მასტოციტოზი-უჩინარი მუდმივი საფრთხე და დაკარგული სიცოცხლის წლები
საიდან რეკავს სიცოცხლის ნაადრევად დასრულების ზარი
თანამედროვე ადამიანმა უნდა იცოდეს რა არის პოხიერი უჯრედები
მარინა ტოტოჩავა
ქრონიკული ალერგია არ არსებობს
საიდან მოდიან სიმსივნური ნეოპლაზმები ? რა არის ის მთვლემარე ვულკანი, ადამიანს რომ თავი ჯანმრთელი ეგონა და ერთ დღეს, მისი აფეთქების გამო კიბოს ან სხვა რთული დიაგნოზით გაიღვიძებს. ვინ არის იმუნიტეტის მხედარი და მესაჭე , ვისაც შეუძლია ჯანმრთელობა სასურველ მხარეს შეაბრუნოს? რას ითხოვს ადამიანებისგან ორგანიზმი , რომ კიბოს გზას არ გაყვეს და ჯანმრთელობა შეინარჩუნოს? ამ თემაში რაც ფენომენებზე მაქვს საუბარი —-ციტოკინები, ძვლის ტვინი, ტერპენები, ჰისტამინი, სეროტონინი და სხვები, ყველა, ცალკე სტატიებად მაქვს დეტალურად განხილული. ახლა კი მხოლოდ, მასტოციტოზთან კორელაციაში განვიხილავ.
რა არის პოხიერი უჯრედები? მისი სახელწოდების რამდენიმე ინტერპრეტაციაა———მასტის უჯრედი, მასტოციტი, ჰეპარინოციტი, ლაბროციტი, ერლიხის უჯრედები ,ქსოვილოვანი ბაზოფილი. ეს ჩამონათვალი ერთი და იგივეს ნიშნავს და პოხიერი უჯრედების სახელებია. პოხიერი უჯრედების მოშლაა ყველა, რთული და საშუალო სიმძიმის პათოლოგია, კიბოს ჩათვლით . თუ ნორმაში გაქვს პოხიერი უჯრედები ,მაშინ ჯანმრთელი ხარ. დაავადებები, მითუმეტეს ,კიბო არ გემუქრება და ძალიან დიდხანს იცოცხლებ. იმუნიტეტის არცერთი რეაქცია არ ხდება ძვლის ტვინის და მასტოციტების ანუ პოხიერი უჯრედების მთავარი მონაწილეობის გარეშე. სიცოცხლის აღვირი ხელში უჭირავს ძვლის ტვინს და პოხიერ უჯრედებს. მათი გადახრა კი დიდი პრობლემების მაცნეა. ნორმიდან გადახრილი პოხიერი უჯრედები მთავარ როლში არიან ნებისმიერ დაავადებაში ,რაც ადამიანებს აზიანებს. ესაა —-ალერგია, ფილტვის ფიბროზი, ეგზემა, პოდაგრა, შაკიკი, ფილტვის და სხვა ორგანოების დაზიანებები, სიმსივნეები,შეშუპება , ფილტვების ანთება და სხვები. განსაკუთრებით, იმ დაავადებების დროსაა სწრაფად გადახრილი ,რასაც მეტი ლორწო ახლავს. ნებისმიერი ტიპის ანთების საფუძველი ლორწოვანი ექსუდატია . მაგალითად ,პნევმონია და სხვა ორგანოების მძიმე ანთებები,რინიტი, პროსტატიტი,ბრონქიტი,ალერგია და სხვა.
როგორც კი დაიწყებს პოხიერი უჯრედები გამრავლებას, მაშინვე ხდება რომელიმე ორგანოში ან მთელს ორგანიზმში მიკრობული ფლორის აყვავება . გახანგრძლივებულ ანთებას ებრძვი სადმე? ანუ გგონია ბაქტერიული ანთების კონსტანტირების შემდეგ ფლორა ასე აყვავდა? არა. გაქრონიკულებული იმიტომაა პროცესი, რომ პოხიერმა უჯრედებმა პათოლოგიური გამრავლება დიდი ხანია დაიწყეს . ქრონიკული პროცესის მიმდინარეობის ბედი გამოვლინებამდე იყო გადაწყვეტილი. მარტო ანტიბიოტიკით ამიტომ ვერ რჩება გაქრონიკულებული ანთებები ნებისმიერ ორგანოში. იმუნიტეტის მქონეს არასდროს არ უქრონიკულდება ანთებები. პოხიერი უჯრედების უხვი გამრავლებით იწყება ჭრილობის გართულება, ნაწოლის ჩამოყალიბება, რთული ანთებები ,ორგანოების დაზიანებები.
ყველაფერი, ყველა დისკომფორტი, ადამიანის ცუდათ ყოფნა ,ქრონიკული ანთებები, მოურჩენელი დაავადებები,ზედმეტი სიგამხდრე, ზედმეტი სიმსუქნე, უსიამოვნო შეგრძნებები, სიმსივნეები,ნებისმიერი გახანგრძლივებული დაავადება,ფსიქოზის პრობლემა ,ქრონიკული ართრიტი თუ კუჭ-ნაწლავი , კისტები, ცისტები, პოლიპები და სხვა წარმონაქმნები, ნებისმიერი შემაწუხებელი სამედიცინო პრობლემა, ფსიქიკური თუ ფიზიკური წუხილი , ჯამში ხანმოკლე სიცოცხლე —-უკავშირდება გაავებულ, გამრავლებულ მასტოციტებს და მისი გამრავლების და აფეთქების შემდეგ ,მისგან გამოქცეულ,იმპულსების ტონალობადაკარგულ , გაშლეგებულ ნეიროტრანმისტერებს. ყველა დიდი და საშუალო პრობლემა იწყება პოხიერი უჯრედების ზედმეტი გამრავლებით და გააქტივებით. რასაც მოჰყვება —ჰისტამინის , სეროტონინის , ციტოკინების ,კატექოლამინების ,მათ შორის ადრენალინის თერაპიული ნორმებიდან ამოვარდნა და გაცხოველება. კიბო არ არსებობს სეროტონინის და ადრენალინური სინდრომის გარეშე.
მასტოცოტოზი ერთი ტიპის დაავადება არ არის. თანამედროვე მედიცინაში მისი განმარტებაა——ეს არის სხვადასხვა დაავადებათა ჰეტეროგენული კატეგორია, რომლის დროსაც მასტის უჯრედები მრავლდება ორგანოებში . ჰეტეროგენული დაავადებები ნიშნავს –სხვადასხვა წარმოშობის, განსხვავებული თვისებების დაავადებებს. დაავადებათა 80 პროცენტის უკან დგას მასტოციტოზი და ადამიანებმა ხშირად არ იციან თავიანთი რეალური დიაგნოზი.
მასტოციტოზს, თანამედროვე მედიცინა უწოდებს იმ მდგომარეობას, როცა საკუთარი იმუნიტეტი ადამიანს დაუნდობლად ებრძვის. ყველაფერი რაც სეროტონინის, ჰისტამინის, ციტოკინის და კატექოლამინების აღელვებას უკავშირდება ეს მასტოციტოზია. თუ სუფთა კანზე ქავილის შემდეგ ჭინჭრის ციება განვითარდა ეს მასტოციტომაა . ღვიძლის ყველა დიდი პრობლემა ყოველთვის პოხიერი უჯრედების დაზიანებას უკავშირდება. თუ ადამიანს პოხიერი უჯრედების უკიდურესი გამრავლება აქვს , მას უკვე ციროზი აქვს ან მისი მახლობელი სტადია .თუ პოხიერის გადაგვარების გამო ღვიძლი საბოლოოდ , შეუქცევადად არის გამოსული მწყობრიდან ,მაშინ ჯი იმუნოგლობულინი მატულობს. ქრონიკული ჰეპატიტის ბოლო სტადიაში, ღვიძლი რომ ან ციროზისკენ ან კიბოსკენ გაუხვევს ჯი იმუნოგლობულინი მატულობს.
პოხიერი უჯრედების გამრავლების შეკავება დიდი ხანი რომ ვერ ხდება, ამიტომ მიდიან ადამიანები კიბომდე .უზუსტესი დიაგნოზები და თანამედროვე მკურნალობები აჩერებენ პოხიერი უჯრედების გამრავლებას. მაგრამ, დიდი პრობლემა ის არის, რომ ადამიანები ექიმებთან ხვდებიან დაგვიანებით————ძლიერ სენსიბილიზებული, გამოფიტული, დეგრადირებული, გამრავლებული პოხიერი უჯრედებით, რომლებიც ყოველი აფეთქების დროს უკიდურესად ძლიერ შხამებს აფრქვევენ ორგანიზმში; გამშრალი, სიცოცხლისუნარდაკარგული, ფუნქციებჩამკვდარი ძვლის ტვინით და დაკნინებული თირკმელზედა ჯირკვლით. შესაბამისად, ფუნქციებმოშლილი, დასუსტებული ღვიძლით. ასეთ ადამიანებს იმუნიტეტი , თითქმის, ნულზე აქვთ დასული ,რადგან პოხიერი უჯრედები იმუნიტეტის ხერხემალი არიან. ძალიან დასუსტებული თირკმელზედა ჯირკვალი ბენზინის ცარიელს ავზს ჰგავს ,როცა ადამიანს მანქანით გადაადგილება სურს.
რა ხდება პოხიერ უჯრედებში გრანულების ყოველი გახსნის და აფეთქების დროს? გააჩნია აფეთქების მასშტაბებს. შედეგი შეიძლება იყოს ალერგია ან ქავილი ან დიარეა —–ძლიერი ან მცირე , მომენტალური აშლით ან ინფექცია ან ეგზემა ან ფსორიაზის განახლება ან სახის სიწითლე ან კლიმაქსური ალები ან ფსიქიკის აგზნება ან ქცევითი აშლის გამწვავება ან კიბოს დაწყება ან სხვა.
.პოხიერის აფეთქებაზე საუბარი იგივეა რაც ჰისტამინის , სეროტონინის ,ციტოკინების—- ლეიკოტრიენების გაავების აღწერა. პოხიერი უჯრედები შეიცავენ ჰისტამინს, სეროტონინს , ციტოკინებს—-ლეიკოტრინებს, პროსტაგლანდინებს. გამწვავებისას ისინი სკდებიან და უძლიერესი შხამებით ადამიანის ორგანოებს წამლავენ. რისი გამოხატულებაა სხვადასხვა დისკომფორტული ჩივილები და დაავადებები.
ჰისტამინი
როგორც ვთქვი, მაპროვოცირებელი ფაქტორების შედეგად პოხიერი უჯრედების გრანულების დეგრანულაცია ხდება და სწრაფად დაიძვრება მათგან ჰისტამინი, სეროტონინი, ციტოკინები— ლეიკოტრიენები .შესაბამის სტატიებში ციტოკინებზე — ლეიკოტრიენებზე დეტალურად ვისაუბრე . ეს ნივთიერებები არიან იმუნიტეტის საყრდენები, როცა ისინი ნორმაშია. როცა გრანულებიდან დაიძვრებიან, მაშინ არიან გადახრილი და გაავებული.
ჰისტამინი ქიმიური ხასიათის , ძალიან მავნე, აზოტშემცველი ნივთიერებაა .ის ბერძნულად ქსოვილოვან ჰორმონს ნიშნავს. თირკმლის და ღვიძლის ჩუმი დაზიანება უკვირთ ადამიანებს. არასწორად ნამკურნალები ალერგია არის აზოტის ნაშთების დაგროვების სათავე. შედეგი კი დაზიანებული ღვიძლი, თირკმლები და სხვა ორგანოებია. ჰისტამინი ძლიერი ბიოგენური ამინია. ის ბევრ სასურსათო პროდუქტებშია. პროდუქტებში ის წარმოიქმნება ამინომჟავა ჰისტიდინის დეკარბოქსილირების დროს. ამ ცუდი და ადამიანისთვის მეტად საზიანო პროცესის ანუ ჰისტამინის გაავების დამაჩქარებელია მიკრობები, რომლებიც პროდუქტების შენახვისას დარღვეულ პირობებში მრავლდებიან. მაგალითად, თევზში ჰისტამინი გროვდება რეწვიდან გაყინვამდე. ა ნუ თევზის მოპოვებიდან მის გაყინვამდე პერიოდში. მითუმეტეს, თუ თევზის შენახვა გაყივნამდე თბილ პირობებში მოხდება ან სამაცივრო რეჟიმის დარღვევით. ჰისტამინი თევზში ასევე გროვდება, დამუშავების დროს ტექნიკური პირობების დარღვევისას .ის ძალიან ტოქსიკურია. ადამიანის ღვიძლი ვერ უძლებს ისეთ პროდუქტებს, სადაც ჰისტამინი დასაშვებ ზღვარზე მეტია. რაც ნაკლებია სახელმწიფო კონტროლი პროდუქტებზე ,მით მეტია ადამიანები დაზიანებულ ღვიძლით. სასიცოცხლო ამინომჟავების დაშლაში ჰისტამინს დიდი მავნე როლი აქვს .სასურსათო ობიექტებში, რაც მეტი დრო იქნება ხორცი ქათამი, თევზი , ძეხვი, სოსისი, წვენები უმაცივროდ, მით მეტი შხამი გროვდება ჰისტამინის სახით.
პოხიერი უჯრედების ჯერ გამრავლება და შემდეგ დეგრანულაცია არ უნდა მოხდეს, რომ არ გამოხეთქოს მათგან — ჰისტამინმა, სეროტონინმა, ციტოკინებმა. თუ პოხიერ უჯრედებში წყნარი გარემოა და არ ხდება მათი აგრესიული გამრავლება და გამოთავისუფლება, მაშინ არ არის——–ალერგია, ეგზემა ,ფსორიაზი ,ფსიქოზები, ღვიძლის დაზიანება, ქრ რინიტი, ორგანოების უკმარისობები , ბევრი დისკომფორტები და სხვა. თუ იმატებს პოხიერი უჯრედების და ბაზოფილების სინთეზი ესეიგი ჰისტამინი, სეროტონინი ,ციტოკინები იმატებენ .ჰისტამინი ნერვული სისტემის ნეიროტრანსმიტერია. ის არეგულირებს ენდოკრინულ სისტემას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციებს ,წონას, კუჭის წვენის მჟავობას და სხვა .
ჰისტამინის სიჭარბის, გამრავლების და აგრესიული გამოვარდნის სტიმულია——-სიცივე, ასკარიდები, ფსიქიკური სტრესი, მწერების ნაკბენი,ხელოვნური კვება,ალკოჰოლი, ცხელი სასმელები,ზღვის პროდუქტები, ასპირინი, იბუპროფენი, შებოლილი პროდუქტების სოუსი, სუში და სხვა . ეს ის მომენტია, როცა ტოქსინებს ღვიძლი ვეღარ უმკლავდება . მითუმეტეს, თუ ადამიანში ფონია——სიყვითლით დაბადების, გადატანილი ბოტკინის დაავადების, ალფა ერთი ანტიტრიფსინის ნაკლებობის, ცე ჰეპატიტის ,ჩიყვის, ნარკოტიკის ან პლანის მოხმარების და სხვა . ჰისტამინის სიჭარბეს განაპირიბებს,ასევე, სასუნთქი გზების ბაქტერიები. ალერგიის, ჭინჭრის ციების, დამწვრობის, სხვადასხვა ორგანოების ანთებების ან უკმარისობის, ინტოქსიკაციების, ეგზემის, ფსორიაზის , ფსიქიკური აშლის ,ბრონქოსპაზმის, ტაქიკარდიის, წნევის ცვალებადობის, ნებისმიერი შეტევის ,დიარეის და სხვა თერაპიული სტატუსების დროს —– ჰისტამინი ველური ფორმით გამოიჭრება პოხიერი უჯრედებიდან და იწვევს უამრავ ჩივილებს. მის გაავებულ შემოჭრას ორგანიზმში აპროვოცირებს ასევე——რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები, მაღალმოლეკულური საინფუზიო სითხეები, ის ხელოვნური ტოქსიკური საკვები, რასაც ღვიძლი ვერ ფილტრავს . ასეთი მაპროვოცირებელი ბიძგების დროს ჰისტამინი, მოჭარბებულ ციტოკინებთან—- ლეიკოტრიენებთან ერთად გამოდის. იწვევს რომელიმეს—–ბრონქების სპაზმს, წნევის ცვალებადობას ,სისხლის შეგუბებებს და გულის და სხვა ორგანულ უკმარისობებს; სისხლძარღვთა ყველაზე მძიმე პრობლემას ———განვლადობის მომატებას, რასაც მოჰყვება ბევრი დაავადება და მდგომარეობის დამძიმება——– შეშუპება, თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის ნივთიერებების აგზნება, რის გამოც სისხლში ჭარბდება ადრენალინი. რაც გამოიხატება—პულსის პერიოდული აჩქარებით, კუჭის ჯირკვლების სეკრეციის მატებით, გულის პრობლემებით, ალერგიებით, ფსიქიკის პრობლემებით. როგორც ხედავთ, კატექოლამინების ,კერძოდ, ადრენალინის პათოლოგიურად გამააქტიურებელი—– ჰისტამინია. ადრენალინური სინდრომის გარეშე კიბო არ არსებობს, არც ფსიქიკური გადახრები არც დიარეა—-ნაწლავთა აშლა და სხვა. ანუ ჰისტამინი ყველაფრის მაპროვოცირებელია, დაწყებული მცირე ალერგიიდან და ასთმური ბრონქიტიდან —სიმსივნეებმადე და ფსიქოზებამდე .მედიცინა აღიარებს—– ჰისტამინის რეცეპტორები თუ სწორად იმართება, ეს ნიშნავს———დამარცხებას ალცჰაიმერის, ჭკუასუსტობის, ქცევითი აშლების, ფსიქიკური გადახრების, კიბოს, შიზოფრენიის და სხვა. ჰისტამინის განსაკუთრებული მავნეობა იმაშია ,რომ ის ახდენს ნივთიერებების შხამებად გადაქცევას, რასაც უპირველესად ღვიძლის ჯანმრთელობა ეწირება. რადგან ,ღვიძლი მუდმივად ტოქსინების განეიტრალებაზე მუშაობს. გარდა პოხიერი უჯრედისა ჰისტამინი არის ბაზოფილებში. თუ სისხლის საერთო ანალიზში ,ბაზოფილი ერთით მაინც მომატებული ,ამ ადამიანში ქრონიკული პროცესებია და პოხიერი უჯრედების ღრმა დაზიანება. ჰისტამინის რეცეპტორებზეა დამოკიდებული უშუალოდ——–სისხლძარღვების ტონუსი, გულის და კუჭ-ნაწლავის მუშაობა, ჰორმონების გამოყოფა. განსაკუთრებული მავნეობები და ორგანიზმის დიდი ზანი მის h1 რეცეპტორებს უკავშირდება. რადგან, განსაკუთრებით ის აპროვოცირებს ფსიქიკური პრობლემების გამწვავებას , აუტიზმებს . როგორც ვთქვი, თუ ჰისტამინი ,ორგანიზმის უპირობო ჰორმონთა მეფის სამფლობელოში შეაღწევს ანუ თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვან შრეში,მ აშინ გამოიყოფა ჭარბი ადრენალინი, რასაც უკავშირდება უამრავი დიდი პრობლემა .მათ შორის——-ტაქიკარდია, ნევროზები, კუჭ-ნაწლავის დაზიანება, დიარეა, ჩიყვი,მაღალი და დაბალი წნევა, ფსიქოზები , შიზოფრენიის გამწვავება, ქცევითი აშლების განახლება ;ასთმის, ეგზემის, ფსორიაზის შეტევა , ნევროზის შეტევა, ჰერპესის გამწვავება, აუტიზმის გააგრესიულება და სხვა.
შიზოფრენიის, ქცევითი აშლის, აუტიზმის, ფსიქოზების, მძიმე ალერგიების ,ეგზემის , ჩიყვის და ბევრი მძიმე დაავადების, მათ შორის კიბოს სათავეც ———თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრეა . ანტიდეპრესანტები თანდათან, ტვინოვანი შრის დეგრადაციას ახდენენ. პოხიერი უჯრედებიდან გამოსული გააგრესიულებული ჰისტამინი ამ შრის გამღიზიანებელია. ყველაფერი——- ძნელად შესაკავებელი, აგზნებული და პათოლოგიურად დაჩქარებული ,ჩიყვის თირეოტოქსიკოზის ჩათვლით, თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის აგზნებიდან მოდის. თირკმელზედა ჯირკვალშია ფსიქიკის და მეტაბოლიზმის ტვინი.
არის უამრავი შემთხვევები -ადამიანი მენტალურად და ფსიქოლოგიურად, ჯანმრთელი, გონიერი და მგრძნობიარეა, ფიქრობს სწორად, მაგრამ ძალიან გაავებული პოხიერი უჯრედების და მათ მიერ ორგანიზმის ძლიერი ინტოქსიკაციის გამო, აქვს არაადექვატური საქციელები და ასეთი დიაგნოზები——-შიზოფრენია ან ქცევითი აშლა ან მძიმე ნევროზი ან ფსიქოზები და სხვა.
ადამიანის დამზიანებელი და გამანადგურებელი პათოლოგიური პროცესი ზვავივით მოდის ზედმეტად გამრავლებული პოხიერი უჯრედების გახსნიდან და მისგან ამ შხამიანი ფენომენების გამოსვლიდან. ჰისტამინი ან საკვებიდან შედის ადამიანში ან ორგანიზმში ენდოგენურად გამოიყოფა .ის ჭარბი აქვთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დაბალი აქვთ ორი ფერმენტი და მაღალი აქვთ რამდენიმე ვიტამინი და სასიცოცხლო სამი ნივთიერება. ეს ფერმენტებია ——ჰისტამინმეთილტრანსფერაზა და დიამინოქსიდაზა. რა ამატებს ჰისტამინს?——-მეტრონიდაზოლი,ვერაპამილი, მეთიკლოპრამიდი, ბე12ის ნაკლებობა, რესპირაციული ინფექციები,დაზიანებული კუჭ-ნაწლავი და ღვიძლი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და სხვა .
სახის უეცარი შეწითლების ან კლიმაქსური ალების დროს ჰისტამინი ბევრი გადმოისროლება. ამ დროს კუჭის წვენი გააგრესულებულია. ასეთი მექანიზმი კუჭის წყლულების შექმნაში მონაწილეობს.
უსმენს ექიმი ფილტვს და ისმის მსტვინავი ხიხინი. ეს ყოველთვის არის ჭარბი ჰისტამინის ხარჯზე. ბავშვებში ეს არ არის ფილტვების ანთება. თუმცა ზრდასრულში, თუ ჭარბი ჰისტამინი დაძველებულია , შეიძლება ფილტვების ანთებაც და კიბოც კი იყოს .მსგავსი შემთხვევები ბევრია.
დავაკონკრეტებ-მასტის უჯრედები ამრავლებენ ჰისტამინს. მასტის უჯრედებს პათოლოგიურად ააქტივებს მასტოციტოზი .ჰისტამინის შედეგებია ——ასთმა, არითმია, დიარეა, სიწითლე, ალები, თავის ტკივილები, წნევის დაცემა და აწევა, ცხვირის შეშუპება, კუჭის აშლა, ალერგიები, ეგზემა,ფსორიაზი , ფსიქოზები ,ორგანული უკმარისობები და სხვა. წ ნევა არ დაეცემა თუ ჰისტამინის რეცეპტორი არ გააქტიურდება.
კუჭის წვენი და ნაღვლის წვენი სასიცოცხლო შადრევნებია, საიდანაც მოჩქეფს სიცოცხლე. მათზე ტრიალებს ყველა დაავადების სიმძიმე. კუჭის და ნაღვლის წვენი იმართება ჰისტამინით.
ჰისტამინის სირთულის დასტური ისაა, რომ მისი მეტაბოლიზმი ხდება მონოამინოოქსიდაზას მეშვეობით. იხილეთ ჩემი სტატია—- მონოამინოოქსიდაზა. ჰისტამინი მაშინ გამოდის ორგანიზმში პირველი მავნებლობისთვის,როცა შემოჭრილი ანტიგენი ურთიერთობაში შედის იმუნოგლობულინ e სთან.
ჰისტამინი ბევრია ამ პროდუქტებში ანუ არ უნდა ჭამო, თუ თუნდაც იშვიათი პერიოდული ქავილი გაქვს———–ძველი ყველი, პარმეზანი, გუდა, შამპანური, ღვინო, ავოკადო, ბადრიჯანი, ისპანახი, ძეხვი, სოსისი, სოუსები, შებოლილები, შებოლილი თევზი სოუსში და სხვა.
სეროტონინი
სეროტონინი მიიღება ამინომჟავა ტრიფტოფანისგან. სეროტონინს ქვია 5 ჰიდროქსიტრიპტამინი. სეროტონინის დეგრადაცია ხდება ,მხოლოდ მონოამინოოქსიდაზით. პრობლემაა სეროტონინის—- ეს ნიშნავს პრობლემა გლობალურია. სეროტონინის რეცეპტორები განთავსებულია———-ტვინის ჰიპოკამპში, ნაკერის ბირთვში, თავის ტვინის ქერქში. სეროტონინს ბევრი რეცეპტორი აქვს. მათი გააქტიურება რთული პათოლოგიებია .მაგალითად, 5 ht3 რეცეპტორის აგზნება იწვევს ნატრიუმის და კალიუმის არხების სრულ მოშლას. გადახრილ ამ ორ ელემენტს უამრავი მძიმე დაავადება შეესაბამება ,თირკმლების გაჩერების ჩათვლით. რას ვნიშნავ სეროტონინის რეალური და არა ხელოვნური მკურნალობის დროს?——-იმ ნატურალურ უნივერსალურ ნივთიერებებს, რომლებიც სიმსივნეების თანამედროვე მკურნალობაა .ანუ ამ დროს მკურნალობის მიზანი—– პოხიერი უჯრედების პათოლოგიური გამრავლების შეჩერებაა . გამრავლებული მასტოციტებიდან გამოქცეული, გაავებული სეროტონინი რომ ამინომჟავა ტრიფტოფანის ცვლას მოშლის ,ამინომჟავების დალაგება ურთულესი ხდება. ფსიქიკის ღერძი და ყველა ნევროზის და ფსიქიკური დაავადების გაავების მაგისტრალი ტრიფტოფანზე გადის.
კონკრეტულად მასტოციტოზი
დაავადებებია,რომლებიც ვითარდებიან ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილში პოხიერი უჯრედების გამრავლებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მასტოციტოზის ორი სახე დააკლასიფიცირა. კანის და სისტემური .კანის მასტოცოტოზის ტიპებია—1—-ურტიკარია–ჭინჭრის ციება.2——-პაპულურ-მაკულური მასტოციტოზი 3——–კანის მასტოციტომა 4—–კანის დიფუზური მასტოციტოზი.
რაც შეეხება სისტემურ მასტოციტოზს, ის ყველა ორგანოში შეიძლება მიმდინარეობდეს—–ძვლის ტვინში, თავის ტვინში, სისხლში, სხვადასხვა ორგანოთა სისტემაში. მაგალითად ,ადამიანს შეიძლება ქრონიკული კოლიტი ჰქონდეს ან დიარეით ან შეკრულობით და არ ურჩებოდეს, რადგან ზედაპირულად და არასწორად მკურნალობდეს .ეს კი ძალიან ხშირ შემთხვევაში მასტოციტური ენტეროკოლიტია .რომელიც შეტანილია ცნობილ სამედიცინო შეცდომათა კლასიფიკაციაში. ასეთივე შეცდომებია ძვალ-სახსართა და ღვიძლის მასტოციტოზის დროს.
სისტემურის ფორმებია-1-აგრესიული მასტოციტოზი ორგანოების დაზიანებით2——-პოხიერუჯრედოვანი ლეიკოზი, როცა მასტოციტების 30 პროცენტზე მეტი ძვლის ტვინშია. 3——მასტოციტოზი ლიმფომის მსგავსი და სხვა. სისტემური მასტოციტოზის დროს პოხიერი უჯრედები კუმულირებულია– კანში, კუჭში, ნაწლავებში, ლიმფურ კვანძებში, ელენთაში, ძვლის ტვინში. ადამიანს შეიძლება ეგონოს ,რ ომ არაფერი სჭირს. მითუმეტეს, ხან ასევე ეუბნებიან. ის კოლიტზე, დიარეაზე, გასტრიტზე ,ნაღვლის ბუშტზე, ქოლესტერინზე, ასთმაზე, სახსრებზე ან სხვა რომელიმე მდგომარეობაზე მკურნალობდეს . სისტემები დაზიანებულია. ადამიანს ჩივილები აქვს და ეს მდგომარეობა არ კლავს . მაგრამ, თუ ბევრი პოხიერი უჯრედი დაგროვდება ძვლის ტვინში ,ლეიკემიის ან ლიმფომის ფარული ფორმა განვითარდება. იქმნება ბაზისი სიმსივნეების და ადრე გარდაცვალების. რაც მეტი პოხიერი უჯრედი გამრავლდება, მით ნაკლებია სიცოცხლე.
ჯანმოს ახალი კლასიფიკაციით მასტოციტოზის ფორმებია 1—კანის 2–ძვლის ტვინის 3–სისტემური 4——-ჩუმი ფორმა 5 აგრესიული და სხვა.
პოხიერი უჯრედები თუ ნორმული რაოდენობაა, ისინი იცავენ ადამიანებს დაავადებებისგან, ამაღლებენ იმუნიტეტტს, ახორცებენ ჭრილობებს .ნაწოლები —-პოხიერი უჯრედების მაქსიმალური გამრავლებაა და თირკმელზედა ჯირკვლის მუშაობის დასასრულია, თუ დროული სწორი დახმარება არ მოხდა.
ნებისმიერ ასაკში, თუ პოხიერი უჯრედები უცებ მრავლდებიან, ჩნდება ასეთი მოვლენები—–მუცლის სპაზმი ან გულის წასვლა ან სახის გაწითლება ან ნაწლავების აშლა ან ნერვების მოზღვავება ან კლიმაქსური ალები, ან ქცევის გააგრესიულება და სხვა. ასეთ შემთხვევებში მასტოციტოზის რომელიმე ფორმა უნდა გამოირიცხოს .
მას ბევრი ფორმა აქვს, მათ შორის პოხიერის ლეიკემია ან სარკომა . კლასიკური მასტოციტოზი მიელოპროლიფერაცული სიმსივნეა .მისი ირიბი სიმპტომებია—- მაღალი ან დაბალი წნევა, სახსრების ტკივილი, წყლული ან აშლილობა და სხვა . კიბოთა დიდი პროცენტის უკან მასტოციტოზი დგას. თანამედროვე კლასიფიკაციით, რთული კლასიკური სრული მასტოციტოზი მიელოპროლიფერაციული ნეოპლაზმაა . მიელოპროლიფერაციული ნეოპლაზა არის სისხლის კიბოს კატეგორია ,როცა ძვლის ტვინში მასტის უჯრედების ჭარბი გამრავლებაა . მისი ნიშნები——დაღლილობა, ღამის ოფლი, თრომბის პრობლემა. ბევრი შემთხვევაა, ძვლის ტვინის სიმპტომებზე ხან ყურადღების გამახვილება არ ხდება და ასეთი ადამიანები უდიაგნოზოდ, უწამლოდ,მხოლოდ სიმპტომურად ეხმარებიან თავს. სისხლის საერთო ანალიზში ,განსაკუთრებით თრომბოციტების ან ერითროციტების ,თუნდაც ქვედა ზღვარზე ყოფნის დროს ——-ეს არაფერიას თქმა ,შეცდომა კი არა ,დანაშაულია ადამიანის სიცოცხლის წინაშე.
მედიცინა თავად ღიად აღიარებს, რომ მასტოციტოზის დროს ადამიანები ყველაზე ხშირად იცვლიან ექიმებს და უხშირესად უდიაგნოზოდ და უშედეგოდ არიან მთელი ცხოვრება. ხან სახსრებზე მკურნალობენ ხან კუჭ-ნაწლავზე ხან ქოლესტერინზე ხან ალერგიაზე ხან ჩიყვზე ხან გულზე ხან თირკმლებზე ხან ღვიძლზე და სხვა. ყველაზე ხშირი ჩივილი ამ დაავადების მძიმე ფორმის არის ——–დაღლა, წნევის დაქვეითება,ხან მომატება; დიარეა, ოსტეოპოროზი და სხვა. სისტემური მასტოციტოზის დროს თანდათან ზიანდება ღვიძლი ,ელენთა და ძვლის ტვინი. ამიტომაცაა ასეთი მოხშირებული —–ანემიები,პულსის აჩქარება ,დაბალი წნევა , დეპრესია, ნევროზები, ფსიქოზები, ა ლერგიები, ქოლესტერინის სიჭარბე და სხვა. ანემია პოხიერი უჯრედების პრობლემაა. ამიტომაცაა ანემია შეტანილი პარანეოპლასტიკურ ანუ კიბოსწინარე სინდრომების ჩამონათვალში.
მასტოციტოზი იწყება ჩვილებში. შემდეგ ჭინჭრის ციებით ვლინდება .რაც მეტია ასაკი ,მით უფრო აგრესიულდება დაავადება . მსოფლიო პედიატრიამ ბავშვთა კონტიგენტს პიგმენტური ურტიკარიით ——-ლეოპარდის ბავშვები უწოდა. ხელოვნური ტანსაცმლით შეწუხების დროს ან ხელოვნური საკვებით ამინომჟავების ჯანმრთელი სტატუსის მოშლის დროს ან ინჰალაციური ალერგენის გამო, პოხიერი უჯრედები აგრესიულდებიან . მათგან გამოედინება ჰისტამინი და ბავშვი იქავებს. შეიძლება არც მოიქავოს და არც გამოაყაროს. მხოლოდ ,კანი გაწითლდეს ან მუცლის ტკივილი განვითარდეს. ასეთი შემთხვევების გამო ხშირია ჩვენს რეალობაში ——ესპუმიზანით გაჭყეპილი ჩვილი ბავშვები.
კანის მასტოციტოზი, უფრო წლამდე ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი. მას ჰქვია პიგმენტური ურტიკარია. მაგრამ, ხშირად სხვა დაავადებაზე მკურნალობენ. წლამდე ბავშვების ალერგია პირველი რაუნდია მასტოციტოზის.
თუ ბავშვის ჩასახვის დროს, მისი მამა ნარკომანი არ იყო ან პლანის მომხმარებელი ან გენეტიკაში ღვიძლის ციროზი ან კიბო არა აქვს, მაშინ ნაკლები შანსია ბავშვის ალერგია სისტემურ მასტოციტოზად იქცეს მომავალში. პიგმენტური ჭინჭრის ციებაა ჩვილობის დერმატიტები.
თუ პიგმენტური ჭინჭრის ციების დიაგნიზი ნამდვილად აქვს ზრდასრულს და საერთოდ, ეს ხშირი მოვლენაა——-ესაა ლაქოვანი და პაპულოზური მასტიციტოზის შერწყმა ანუ მასტოციტოზი აქვს. ზრდასრულებში, ლაქოვანი და პაპულური მასტოციტოზი ძალიან ხშირადაა გაერთიანებული და ქვია პიგმენტური ჭინჭრის ციება .ჯერ ლურჯ-ვარდისფერია გამონაყარი, ბოლოს კი ყავისფერი.
ოსტეოპოროზი ხშირადაა ძვლის მასტოციტოზისგან. ტუბერკულოზი—— სრული მასტოციტოზისგან განადგურებული თირკმელზედა ჯირკვლის გამოხატულებაა.
მასტოციტოზი თუ მხოლოდ კანის ფორმაა ,ის შეიძლება მივამსგავსოდ ალერგიას. საერთოდ, ალერგია ეპიზოდური მოვლენაა. მაქსიმუმ ერთხელ განმეორება. ხაზგასმით ვამბობ მეცნიერული რწმუნების დასკვნას ———-თუ ალერგიები რამდენიმეჯერ განმეორდა, ის როგორც დიაგნოზი აღარ ეტევა ალერგიაში. ის მასტოციტოზია. არაკანისმიერი მასტოციტოზი ყოველთვის ქრონიკულია. ალერგია თუ გაქრონიკულდა , მის უკან 95 პროცენტში მასტოციტოზია .მასტოციტოზი ხშირადაა კიბოს ბაზისი .მაგრამ, ამ დროს საბოლოო სიტყვას კიბოთ გენეტიკური დატვირთვა ამბობს. თუ მხოლოდ ალერგიაა, მაშინ ფუნქციურად დაზიანებულია ღვიძლი და ქოლესტაზებია ჭუჭყიანი ნაღვლით. მასტიცოტოზი კი უფრო ფართო პრობლემაა. ალერგია მასტოციტოზია მინიატურაში. ქრონიკული ალერგია არ არსებობს. ის უკვე უფრო დიდი ზიანია . ალერგიის განმეორებადი გამოხატულებები მასტოციტების გამრავლების ნიშანია.
ასთმის , ასთმური ბრონქიტის, კვინკეს, ანაფილაქსიის, ინფექციის და მსგავსი მოვლენების დროს ,აგენტი ანუ ანტიგენი შეიჭრება ორგანიზმში. იმუნიტეტი ბრძოლას გამოუცხადებს შემოჭრილ აგენტს ანუ მობილიზებას უკეთებს მასთან საბრძოლველ ანტისხეულებს. მიდის ანტიგენ- ანტისხეულის რეაქცია. შემოჭრილ აგენტს იმუნიტეტმა ანტისხეულების რაზმი დაახვედრა მოსაგერიებლად. იმუნიტეტის ჯარისკაცები ლოკაციას იკავებენ. სად არის ზუსტად ეს ლოკაცია ანუ ორგანიზმის გადასარჩენი ძალები სად არიან ყოველთვის კონცენტრირებული? ანტისხეულები პოხიერ უჯრედებზე განლაგდებიან ბრძოლის წინ. ანუ ორგანიზმის გადარჩენისთვის ბრძოლა იწყება და მიდის——-პოხიერ უჯრედებზე,
სტაბილური ,ეპიზოდური მცირე ნაწლავთა აშლები მასტოციტების აფეთქების გამო, უხშირესად ასკარიდას პროვოცირებითაა და სიცოცხლისთვის დროებით კომპენსატორულია. ასეთ ადამიანს მძიმე ფარული , ღვიძლის დამშლელი პროცესები აქვს. მაგრამ ,ამ ეპიზოდური დიარეის დროს იმდენი შხამი გამოდის, კიბოს განვითრების შანსი დროებით გადავადებულია.
მასტოციტოზი ,ძაღლებში სტატისტიკურად , ყველაზე გავრცელებული კიბოა.
ქავილი
მასტოციტოზის ფენომენი აუცილებლად გადაეკვეთება , თუნდაც იშვიათ და პერიოდულ——-ქავილს. სამედიცინო სტანდარტით ქრონიკული, თუნდაც პერიოდული ქავილი რა დაავადებების დროსაა?—— 1-ჰოჯკინის და არაჰოჯკინის ლიმფომა. 2ლეიკემია 3–ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობებ ი 4-ფუნგოიდური მიკოზი ანუ კანის თი უჯრედოვანი ლიმფომა. რა თქმა უნდა სისტემური მასტოციტოზის დროს და სხვა . ანუ ქავილი ,თუნდაც, პეროდულად თუ გაქრონიკულდა ,იქ მასტოციტების გამრავლების ბუმია და უხშირესად ლიმფომაა ან ღვიძლის დიდი ფარული დაზიანება. მენოპაუზის ასაკის ქალს ქრონიკული პერიოდული ქავილი აქვს—– საკვერცხე ს მწყობრიდან გამოსვლის გამო ,თირკმელზედა ჯირკვლის დეგრადირების ფონზე და ეს ფაქტი მტკიცედ გადაეკვეთება მასტოციტოზს. ყველაზე ხშირად კანის პერიოდული ქავილი ლიმფომის ნიშანია. ლიმფომების უკან ყოველთვის მასტოციტოზი დგას .თუ მარტო ღვიძლისგანაა ქავილი, ხშირად ღვიძლშია ლიმფომა. ღვიძლი როცა სუსტად ფუნქციონირებს, ნებისმიერი მისი პათოლოგიის დროს, ნაღვლის პასაჟი დუნდება . ნაღველი ვერ აღწევს ნაწლავებამდე და გროვდება სისხლში და კანში. ეს იწვევს ქავილს. ატიპური ლიმფომა სტატისტიკურად ხშირია. სამსახურში მოსიარულე ადამიანი, უცებ მძიმდება და ერთ კვირაში გარდაიცვლება . ნაცნობები გაოცებული არიან— არასდროს ავად არ იყო ,მხოლოდ ჭარბი წონა და ხან ქავილი ჰქონდაო. როგორც ლიმფომების , ისე პერიოდული მცირე ქრონიკული ქავილის უკან ——–მასტოციტოზი დგას. რატომ იქავებენ ხშირად ფეხებს ნარკომანები? ყველა ქრონიკულ ნარკომანს მასტოციტოზი აქვს, რის გამოც ეშლებათ ღვიძლი. ქავილი თუ ასაკშია ,მეტი რთული მექანიზმებია .ასაკში გროვდება მეტაბოლიზმის ნაშთები და კიბოს შანსებს ზრდიან. რაც მეტია ეს ნაშთები, მით მეტჯერ შეახსენებს ქავილი თავს ადამიანს. ყველაზე მეტად საშიშია დაგროვებული მეთილმალონის მჟავა ,რომელიც სტატისტიკურად მეტ კიბოებს იწვევს. მევალონის მჟავა ქოლესტერინის პრეკურსორია. ის თუ ნორმაშია ღვიძლში ქოლესტერინი არასდროს არ მოიმატებს. მისი მატება ჯერ ქოლესტერინის მატების მეტ შანსებს ქმნის, უფრო მეტი მატება კი კიბოს დიდი რისკია. ამიტომ აზრი არა აქვს მკურნალობას, თუ ორგანიზმისთვის ინდივიდუალური, ზუსტად შედგენილი დეტოქსი არ ჩაატარა ექიმმა.
ციტოკინები მხოლოდ მასტოციტოზთან ასპექტში
მათზე ხშირად ვწერ რეკომენდაციებში და რამდენიმეჯერ დეტალურად სტატიაშიც აღვწერე. ტექსტის სიმცირის გამო, მხოლოდ ამ დაავადების ჭრილში გავნიხილავ მოკლედ. ციტოკინები სასიგნალო ცილებია .ისინი იმუნომასტიმულირებელი აგენტებია. თუ ნორმაში არიან ადამიანი ძალიან ჯანმრთელია. თუ გადაიხრებიან მძიმე დაავადებებია . კოვიდის დროს ციტოკინური შტორმით დაღუპულებზე ყველას სმენია .ციტოკინებია———-ინტერფერონი, ინტერლეიკინი,ქიმოკინი, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი და სხვები .ნებისმიერი მძიმე დაავადება და არასტაბილური თერაპიული მდგომარეობა ციტოკინების ხაზზე გადის .ციტოკინები ქმნიან იმუნიტეტს .ციტოკინებზე დგას სიცოცხლე. მათი გადახრა, სიმძიმის მიხედვით ,ჯანმრთელობასთან დამშვიდობებაა. როგორ მდგომარეობაშიც აქვს ადამიანს ციტოკინი ,ისეთივეა იმუნიტეტის სიმძლავრე.
ვინ ქმნის თავად ციტოკინებს? საიდან იწყება იმუნიტეტის დაარსება? საიდან რეკავს სიცოცხლის მთავარი ზარი? ციტოკინებს ქმნის იმუნიტეტის შემქმნელი უჯრედები————–მაკროფაგები, ბე და ტე ლიმფოციტები ,ენდოთელური უჯრედები, ფიბრობლასტები და————-პოხიერი უჯრედები. ანუ იმუნიტეტს ქმნის ის უჯრედები, რაზეც ამ თემაში ვსაუბრობ . პოხიერი უჯრედები იმუნიტეტის მთავარი მოთამაშეებია. მათ დიდი როლი აქვთ ალერგიებში ,ორგანოების დაზიანებებში, ანთებებში ,სიმსივნეებში , ფსიქიკურ სტატუსებში და სხვა
გავიხსენოთ იმუნური სისტემის უჯრედების კლასიფიკაცია. მათ ყველას უდიდესი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ.1—–მასტოციტები,მაკროფაგები, დენდრიტული, მონოციტები, ნეიტროფილები,ეოზინოფილები და სხვა. ამ ჩამონათვალში ყველაზე დიდი ფუნქციები მასტის უჯრედებს აქვთ. თუ მასტოციტები დაზიანდა და გამრავლდა ,დინამიტებს ემსგასვსებიან, რომლებიც გაბერილია ქიმიური შხამებით .გააქტიურების და გასკდომის დროს კი – მძიმეს ანთებებს და სხვადასხვა შეტევებს იწვევენ.
ახლა იმუნური სისტემის რგოლების კლასიფიკაცია გავიხსენოთ1–ანტისხეულები2–ლიმფური სისტემა 3-კანი , ლორწოვანი გარსები, კუჭის მჟავები4—მასტოციტები და სხვა იმუნური უჯრედები.
ციტოკინების გარეშე ჰორმონული ბალანსი არ დალაგდება .ციტოკინი რომ ნორმაში იყოს ,ამისთვის მისი შემქმნელი პოხიერი უჯრედები უნდა იყოს სრულფასოვანი და ნორმული რაოდენობის. ციტოკინები——ცისტეინური ლეიკოტრიენები l tc4 ltd4 lte4 ანთების მარკერებია. ისინი პროასთმური მედიატორებია .როცა მასტოციტები გამრავლდებიან, მაშინ ცისტეინური ლეიკოტრიენები გამოდიანი ჭარბი მასტოციტებისგან და ეოზინოფილებისგან და გამოიწვევენ—-ასთმურ ბრონქიტს, სისხლძაღვების ყველანაირ ზიანს, ლორწოს მომატებას და შესაბამისად ,ანთებებს სხვადასხვა ორგანოში, რინიტებს და სხვა. ანუ ყველა ასეთი მდგომარეობა და ნებისმიერი ანთება მასტოციტების გამრავლება და მოშლაა. სამეცნიერო ჰისტოლოგიური კვლევებით დადასტურებულია——-რთული პნევმონიების ,ფილტვის ფიბროზების, ფილტვის ობსტრუქციული უკმარისობის, ფილტვის სიმსივნეების დროს , ფილტვის შეშუპებული ალვეოლების ირგვლივ ——უამრავი ლაბროციტი ანუ მასტოციტია გარშემორტყმული. მასტოციტების გამრავლების გამოა ასეთი პათოლოგიური სურათი და კლინიკა მიღებული.
ძვლის ტვინი მხოლოდ მასტოციტების კონტექსტში
შევიხედოთ ძვლის ტვინში ანუ იქ სადაც მედიცინა, წესით , ყველა პაციენტის მკურნალობის დროს სულ უნდა იხედებოდეს. ჩვენთან კი ხშირად ტაბუ აქვს დადებული და მხოლოდ კიბოს და ლეიკემიის დროს ახსენდებათ. ძვლის ტვინი შესაბამის სტატიაში და ბევრჯერ რეკომენდაციებში დეტალურად დავახასიათე. უსისტემო ჯანდაცვის ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მთავარი სასიცოცხლო აქცენტი რაზეც უნდა იყოს, ის ყველასთვის ბურუსითაა მოცული. გამოცდილი ექიმი ძვლის ტვინის ანალიზს როცა მოითხოვს, მან იცის , რომ ეს პაციენტი პირველივე ვირუსზე უკიდურესად დამძიმდება. ძვლის ტვინი მასაა, რომელიც ძვლების ღრუებს ავსებს .ის ცენტრალური სისხლმბადი ორგანოა .თუ ჰემოგლობინი ერთხელ მაინც და თუნდაც მცირედ დაგიქვეითდა ან ქვედა ზღვარზეა სისხლის საერთო ანალიზში,მითუმეტეს თრომბოციტები ,ძვლის ტვინი უკვე გამოფიტულია და დიდი პრობლემები იწყება. ქრონიკული რინიტიც რომ ავიღოთ, რომელიც კნინობითი აღმით ცხვირის ანთებაა,ესეც ძვლის ტვინის პრობლემაა .ძვლის ტვინი ქმნის სისხლს და იმუნიტეტს. ძვლის ტვინი შეიცავს ღეროვან უჯრედებს,რომელებიც როგორც კიბოს ისე, ალერგიების ,თუნდაც, ქრ რინიტის დროსაც დაქვეითებულია . მაგალითად, სახსრის ანთება რომ გაქრონიკულდება, ეს ნიშნავს ,რომ ძვლის ტვინში ღეროვანი უჯრედები მთავრდება.
თუ მართავ და აღადგენ გამოფიტულ ძვლის ტვინს————-ეს ნიშნავს მართავ კიბოს და ნებისმიერ მძიმე დაავადებას და არ მოკვდება ადამიანი. ჰიპოკრატედან დაწყებული ყველა ექიმის ოცნებაა მოახდინოს სასწაული და მოარჩინოს უმძიმესი დაავადებები და კიბოები. მაგრამ რა არის ამის მთავარი სქემა? ჩემი დაუღალავი შრომით და უძილო ღამეებით მიღებული სქემა,რის გარეშეც არასოდეს მიმკურნალია, ზუსტად დაემთხვა მსოფლიო ელიტარული მედიცინის თანამედროვე მიღწევებს. პრობლემას როცა შემოქმედებითად და აკადემიურად მიუდგება ექიმი , მას პირველი კითხვა დაებადება—-საიდაც იწყება ეს ყველაფერი? თუ ძვლის ტვინი ჯანმრთელია———–კიბოს დამართების შანსი არ არსებობს. მაგრამ, კონკრეტულად რა კეთდება ძვლის ტვინის მხარდასაჭერად დაავადებების დროს?—–ბევრგან არაფერი. ცნობილია მედიცინაში , რომ კიბო უპირველესად, ძვლის ტვინს ემართება. კიბო ძვლის ტვინიდან შემდეგ გადადის სამიზნე ორგანოში. მარკეტში ახალგაზრდა ქალმა ამაყი მანერით იყიდა 120 ლარის უძვლო ხორცი. იქვე ხანდაზმულმა ბრძენმა ქალბატონმა 15 ლარის ძვლიანი ხორცი იყიდა და ყასაბს თხოვა ლულა ძვლები მეტი დაერთო. ხანდაზმულმა ქალბატონმა მეტი სიცოცხლის შანსი იყიდა.
როგორ გადავარჩინთოთ ძვლის ტვინი და შესაბამისად , როგორ ავაცილოთ ადამიანებს კიბო და მძიმე დაავადებები. ამას არავინ დაგიკონკრეტებს. მაგრამ, თანამედროვე მედიცინის მეცნიერება და მითუმეტეს ბიოქიმიის დარგის ფორმულები ირიბი ფორმით სულ ამის ჩვენებას ცდილობს ექიმებისთვის. ძვლის ტვინის გადარჩენა და მორჩენა, რაც კიბოს და მძიმე დაავადების აცილებაა, მოიცავს შემდეგ სქემას——1ფოსფოლიპიდური კედლის განმტკიცება ,რაც ყველა დაავადების დროს სუსტდება 2——თირკმელზედა ჯირკვლის შრეების გაჯანსაღება და მისი ჰორმონების დაბალანსება. ძვლის ტვინი გამოიფიტება, გამოშრება,დეგრადირდება და ღეროვან უჯრედებს ვერ შექმნის, თუ თირკმელზედას ჰორმონების დაბალსანსება ვერ მოხდება. 3— მჟავების ,ინდივიდუალურად შერჩევა პაციენტისთის .4-ვიტამინ დე სამის რეგულირება. დე სამის აღდგენა არ არის მისი კურსის დალევა. თუ ღვიძლი უკიდურესად დაზიანებულია ,დე ისევ დაიწევს. ღვიძლის ჯანმრთელობის აღდგენაა საჭირო. კიბოთი დაავადებული მანამ ცოცხლობს, სანამ დასუსტებული და მცირედ მოფუნქციე ღვიძლი, მას ზურგით მიათრევს სიცოცხლის გზაზე . გადაარჩინე ღვიძლი ——გახანგრძლივდება სიცოცხლე. .5—–სწორი მინერალიზაცია სასიცოცხლოა . არასწორად მიცემული მინერალი სიკეთის მაგივრად გამოუსწორებლად აზიანებს. კიბოს და მძიმე დაავადებების საწყის მიზეზებში მინერალური დისბალანსია. ზოგი ნაკლებობით, ზოგი კ ი სწორედ მეტობით,მინერალების არასწორი მიცემით . არასწორად მიცემული მინერალური მედიკამენტები იწვევენ კალცინოზებს და არტერიების და სისხლძარღვების ბოლომდე დაზიანებას , რის ფონზე ხდება ყველა მძიმე დაავადება , ქოლესტერინის მატება და ორგანოების დაშლა. მაგალითად, ადამიანს თუ ქავილი აქვს და რამე სხვა ვითარების გამო ფოლის მჟავა ესაჭიროება, ის მხოლოდ მეთილფოლატის სახით უნდა მიიღოს და არა პირდაპირი ფორმით. მაგალითად, დეპრესიის, შფოთის, შაკიკის ,ნევროლოგიური მოშლების , ქცევითი აშლების დროს, მაგნიუმი ,პაციენტმა, მხოლოდ ,ბისგლიცინატის სახით უნდა მიიღოს . სხვა შემთხევაში არტერიებზე და სისხლძარღვებზე და ნერვულ დაბოლოებებზე დაილექება .მაგნიუმი ,მხოლოდ ამ ფორმით კვეთს თავზურგტვინის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და მაშინაა სარგებლიანი. ათასობით ასეთი მაგალითია, ანუ სწორი , თანამედროვე ევრო-ამერიკული მკურნალობის დეტალები. ტექსტის სიმცირის გამო, შეუძლებელია ბევრის მოყვანა .ეს პირადმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს დეტალების გათვალისწინეიბით.6—ამინომჟავების დაბალანსება და არა უსისტემოდ შემატება, რაც დამღუპველია.
პოხიერი უჯრედები რომ არ გამრავლდეს და არ დაიწყოს დაავადებები და სიმსივნეები ამ 6 ფენომენის რეგულირებაა სასიცოცხლო ბაზისი. მედიცინის ძაღლის თავი ამ 6 ფენომენშია.
თუ სისხლის საერთო ანალიზში ერითროციტები და გასაკუთრებით—– თრომბოციტები ან ჰემოგლობინი, თუნდაც ქვედა ზღვარზეა, ძვლის ტვინი უკვე გამოფიტულია და ასეთი ორგანიზმი მძიმე დაავადებების და სიმსივნის მიმღებლობისთვის მზად არის . რადგან, პოხიერი უჯრედები უკვე დაზიანებულია. მოსახლეობის ჯანმრთელობა შეარყია და დაავადებები გაამრავლა დეტალების უგულვებელყოფამ. ძვლის ტვინისთვის ამ ფენომენების——- ერითროციტების და თრომბოციტების ქვედა ზღვარი უკვე საგანგაშოა, ისევე როგორც ზედა .რამდენი ადამიანი დადის ანემიით .ისინი სიკვდილ–სიცოცხლის სახიფათო კლდის ნაპირზე დააბიჯებენ. ანემიის დროს ერითროციტების ან ჰემოგლობინის ან რკინის ან ყველას ნაკლებობაა. ერითროციტები არიან ქსოვილებში ჟანგბადის გადამტანი. ჟანგბადის გარეშე ადამიანი კვდება. სამედიცინო სამეცნიერო რწმუნებაა———-ანემია მაშინ იწყება, როცა ბალანსი მოიშლება——ერითროციტების წარმოშობას, დაშლას და დაკარგვას შორის. ერითროციტების შექმნა მიმდინარეობს ძვლის ტვინში. მაგრამ, რასაც ხშირად ვამბობ, ამ დროს თირკმლებში ერითროპოეტინი იქმნება. ა მ ჰორმონის ნაკლებობის დროს ძვლის ტვინში ერითროციტები არ მიიღება ან მახინჯი ბიოქიმიური ფორმით იქმნება .ა ნუ ანემია რომ გაქვს , ძვლის ტვინი უკვე დაზიანებულია. ამავე დროს ,თირკმლის სისხლძარღვებია დაზიანებული და თირკმლები უკვე პრობლემურია. ანემია როცაა ,ყველა ორგანო დაზიანებულია უკვე გარკვეულწილად, რადგან მათი მთავარი მკვებავი—— ძვლის ტვინი პრობლემურია. დიდი პრობლემებია ამ დროს ღვიძლში .ავიღოთ მაგალითად —ტინიტუსი, რომლის უამრავი მიზეზი შეიძლება ჩამოვთვალო. მაგრამ ,საწყისი და მთავარი მიზეზი ერითროციტების გამოფიტვაა. ამ დროს ძვლის ტვინი ვერ მუშაობს, მასტოციტები პათოლოგიურად მრავლდებიან. არასწორად ნამკურნალები ტინიტუსი კი ინსულტისკენ ისწრაფვის.
ძვლის ტვინს უკიდურესად და საბოლოოდ ფიტავს , სისხლძარღვის გახეთქვის და უეცარი სიკვდილის შანსს ქმნის გამათხიერებლების დიდი ხნით მიღება. ისინი მაინც დროებითი ეფქტისაა და მხოლოდ მწვავე პერიოდში უნდა დაინიშნოს .სისხლის ფიბრინოლიზური აქტივობა უნდა დაბალანსდეს შესაბამისი მედიკამენტებით , რომლებიც თრომბის ალბათობას გამორიცხავენ.
ტერპენები
გრანდიოზული თემაა და დიდი ტექსტის დადების შეუძლებლობის გამო უმოკლესად განვიხილავ. მეცნირებამ დაამტკიცა ——ისინი ქმნიან სიცოცხლეს. ისინი აბრუნებენ სიცოცხლისკენ ადამიანებს. არ არსებობს ჩემი დანიშნულება, შიგ ერთი ტერპენი რომ არ იყოს.
მედიცინის მიზანი მკურნალობის დროს არის—-სენსიბილიზებული, დაზიანებული პოხიერი უჯრედებიდან და ბაზოფილებიდან ——ჰისტამინის, სეროტონინის, ციტოკინების და სხვა ბიოლოგიურად აქტიური შხამების გამოსვლის შეფერხება, გამრავლებული მასტოციტების შემცირება, ორგანიზმის ინტოქსიკაციის და დაზიანების შემცირება. რა არის ბუნების ის სასწაული, რაც ამ დიდ მისიაში გვეხმარება ექიმებს. ესაა ტერპენები ,რაშიც სამყარომ და ღმერთმა ამოუწურავი სასიცოცხლო შესაძლებლობები ჩადო. ისინია ყველაზე მეტი საშველი ,რაც ბუნებამ მისცა ადამიანებს სოცოცხლისკენ შემოსაბრუნებლად .ტერპენები გაავებულ მასტოციტებს ამშვიდებენ. რა და როდის გამოიყენო და რამდენი ,ეს უკვე პირადი ექიმის საქმეა, ინდივიდუალური მონაცემების შესწავლის შემდეგ.
მსოფლიო მედიცინა დიდი ხანია დარწმუნდა და ამას უკვე ღიად აღიარებენ, რომ ქიმია, სხივები და მხოლოდ ქიმური წამლები მომგებიანი არ არის ჯანმრთლობისთვის. თანამედროვე მედიცინა ამის რეალურ სასიცოცხლო ალტერნატივას სულ ეძებდა. მედიცინამ შექმნა ბუნებრივი ტერპენების შემცველი წამლები, რომლებიც სასწაულებს ახდენენ და შედეგიანი არიან ადამიანის გაჯანმრთელებისთვის.
კურკუმას ,როგორც ტერპენის უნიკალური სასიცოცხლო მონაცემების გამო—- ლეღვი, ბრიუსელის კომბოსტო, ჩია და კიდევ რამდენიმე პროდუქტი, ნუტრიბიოტიკულ ანუ კიბოს საწინააღმდეგო დიეტებშია შეტანილი. კლასიფიცირებულია კიბოები, რომელთა დროს ლეღვი უნდა ჭამოს როგორც სამკურნალო. მაგრამ, არის სიმსივნეები, როცა ლეღვი იკრძალება. ეს არის ბიოქიმიაზე დაყრდნიობილი მაღალი დონის მედიცინის მაგალითი. გამოცდილი ექიმის მიერე შედგენილი სწორი კვება მკურნალობაა .ლეღვის უდიდეს ფუნქციას რა თქმა უნდა —იზოლიკირიტიგენინი , კვერცეტინი,ტაქსიფოლინი და სხვა ასეთი ფენომენები ქმნიან , მაგრამ კურკუმას მნიშვნელობა სასიცოცხლოა.
ქაფური—-ტერპენია და მის გამოყენებასთან ხალხს ტკბილი ისტორიები აქვს. განსაკუთრებით ,მისმა ანტისეპტიკურმა მალამოებმა დიდი სამსახური გაუწია მოსახლეობას. წამალი ისევე არ ძველდება როგორც ღმერთი და სამყარო. მთავარი, მისი დანიშვნის ზუსტი მოხოვნილებაა. ქაფური დაფნისებრთა კლასის ძლიერი ანტისეპტიკია.ქაფურის ზეთი შეიცავ ს ბორნეოლს, პინენს, კამფენს, რომლებიც ტერპენებია .დეზინფენქციას აკეთებენ და მავნე სოკოებს ებრძვიან. ადგილობრივად გამოიყენება რადიკულიტების, ნევრალგიების დროს .
ლინალოლი-დადგენილია ,რომ ის გლუტამინის რეცეპტორებს თრგუნავს. ეს კი დაზიანებული ფსიქიკის დახმარებაა. ლინალოლი აძლევს ვარდს სურნელებას. ის არის ასევე——პიტნაში ,დაფნაში, არყში.
პინენი—- ფიჭვის ტერპენია. მირსენი —- ოხრახუშს აძლევს სუნს და გემოს. ევგენი —- დაფნას და მუსკატის კაკალს აძლევს არომატს. ლიმონენი—–ციტრუსებს აძლევს არომატს. არასოდეს მომიმზადებია საკვები დაფნის ფოთლების გარეშე.
კარიოფილი– მიხაკს და შავ წიწაკას აძლევს გემოს. ის ძლიერი ანტიმიკრობიულია. ის არის ასევე როზმარინში .ჰუმულენი—— რეჰანშია.
ტერპენებია ასევე ფისოვანი ნივთიერებები. მათ ვიყენებთ ეგზემის ,ფსორიაზის და ფილტვის ფიბროზის სამკურნალოდ. ეგზემის და ფსორიაზის სამკურნალო ფისოვანი ტერპენები ხელს უშლიან კოლაგენის დაშლას ,ამცირებენ გაავებულ პოხიერ უჯრედებს და ძვლის ტვინის განმამტკიცებლებია. მათი დიდებული ეფექტი ბევრჯერ მინახია .
ფიჭვის ქერქისგან დამზადებული წამლები ტერპენების შემცველობის გამო გამოიყენება—- ასთმის, ალერგიის ,ეგზემის, ფსორიაზის, ვენების ვარიკოზის და სხვა დროს. ტერპენია ცაცხვი .სწორედ ამიტომ აქვს მას დამამშვიდებელი ფუნქცია, რაც უპირველესად გაავებულ მასტოტიცებზე მოქმედებს .ტერპენები მცირედ არის კანაფის თესლის ზეთში. ჰუმულენი სვიაშია და ლუდის სამკურნალო ეფექტი მთლიანად მასზეა.
ტერპენებია ის სასწაულმოქმედი ზოგი კეთილი სოკო,რომლებიც კიბოს გაჯანმრთელბაში მონაწილეობენ. მაგალითად, შაგას სოკო ტერპენია და ზოგ დაავადებას წარმატებით კურნავს მისი წამლები. მედიცინა მუშაობს ახალ ტერპენზე, რომელიც ბოლო პერიოდში იპოვეს და მასზე დიდი იმედებს ამყარებენ .მაგალითად, ავსტრალიური ტროპიკული ხის ნაყოფი ტერპენების წყაროა. ხოლო მისი თესლი იმდენად საზიანოა ,კენგუროები როცა ამ ნაყოფს ჭამენ თესლს არ ეკარებიან ,რადგან ღებინებას იწვევს.
კოჭა შეიცავს სესკვიტერპენებს— ce15 h24 ამიტომაა კოჭა იმუნიტეტის გამაძლიერებელი . ჩაის ხის ზეთი ძლიერი ანტისეპტიკია. კლავს მავნე სოკოებს. ქავილს ეხმარება მისი ტერპენები და ამით მასტის უჯრედებს ამშვიდებენ. კურკუმის ზეთში სესკვიტერპენებია——ce15 h 24 მაგალითად-ზინგიბერენი. ის ახდენს დაზიანებული დეენემის რეპროგრამირებას. ინდური აიურვედული მედიცინის შედეგი სწორედ ტერპენებზეა.
ტერპენები სასწაულებს ახდენენ მკურნალობაში ყველა მიმართულებით კიბოს ჩათვლით. მაგალითად , ავიღოთ პორფირონაზური გინგილარი, ეს არის პირის ღრუს უძლიერესი ბაქტერია რაც იწვევს კბილების ადრე დაზიანებას და დაშლას , პაროდონტოზს. მედიცინამ იცის მისი სწრაფად გამაუვნებელმყოფი მედიკამენტები. ისინი მხოლოდ ტერპენებს შეიცავენ. დეპრესიის , ფსიქიკური გადახრების დროს ,რასაც ვიყენებთ ყველაზე ეფექტურ თანამედროვე პრეპარატებს—– ისინი ტერპენებია.
იონჯას მძლავრი ეფექტი ტერპენებისგანაა. ტერპენები ძირითად ეთერზეთებშია .მეცნიერთა მტკიცებით ტერპენები აჩერებენ ეპილეფსიას, შიზოფრენიას, ალცჰაიმერს. ტერპენები იქმნება ამინომჟავებისგან . ტერპენები კიდევ უამრავია, მათი ——–სიცოცხლის ამოუწურავი საიდუმლოებით.
ნუ დაგავიწყდებათ ნატურალური კვება. ადამიანი ცოცხლობს ამინომჟავების ბალანსით, რომელის საფუძველი ნატურალური კვებაა. არ შეჭამო ის, რაც ჯანმრთელობას დაგიზიანებს. ძროხა ადამიანზე მეტად ხვდება, რომ ყველაფერი პირისკენ არ წაიღოს. მას ყველაზე მეტად აკაცია უყვარს. რადგან, აკაცია ქსოვილოვანი კოლაგენის მტკიცე ბიოქიმიურ ტერასებს ქმნის