ხვალიდან, 22 ივლისიდან, “პირველი სავაჭრო სახლის” მფლობელობაში არსებული სუპერმარკეტ “ჩემი მარკეტი” – ფუნქციონირებას – :გურული ღვინის სექცია დაიწყებს.
მომხმარებლებს, სპეციალურად, “ჩემი მარკეტის” სივრცეში, გურული ღვინის სექციაში, მხოლოდ გურიაში წარმოებული ღვინოების შეძენა შეეძლებათ.
ეს ერთის მხრივ საჩუქარი იქნება გურული ღვინის შეძენის მსურველებისათვის, თუმცა, როგორც სუპერმარკეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მეორეს მხრივ გარკვეული წახალისება ღვინის ადგილობრივი მწარმოებლებისათვის-რადგან, ნებისმიერ მეწარმეს, რომელიც ღვინის პროდუქციას გურიაში აწარმოებს – ამ სექციით სარგებლობა დიდი შეღვათებით შეეძლებათ.
იმ პირობებში, როცა ბაზარზე გასვლა და დამკვიდრება დიდ სირთულეებს წარმოადგენს, მსგავსი ინიციატივა, შეიძლება ითქვას, ადგილობრივ ღვინის ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, მართლაც შესანიშნავი შესაძლებლობაა.