუცილებელი ცხიმის და მინერალების ბალანსის ფონზე. ფილაგრინის დაქვეითება ნიშნავს, რომ კანში აღარ არის სასიცოცხლო ცხიმის და მინერალების საჭირო რაოდენობა და საკმარისი წყალი. ეს კი უდროს კანის სიმშრალეს. დიათეზის დროს ,ბავშვებში წითელი ლოყები ფილაგრინის დაქვეითებაა .კანი უმნიშვნელოვანესი დამცველობითი ორგანოა. ცილების დაქვეითება კოლაგენის ჯაჭვის რღვევაა .კანის ცილებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ ორგანიზმისკენ შეჭრილი ტოქსინების შეკავებაში. პროსტაგლანდინების მომწესრიგებელი ორგანული , ნატურალური მედიკამენტები სირტუინის ცილების გააქტივებით აღადგენენ კანის დაზიანებულ უჯრედებს. ეს მედიკამენტები კანის ბარიერულ ფუნქციას ისე აამაღლებენ, რომ კანიდან ვერ იჭრება —ფარისებრის , ღვიძლის, ასთმის, დიაბეტის ,წნევის, ფსორიაზის , ეგზემის და სხვა დაავადებების მაპროვოცირებელი ტოქსინები. კანს ექნება ნორმული ტენიანობა. აღარ გაჩნდება ნაოჭები და ადამიანი ნაადრევად აღარ დაბერდება.
როგორც ხშირად ვამბობ, ქრ რინიტის მკურნალობა ,მხოლოდ, ანტიბიოტიკით, აეროზოლით და ანტიჰისტამინურით,ურბილესად რომ ვთქვათ უკიდურესი ჩამორჩენილობაა. ჩვენთან ლარინგოლოგის ეტაპზე მთავრდება მისი მკურნალობა. თუმცა, მკურნალობამ მთავარი გაგრძელება თერაპევტსა და სხვა სპეციალისტებში უნდა ჰპოვოს. ქრონიკული რინიტის დროს ანთებითი მედიატორები გაავებულია და ბევრი დაავადებაა გამოსარიცხი, მათ შორის ვეგენერის გრანულომატოზი, რომელიც ფილტვის სიმსივნეს არ ჩამოუვარდება და რინიტი მისი ერთ-ერთი ჩივილია. შეიძლება რინიტი ,მხოლოდ მჟავა- ტუტოვანი გადახრის ფონზე იყოს სასუნთქ სისტემაში, თუმცა ეს გადახრა ფილტვის მძიმე დაზიანების დიდი შესაძლებლობაა. ქრონიკული რინიტის დროს ,რაც ბევრჯერ ავხსენი—– მომატებულია პროსტაგლანდინები და ასევე ხშირად ინტერლეიკინ 6 იც. ქრ რინიტის დროს ინტერლეიკინ 6 ის და პროსტაგლანდინების მატებას მწყობრიდან გამოყავს გლუტათიონის დამცველობითი ფუნქცია და გზა ეხსნება ძლიერი ტოქსინების და სიმსივნის შემქმნელი რადიკალების დაგროვებას ორგანიზმში. ამიტომ არის ხშირად, ზოგი ტიპის ქრ რინიტი—– კიბოს თანმხლები დაავადება.
როგორც ვთქვი ,პროსტაგლანდინების მატება იწვევეს ქრონიკულ ანთებებს. მეცნიერულად დამტკიცებულია——–PGi2 ის მატება გულის და სახსრის დაზიანების დროსაა. პროსტაგლანდინი TNM თუ ნორმაა მუდმივად ახდენს თრომბის პროფილაქტიკას. ე 1 და ეფ ის მატება იწვევს ქრ დიარეას ანუ აშლილობას. ე და ი 2 ის მატება ბლოკავს კუჭის იმ აუცილებელ მჟავებს ,რომლებიც სიმსივნეებთან მებრძოლებია. ე და ე ფი თუ ნორმაა——-მშობიარობა უმტკივნეულოა. ასევე ამ ორის ნორმის დროს არის მამაკაცების საშველი და სიხარულის აღმავლობა ანუ ნორმაში მყოფი ე და ეფი ლიბიდოს და პოტენციას ამატებენ და სპერმას ააქტიურებენ .პროსტაგლანდინი ე ს მატება ანთებას აძლიერებს, შეშუპებას და ტკივილს ამატებს. ეს იქნება სახსარი თუ სხეულის სხვა მიდამო . ე 14 და ე 2 ტემპერატურას ამატებს, რადგან მოქმედებს ჰიპოთალამუსზე
. ა 1 ე და ი 2 ამცირებენ მაღალ წნევას. ე და ეფი ბრონქზე და ფილტვებზე მოქმედებენ. ისინი მომატებულია ფილტვების მძიმე ანთების, ფილტვის კიბოს, სარკოიდოზის და ფილტვის ფიბროზების დროს და მავნე ზეწოლას ახდენენ ფილტვებზე . ეფ 2 ის მატება უდრის ბრონქოპსპაზმს. თუ ბრონქოსპაზმის დროს ისეთ მედიკამენტებს გამოიყენებს ექიმი, რომლიც ე ფ 2 ს დაადაბლებს , ბევრი წამლები აღარ დასჭირდება. ე 2 ის და ეფ ორის მატება იწვევს სპონტანურ აბორტს. ა 2 ის და ი 2 ის მატება გულის დაავადებებია. ჰარვარდის და მსოფლიოს სხვა ყველაზე ძლიერი საკვლევი ცენტრების ბოლო მონაცემებით—– დე 2 ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედია. თუ ის ნორმაა —-ალცჰაიმერი, დემენცია, სკლეროზი , ინსულტი არ იქნება. ეფ 2 ეღობება არტერიაში და სისხლძარღვში თრომბის ჩაწოლას .ე 2 რომ ნორმა ხდება—–ტკივილი, იშემია, ლორწო, ასთმა, კუჭ-ნაწლავი, ტემპერატურა ნორმალიზდება .პროსტაგლანდინების მოშლილი სინთეზი და მატება ააქტიურებს კანცეროგენებს. ე 1 და ე 2 ზემოქმედებენ ჰიპოფიზის ჰორმონებზე და ამის გამოა თავის ტკივილები. ჰიპოფიზი მივა თუ არა სიმსივნემდე , ეს დამოკიდებულია პროსტაგლანდინების და სხვა უჯერი ცხიმოვანი მჟავების ნორმებზე. მომატებული უჯერი ცხიმოვანი მჟავების და პროსტაგლანდინების დროს—– ბიოქიმიურად მახინჯი რეაქციები მიდის. საუბარია ყველაზე კეთილშობილ –უჯერ ცხიმოვან მჟავებზე. რადგან ,უკვე არაექიმებაც იციან, რომ ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები მეტად დამზიანებელია . ანუ როგორც ხედავთ, უჯერის მომატებაც საშიში ყოფილა. დასკვნა—– სასიცოცხლოც რომ იყოს ნივთიერება ,ის ნორმა უნდა იყოს . ნებისმიერის გადახრა უკვე არ შეესაბამება ჯანმრთელობას. ე 14 ის და ე 2 ის მატება ფარისებრის დაზიანებაა. მათი ქრონიკული გადაცდომით ფარისებრი კიბოსკენ მიდის.
პროსტაგლანდინების რეგულირების გარეშე არ მორჩება———იმპოტენცია, სისხლის დაავადებები, კუჭ-ნაწლავი, წყლულები,ჰორმონული გადახრები, შინაგანი ორგანოების დაავადებები, თვალი, თირკმელი, ფილტვი, გული, წნევა თრომბი და სხვა. უკიდურესი ტანჯვით განვლეს ცხოვრება უსინათლო ადამიანებმა, როცა შეიძლებოდა მალევე გაერჩიათ ფერები და მეტიც .
ნებისმიერი უსიამოვნო შეგრძნება და დისკომფორტი დაკავშირებულია თრომბით სავსე დაშლაკულ არტერიასთან და სისხლძარღვთან და თრომბის საშუალო სისწრაფით გადაადგილებასთან. სწრაფი გადაადგილება ემბოლია ან სიკვდილია. პროსტაგლანდინების ნორმის დროს არტერია და სისხლძარღვი არ დაიშლაკება და სასიკვდილოდ არ განეწყობა.
ადამიანების სიცოცხლისთვის , მათი დარწმუნებისთვის, გაფრთხილებისთვის ისევ მივუბრუნდები ნივთიერებების მატება-კლების დამზიანებლობის პრობლემას. სიცოცხლისათვის უფრო საშიში და გართულებების სწრაფი შემქმნელია მათი მატება. ისევ, ზევით განხილულ მაგალითს განვავრცობ—–ჩივილების არმქონე ადამიანებმა, რომლებმაც ღამით შეჭამეს შებოლილები ან ძეხვი ან ცხიმიანი ხორცი, მათ ორგანიზმში, როგორც ვთქვი ,ოქსიდანტები მეტი დაფიქსირდება ვიდრე ანტიოქსიდანტები. ანუ ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები პროცენტულად იქნება უჯერზე მეტი. ისინი ღამით გარდაიცვალენ არც თუ ისე დიდ ასაკში. ასეთი შემთხვევები ბევრი ვიცით .უკვე არაექიმმაც იცის, რომ ნაჯერი ცხიმი ცუდია .
სისხლძარღვების ათეროსკლეროზს გამოხატული, მყვირალა ჩივილები არა აქვს. ამიტომ ,უმკურნალოდ, სიცოცხლის ბეწვის ხიდზე დადის ბევრი ადამიანი. რამე რომ არ ტკივა ადამიანს , ჰგონია ,რომ არაფერი სჭირს. მაგრამ, პერიოდული წნევა, მომატებული ქოლესტერინი და წონა, გაზრდილი მუცელი, ხვრინვა——ამათგან ერთიც კი სისხლძარღვის ძლიერი ათეროსკლეროზის დასტურია.
უჯერი ცხიმოვანი მჟავები არიან სიცოცხლის წყარო. მაგრამ, მხოლოდ იმ დროს——- როცა მომატებული არ არიან . სწორედ კეთილშობილი, სიცოცხლის წყაროდ წოდებული უჯერი ცხიმოვანი მჯავების ანუ პროსტაგლანდინების მატებაა ეს ჩამოთვლილი დაავადებები , რომლებიც ჰორმონებს გადახრიან და სიმსივნეებამდე მიდიან. ხოლო როცა ნორმაში არიან, პირიქით აცილებენ სიმსივნეებს ადამიანს. ისევ ვიმეორებ სასიცოცხლო დასკვნას—– სიცოცხლის ელექსირი, უკვდავების წყაროც რომ იყოს ნივთიერება ——-მისი მეტობა და კლება დაავადებებია. ნივთიერებების ნორმაა სიცოცხლის საფუძველი და სიმსივნეების პროფილაქტიკა. მეცნიერებამ დაამტკიცა, როცა ორგანიზმში უჯერ ცხიმოვან მჟავებზე ოდნავ მეტი გროვდება ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები ადამიანი ამ დისბალანსის გამო ძალიან მალე კვდება. მაგრამ, ასევე ავადდება და კვდება უჯერი მჟავების მატების გამოც ანუ რაზედაც დღეს ვსაუბრობ.იხ, ჩემი სტატია—– უჯერი და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები.
სასიცოცხლო ჭეშმარიტებასთან და მკურნალობის დადგენილ სტანდარტთან საერთოდ არ არის ახლოს- ექიმის ჩატარებული დახმარება თუ პაციენტში არ დაითვლება—- უჯერი და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, პროსტაგლანდინები, პროტეოგლიკანები, იზოფლავონები, გლიკოზოამინოგლიკანები, ლამინები და სხვა –მატრიქსის შემადგენელი სასიცოცხლი ჯგუფები , ასევე ოქსიდანტების და ანტიოქსიდანტების რაოდენობა.
პროსტაგლანდინების გადახრა ყოველთვის ჰორმონების პრობლემასთან არის დაკავშირებული. ნორმაში მყოფი პროსტაგლანდინები იმუნიტეტის მთავარი ამწევებია.ისინი მეტაბოლიზმის მენეჯერებს და ანთებების მთავარ მარკერებს აწესრიგებენ.
ფეხის კრუნჩხვები პრიმიტიული აღქმით ,მხოლოდ, მაგნიუმის ნაკლებობად ფასდება. ამ დროს ბევრი ნივთიერებაა დაქვეითებული .ფეხის კრუნჩხვის მთავარი მიზეზი მომატებული პროსტაგლანდინებია. კუნთის კრუნჩხვები ტერფის პერიოდული ტკივილებით , კუნთის თუნდაც ლოკალური მცირე ატროფით, ყლაპვის პერიოდული მცირე გაძნელებით,მომავალი ამიოტროპული ლატერალური სკლეროზის გამოხატულებაა. ამიტომ ფეხის კრუნხვას დროზე უნდა დახმარება .ფეხის კრუნჩხვა კლასიკური სიგნალია, მომავალი დამბლის ან ინსულტის ან სკლეროზის.
გაჩერდება თუ არა სისხლდენა ანუ სისხლი თუ შედედდება დროულად ,ეს დამოკიდებულია თრომბოქსანზე .ის მთავარი პროსტაგლანდინია და წარმოიშობა თრომბოციტებისგან. ის აწებებს თრომბოციტებს და აჩერებს სისხლდენებს. თრომბოქსანი ნორმის ზევით ყოველთვის მომატებულია დიაბეტის და სისხლძარღვების ათეროსკლეროზის დროს. მისი მატების გარეშე არ არსებობს —-ინფარქტი, ინსულტი, მაღალი წნევა და ორგანოების ანთებები. დიაბეტური განგრენა თრომბოქსანის სიმაღლის პიკია.თრომბოქსანს თუ დაბლა ჩამოიყვან და ფიბრინოგენს მართავ ,არა თუ განგრენა, ადამიანი დიდხანს იცოცხლებს და სიკვდილის შანსი აღარ არსებობს. ეს არის სიცოცხლის საიდუმლო ფორმულა და ნებისმიერი დაავადებისგან მეცნიერულად და პრაქტიკულად დადასტურებული ხსნა.თანამედროვე მედიცინით, თუ ბოლო სტადიები არ არის, გულის ქრონიკულ უკმარისობას ოპერაციული ჩარევა და სტენტი არ დასჭიდება ,თუ თრომბოქსანს, ფიბრინოგენს და დეენემის ნუკლეოტიდებს მართავ .თრომბოქსანი ვაზოკონსტრიქციულია ანუ სისხლძარღვებს ავიწროებს და წნევას მაღლა სწვეს , როცა ის მომატებულია. ანუ ის სასიცოცხლოა სისხლდენის და კოლაფსოიდური მდგომარეობის დროს. ნორმაში მყოფი პროსტაგლანდინი თრომბოქსანად საჭირო დროს გადაიქცევა. როცა მომატებული თრომბოქსანი ზედმეტ ვაზოკონსტრიქციას მოახდენს ანუ სისხლძარღვ—- არტერიას შეავიწროებს და ამით ორგანულ შეტევებს და სიკვდილსაშიშ მდგომარეობას შექმნის,სხვა პროსტაგლანდინები რომლებიც ვაზოდილატატორებია ანუ არტერიების და სისხლძარღვების გამაფართოებელი , ისინი ამ დროს ჩაერთვებიან . მაგრამ, ამისთვის ისინი ნორმაში უნდა იყვნენ. ანუ როცა თრომბოქსანი ნორმიდან გადახრილია-მოულოდნელად თრომბებს ქმნის. ამ დროს ჩაერთვება სხვა პროსტაგლანდინები, რომ გააფართოონ არტერიები და სისხლძარღვები და თრომბი დაშალონ ან გაატარონ,რომ სისხლმა ადვილად დაშალოს. ეს არის სიკვდილის აცილება. ანუ პროსტაგლანდინებზეა მთლიანად დამოკიდებული ——სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა და ადამიანის გადარჩენა და სიცოცხლე.
ჰორმონებთან დაკავშირებული ყველაფერი—- პროსტაგლანდინებზე გადის. არცერთი დაავადება არ მორჩება და ადამიანი ვერ იცოცხლებს პროსტაგლანდინების ნორმის გარეშე.
ჰიპოფიზის და ყველა ჰორმონული პრობლემა , თავის ტკივილები, მთლიანად არის დამოკიდებული პროსტაგლანდინებზე.
თრომბი და ათეროსკლეროზული სისხლძარღვი პროსტაგლანდინების სიჭარბეა. რომელიმე პროსტაგლანდინის სიჭარბის გარეშე არ იქნება —- სტაბილური მაღალი წნევა , დიდი წონა, დიარეა და სეროტონინის მატება , ტინიტუსი, ღვიძლის და სანაღვლეს არცერთი პრობლემა და სხვა.
არაქიდონის მჟავას ბიოქიმიური ტრანზიტი გადის ციკლოოქსიგენაზას –cox-ის ფიზიოლოგიურ ბილიკებზე .სწორედ ეს ბილიკებია ფიზიოლოგიურ -ბიოქიმიური სქემები სადაც ხდება სწორად და ადამიანის სასიცოცხლოდ მოქმედი პროსტაგლანდინების და თრომბოქსანების შექმნა. ეს გზა მოიცავს ნორმაში მყოფ ციტოკინებს. ნებისმიერი მძიმე დაავადება, სიმსივნე, ტკივილი, ტემპერატურა, შეტევა ,თრომბი, ძლიერი ვირუსი და ყველა დისკომფორტი ამ გზის დარღვევა და ——ციტოკინების ნორმის ზევით მატებაა . ვიმეორებ—-პროსტაგლანდინი—— მთავარი ციტოკინია. დეგრადირებული არაქიდონი -ციტოკინური შტორმია .არაქიდონი თუ ნორმაშია , მაშინ მისი მთავარი ფუნქციაა გადაარჩინოს—-სისხლძარღვები, ვენები , არტერიები ,კაპილარები და აცოცხლოს ადამიანი. განამტკიცოს უჯრედის გარე მემბრანების ფოსფოლიპიდური შრე. რომლის დასუსტება მძიმე დაავადება ან სიკვდილია. ამიტომ ვსაუბრობ სულ ფოსფოლიპიდებზე. მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის არაქიდონი გადაიქცევა საჭირო პროსტაგლანდინად. ჩემი ტვინი ადამიანის მკურნალობის დროს აზარტულად არის გადართული ფოსფოლიპიდების გადარჩენაზე და განმტკიცებაზე. რადგან ,ამის შედეგი გარანტირებული სიცოცხლეა. ფოსფოლიპიდური შრის გახეთქვაა ინფარქტი,ინსულტი, სისხლდენა და სიკვდილები. არაქიდონის სწორი დაჟანგვით ხდება ფიზიოლოგიური ციკლოოქსიგენაცია და მიიღება ნორმაში მყოფი პროსტაგლანდინები და თრომბოქსანი და ფოსფოლიპიდები. ეს ნიშნავს, რომ არც სისხლძარღვი გასკდება და არც თრომბი იქნება. ეს ნიშნავს სიცოცხლეს და მუდმივ ჯანმრთელობას ,როცა დაავადებები და ყველა ტანჯვა აცილებულია. ამისთვის—ექიმმა უნდა აკონტროლოს პროსტაგლანდინები.
ისევ გამოვკვეთავ , მედიცინის მეცნიერების დადასტურებულ პოსტულატს, რადგან სასიცოცხლოა—–ჰორმონულ ანთებებს და ენდოკრონოლოგიურ გადახრებს იწვევეს მომატებული უჯერი ცხიმოვანი მჟავები და მომატებული პროსტაგლანდინები, რომლებიც თავად უჯერი ცხიმოვანი მჟავებია.
როგორ მორჩება ბოლომდე დაავადება, თუ მექნიზმებში მთავარი გათვლა პროსტაგლანდინებზე არ არის. რადგან, მათ მიჰყავთ მთავარი აღლუმი ანთებებში, ტკივილებში, ჰორმონულ მოშლებში , ენდოკრინოლოგიური დაავადების მექანიზმებში, ვირუსის გართულებებში, სიმსივნეებში.
პროსტაგლანდინების გადახრა ქმნის სიცოცხლისთვის ყველაზე საშიშ დაავადებებს და კიბოებს. ორგანული მედიკამენტები , რომლებიც პროსტაგლანდინებს შეიცავენ , მათი გამაჯანსაღებელია . მაგალითად, ისინი არიან ყველაზე ძლიერი ანტიჰისტამინური მედიკამენტები, რომლებიც წარმატებით ცვლიან ქიმურ ანტიჰისტამინებს.მეცნიერულად დადგენილია– ქავილი და გამონაყარი ეს არის უჯერი ცხიმოვანი მჟავების და ზოგი პროსტაგლანდინის მატება ნორმის ზევით. ქავილის და გამონაყრის დროს ადამიანი მწვავე პერიოდის შემდეგ,ხელოვნური ანტიჰისტამინურების იმედზე არ უნდა დარჩეს ,რადგან ეს დახმარება დროებითია . ანტიჰისტამინურით დესენსიბილიზაცია მხოლოდ დროებით აძინებს ალერგიის გამომწვევს აგენტს .აღდგენითი ეტაპი ხელოვნური ფორმით არასოდეს არის მომგებიანი ხანგრძლივი სიცოცხლისათვის.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის 80 , 90 იანი წლების სტუდენტებმა და ამის შემფასებელმა სტრუქტურებმა კარგად იციან, რა უმაღლესი დონის სწავლება მიმდინარეობდა მაშინ . ფარმაკოლოგიის კათედრის გამგეს —–უგენიალურეს პიროვნებას—– დავით კვაჭაძეს მთელი ევროპა იცნობდა ,როგორც თავისი დარგის კორიფეს. ის ლექციებზე ძალიან დეტალურად გვიხსნიდა პროსტაგლანდინების ნორმის———- უკიდურესად სასიცოცხლო მნიშვნელობას.
სტატიებით ისედაც გამოკვეთილ სასიცოცხლო თემებზე ვამახვილებ ყურადღებას. ამ ციკლში მკვეთრად გამოკვეთილი სასიცოცხლო თემები იქნება. მეორე ნაწილში განვიხილავ, როგორ დავეხმაროთ საკვებით და სამკურნალო სტრატეგიებით პროსტაგლანდინების ნორმის შენარჩუნებას. ხოლო მომდევნო ნაწილებში გაგრძელდება ციკლი იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა ნივთიერებების ნორმა აჩერებს სიმსივნეებს. 100 პროცენტით ვიცი ,რომ ამათგან ბევრი ნივთიერების სახელს პირველად აღიქვამთ. გაგრძელება იქნება.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights