კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, რუსეთთან ტერიტორიული კომპრომისის შემთხვევაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რეფერენდუმის ჩატარება მოუწევს, რადგან ის ასეთი გადაწყვეტილების მიღებას სახალხო ლეგიტიმაციის გარეშე ვერ შეძლებს.
მისი თქმით, უახლოეს თვეებში ზელენსკიმ რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რამაც, შესაძლოა, ის პოლიტიკურ თვითმკვლელობამდე მიიყვანოს.
“როგორ შეგვიძლია ავუხსნათ ქვეყანას, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც ათასობით ჩვენი მებრძოლი გმირის სიცოცხლეს დაუჯდა?” – ამბობს კლიჩკო.
კლიჩკოს აზრით, ზელენსკისთვის გამოსავალი იქნება ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა, როგორიც ისრაელში 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შემდეგ შეიქმნა.
“თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ის მზად არის, დათმოს მის ხელში არსებული ცენტრალიზებული ძალაუფლება”, – აცხადებს კლიჩკო.